ლექსიკონი

სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში გამოყენებული დროებითი ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილებისკენ. შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო აფასებს როგორც ნორმის მოქმედების გაგრძელებით გამოწვეულ საფრთხეს, ისე მისი შეჩერებით სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების შესაძლო დაზიანებას.

სინონიმები: სადავო აქტის მოქმედების შეჩერება, სადავო ნორმის შეჩერება

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. ნორმის მოქმედების გაგრძელებით გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის შეფასება
  2. ნორმის შეჩერებით სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხისა და კერძო და საჯარო ინტერესებზე გავლენის შეფასება
  3. საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე ფაქტობრივი გარემოებების შესაძლო ცვლილების გათვალისწინება

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება დროებითი ღონისძიებაა და არ ნიშნავს საქმის არსებითად გადაწყვეტას. იგი განსხვავდება პოლიციის მიერ პირის შეჩერებისგან, რომლის კონსტიტუციური შეფასება ღონისძიების ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

საკვანძო პრეცედენტები

  • N3/5/768,769,790,79229.12.2016გადაწყვეტილება
    „131. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სადავო ნორმის ამგვარ განმარტებას. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი ერთმანეთისგან მიჯნავს, ერთი მხრივ, განმწესრიგებელი სხდომის და, მეორე მხრივ, არსებითი განხილვის ეტაპებს. კერძოდ, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1^1 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებად ითვლე…“
  • N3/2/57724.12.2014გადაწყვეტილება
    „20. ნორმატიული აქტებით დადგენილი ქცევის ზოგადსავალდებულო წესები ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამისი სფეროების მოწესრიგებას და კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. რიგ შემთხვევებში სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებამ შესაძლებელია შეზღუდოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები და დააზიანოს ის ღირებულება, რის დასაცავადაც არის მიღებული ეს აქტი, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერებით გა…“
  • N1/2/503,51311.04.2013გადაწყვეტილება
    „9. სასამართლო მიიჩნევს, რომ სიტყვები „დანაშაულის შესაძლო ჩადენა“ მოიცავს როგორც შემდგარ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ დანაშაულს. სადავო ნორმის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი, თუ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ პირმა დანაშაულებრივი ქმედება უკვე განახორციელა, ასეთ ქმედებას შეჩერების მომენტისთვის ახორციელებს ან გეგმავს დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, სადავო ნორმის მიზანს, როგორც დანაშაულზე რეაგირება, ასევე მისი აღკვეთა წარმოადგენს. ამგვარ უფლებამოსილებას პრევენციული დანიშნულებაც გააჩნია, იგი შესაძლოა ამ…“
  • N1/3/452,45320.05.2008საოქმო ჩანაწერი
    „4. სასამართლომ შეისწავლა არგუმენტები, რომლითაც მოსარჩელე სადაო ნორმის შეჩერების აუცილებლობას ასაბუთებს. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებით პირი სარგებლობს იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა მიზნის მისაღწევად სჭირდება მას აღნიშნული ინფორმაცია, მოცემულ შემთხვევაში, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის შეფასებისას, სასამართლო კლეგიამ გამოიკვლია ასევე ის არგუმენტებიც, რომლებიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებზე რეაგირებას უკავშირდება. [...] 5. ასევე უნდ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა