ლექსიკონი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაძირითადი უფლება

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში დაცული ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას და მოქალაქეთა ინფორმირებულ მონაწილეობას ხელისუფლების განხორციელებაში. იგი ღია მმართველობის, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების მნიშვნელოვანი გარანტიაა. უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის ხასიათს და მისი საჯაროობის მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ინტერესს.

სინონიმები: ინფორმაციის თავისუფლება

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. ინფორმაციის ხასიათისა და დანიშნულების შეფასება
  2. ინფორმაციის საჯაროობით დასაცავი სიკეთისა და ღიაობის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის შეფასება
  3. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესებს შორის ბალანსის შეფასება

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განსხვავდება პერსონალური მონაცემების დაცვისაგან, თუმცა ამ ინტერესებს შორის შეიძლება წარმოიშვას დაპირისპირება. პერსონალური მონაცემების დაცვის სასარგებლოდ დადგენილმა პირველადმა ბალანსმა არ უნდა უგულებელყოს მართლმსაჯულების საზოგადოებრივი კონტროლის ინტერესი.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 18 (2018)მუხ. 41 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N1/4/693,85707.06.2019გადაწყვეტილება
    „41. საჯარო დაწესებულებაში არსებული და დაცული ნებისმიერი სახის ინფორმაციას და საზოგადოებისათვის მის ხელმისაწვდომობას არ აქვს თანაბარი მნიშვნელობა. საჯარო ინფორმაციის გარკვეული კატეგორიის მიმართ შესაძლოა, არსებობდეს ღიაობის მომეტებული ინტერესი. ამგვარ განსაკუთრებულ ინტერესზე უპირველესად მიუთითებს ინფორმაციის არსი, დანიშნულება და ის სიკეთე, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს ამგვარი ინფორმაციის საჯაროობა. ამდენად, საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების „შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასებისას საქ…“
  • N1/4/75727.03.2017გადაწყვეტილება
    „4. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება უზრუნველყოფს მოქალაქეთა ეფექტურ მონაწილეობას ხელისუფლების განხორციელების პროცესში, რაც წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის უმთავრეს მოთხოვნას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები უმნიშვნელოვანესია კონსტიტუციურ პრინციპებს შორის. ისინი, პრაქტიკულად, ყველა კონსტიტუციური ნორმის, მათ შორის დანარჩენი კონსტიტუციური პრინციპების საფუძველს წარმოადგე…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა