ლექსიკონი

პორნოგრაფია

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

პორნოგრაფია არის კანონმდებლობაში გამოყენებული შინაარსობრივი კატეგორია, რომლის მკაფიო საკანონმდებლო განსაზღვრება და დამაფუძნებელი ნიშნები საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გამოავლინა. სასამართლომ განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნია ცნების გარეთა ფარგლების, მათ შორის, ეროტიკასთან მისი გამიჯვნის ბუნდოვანება. პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლებით დაცულ სფეროს მიეკუთვნება, ხოლო დამზადებული პროდუქტის გავრცელება გამოხატვის თავისუფლებით დაცული საქმიანობაა.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

პორნოგრაფიის უხამსობასთან დაკავშირება თავისთავად ვერ აზუსტებს სისხლისსამართლებრივი ტერმინის შინაარსს, რადგან თავად უხამსობაც ზოგადი და ჯეროვნად განუმარტავი შეფასებითი ცნებაა. სასამართლომ მიუთითა პორნოგრაფიასა და ეროტიკას შორის მიჯნის ბუნდოვანებაზეც.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 23 (1995)მუხ. 24 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N1/8/92604.11.2022გადაწყვეტილება
    „30. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „პორნოგრაფიული“ მოხსენიებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლში, რომლითაც იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. დასახელებული ნორმა არ ადგენს პორნოგრაფიის ლეგალურ დეფინიციას. ამ ნორმის ტექსტიდან იმის განსაზღვრაც კი რთულია, წარმოადგენს თუ არა დასახელებული კანონის გაგებით „უხამსობა“ „პორნოგრაფიის“ აუცილებელ მახასიათებელს, თუმცა ასეც რომ იყოს, თა…“
  • N1/8/92604.11.2022გადაწყვეტილება
    „30. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „პორნოგრაფიული“ მოხსენიებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლში, რომლითაც იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. დასახელებული ნორმა არ ადგენს პორნოგრაფიის ლეგალურ დეფინიციას. ამ ნორმის ტექსტიდან იმის განსაზღვრაც კი რთულია, წარმოადგენს თუ არა დასახელებული კანონის გაგებით „უხამსობა“ „პორნოგრაფიის“ აუცილებელ მახასიათებელს, თუმცა ასეც რომ იყოს, თა…“
  • N1/7/127502.08.2019გადაწყვეტილება
    „11. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ^2 ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელ პროდუქციად მიიჩნევა, „ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია“. ამდენად, დაუშვებელი პროდუქცია წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით გადაცემული/გადაცემ…“
  • N1/12/92602.06.2017საოქმო ჩანაწერი
    „9. პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება წარმოადგენს შემოქმედებით საქმიანობას. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადების აკრძალვა ადგენს შემოქმედებითი საქმიანობის და არა პირის მიერ ინფორმაციის გავრცელების რეგულირებას. [...] 10. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი განამტკიცებს შემოქმედებითი საქმიანობის თავისუფლების უფლებას. პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება როგორც შემოქმედებითი საქმიანობა სწო…“
  • N1/13/71125.11.2016განჩინება
    „4. კონსტიტუციური სარჩელის ავტორს ბრალი ედება პორნოგრაფიული ნაწარმოების ან გამოსახულების უკანონოდ გავრცელებისთვის, კერძოდ, ვებსაიტზე პორნოგრაფიის შემცველი ფოტო-ვიდეო ფაილების ატვირთვისთვის. კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, რომ აღნიშნული პორნოგრაფიული მასალის ავტორი არის თავად მოსარჩელე. მაშასადამე, საქმე ეხება არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირის მიერ შექმნილი ნაწარმის გავრცელებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება კონსტიტუციის 2…“
  • N1/3/421,42210.11.2009გადაწყვეტილება
    „4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებში მოცემულია მაუწყებელთა მიმართ დადგენილი შინაარსობრივი მოთხოვნები. 52-ე მუხლი ადგენს მაუწყებელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და არეგულირებს დაინტერესებული პირის უფლებას, გარკვეულ ვადაში და პირობებში მოითხოვოს მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა. 54-ე მუხლი ფაქტების ზუსტ და სამართლიან გაშუქებასთან ერთად მოითხოვს მაუწყებელთაგან ფაქტებისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა