საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება
ყოველი ადამიანი არის კონსტიტუციურ ნორმაში გამოყენებული ფორმულირება, რომელიც უნივერსალური ბუნების უფლების სუბიექტს განსაზღვრავს. ასეთი უფლება არ შემოიფარგლება საქართველოს მოქალაქეებით. ყოველი ადამიანის პიროვნული აღიარება ღირსების პატივისცემის აუცილებელი ნაწილია და მისი ჩამორთმევა ან შეზღუდვა დაუშვებელია.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
უნივერსალური უფლების სუბიექტი განსხვავდება იმ უფლების სუბიექტისგან, რომელიც კონსტიტუციით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ენიჭება. ცალკეული უფლების შინაარსი და მისი შეზღუდვის პირობები შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით განისაზღვრება.
კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 9 (2018)მუხ. 5 (1995)მუხ. 7 (1995)მუხ. 17 (1995)მუხ. 20 (1995)მუხ. 42 (1995)
საკვანძო პრეცედენტები
„14. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ღირსების უპირატეს მნიშვნელობაზე. „ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამე…“
„11. თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადამიანის ღირსების ფუნდამენტური პრინციპის აღიარებით სწორედ ასეთი წესრიგის …“
„46. საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლი და მისი ფარგლები საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში იქნა განმარტებული. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი განამტკიცებს ყოველი ადამიანის უფლებას, თავისი უფლება–თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის 42–ე მუხლის დანაწესს „ინსტრუმენტულ უფლებად“ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი „…უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს მეშვეობით დაცვადობას…“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27…“
„ერთმანეთისგან გამიჯნა მხოლოდ მოქალაქეებისთვის განკუთვნილი და უნივერსალური ბუნების უფლებები.“

