საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება
პროსტიტუცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის აღმნიშვნელი ტერმინია. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი გულისხმობს სექსუალური მომსახურების გაწევას ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელიც შეიძლება მატერიალური სარგებლის სახითაც გამოიხატებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სრულწლოვანი პირისათვის პროსტიტუციის განხორციელების გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურობის საკითხი.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
პროსტიტუცია თავისთავად არ არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური უფლების სახელწოდება. მისთვის პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობის საკითხი განსხვავდება პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრული სანქციის კონსტიტუციურობის საკითხისგან.
საკვანძო პრეცედენტები
„2. მოსარჩელე მხარემ, რომელიც წარმოადგენს სრულწლოვან პირს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს არა, ზოგადად, პროსტიტუციის აკრძალვას, არამედ პროსტიტუციის განხორციელებისათვის ე.წ. „სექს-მუშაკისადმი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს პროსტიტუციის განხორციელებისათვის სრულწლოვანი „სექს-მუშაკისადმი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურ…“
„10. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმა, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობას - „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს სანქციებს აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისთვის. კერძოდ, პროსტიტუციის ჩადენისათვის სანქციის სახედ გათვალისწინებულია გაფრთხილება ან დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით, ადმინისტრაციული …“

