ლექსიკონი

სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაძირითადი უფლება

სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება საქართველოს მოქალაქეს ანიჭებს შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა. იგი მოიცავს როგორც არჩევით, ისე დანიშვნით თანამდებობებს და უზრუნველყოფს მოქალაქის უშუალო მონაწილეობას საჯარო მმართველობასა და საჯარო ფუნქციების განხორციელებაში. უფლების შეზღუდვა უნდა გამომდინარეობდეს მნიშვნელოვანი კონსტიტუციურსამართლებრივი ღირებულებიდან და ექვემდებარება კონსტიტუციურ კონტროლს.

სინონიმები: საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. უფლების სუბიექტია საქართველოს მოქალაქე.
  2. უფლება ვრცელდება არჩევით და დანიშვნით საჯარო თანამდებობებზე.
  3. თანამდებობის დაკავების წინაპირობაა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
  4. შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს მნიშვნელოვან კონსტიტუციურსამართლებრივ ღირებულებას და არ უნდა იყოს გადამეტებული.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

თანამდებობის დაკავების უფლება განსხვავდება საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებისგან, რომელიც მოიცავს სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიასაც. არჩევითი თანამდებობის შემთხვევაში თანამდებობის დაკავების უფლება შესაძლოა პასიურ საარჩევნო უფლებასთან ერთად იყოს დაცული.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 25 (2018)მუხ. 29 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N1/1/161815.05.2024გადაწყვეტილება
    „6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფეროები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება [„საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“], ხოლო სახელ…“
  • N3/2/767,127214.12.2018გადაწყვეტილება
    „3. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას – საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი“. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქა…“
  • N3/3/60017.05.2017გადაწყვეტილება
    „2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე და 29-ე მუხლები ურთიერთდაკავშირებული კონსტიტუციური დებულებებია, რომლებიც ადგენენ მოქალაქეთა ძირითად უფლებას, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მმართველობის პროცესში. საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომელიც პასიურ საარჩევნო უფლებასაც გულისხმობს და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება ერთობლივად ქმნიან მყარ კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს …“
  • N3/5/768,769,790,79229.12.2016გადაწყვეტილება
    „28. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის 5^3 პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ წევრებს, რომელთაც ადრე უკვე ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, ართმევს შესაძლებლობას, რომ ხელმეორედ იყვნენ არჩეული იგივე პოზიციაზე. ცხადია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოზიციები, მათი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობას და მათი დაკავების უფლება დაცულ…“
  • N3/2/58814.04.2016გადაწყვეტილება
    „8. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“. თავის მხრივ, წარმომადგენლობითი დემოკრატია ხალხის მიერ წარმომადგენლების არჩევასა და მათი მეშვეობით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობას, სუვერენული ძალაუფლების განხორციელებას გულისხმობს. ამავე დროს, წარმომადგენლების არჩევასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები აღჭურვილნი არიან უფლებით, უშუალო მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების საქმიანობა…“
  • N3/2/57427.02.2014საოქმო ჩანაწერი
    „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს:“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა