პოლიტიკური რეკლამა არის პოლიტიკური შინაარსის ან მიზნის მქონე გზავნილის სარეკლამო გავრცელება. მისი შინაარსი მხოლოდ საარჩევნო პერიოდით ან პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით არ შემოიფარგლება და შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური იდეებისა და მიზნების მხარდაჭერასაც. პოლიტიკური რეკლამირების რეგულირება შეიძლება ემსახურებოდეს ამომრჩეველთა ინფორმაციული მანიპულაციისგან დაცვასა და რეკლამის გამჭვირვალობას.
სინონიმები: პოლიტიკური რეკლამირება
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ პარტიის წინასაარჩევნო მხარდაჭერას არ მოიცავს. სასამართლოს მიერ განხილული ირლანდიური მიდგომით, რეკლამის პოლიტიკურ ხასიათს მისი შინაარსის, საერთო კონტექსტისა და სარეკლამო კამპანიის მიზნის გათვალისწინებით განსაზღვრავენ.
საკვანძო პრეცედენტები
„19. პოლიტიკურ რეკლამირებასთან დაკავშირებით ყურადსაღებია ევროპული კომისიის 2021 წლის 25 ნოემბრის „წინადადება ევროპული პარლამენტისა და საბჭოს მხრიდან პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისა და მიზანმიმართულობის რეგულაციისათვის“ („Proposal of a Regulation of European Parliament and of the Council on the Transparency and Targeting of Political Advertising“, Brussels, 25.11.2012; COM(2021) 731 final 2021/0382 (COD)”. ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია პოლიტიკური რეკლამების დაფინანსების წყაროების გამჭვირ…“

