საკუთრების უფლება ადამიანის არსებობისათვის უმნიშვნელოვანესი ბუნებითი უფლებაა, რომელიც იცავს უკვე არსებულ საკუთრებას და მოიცავს საკუთრების შეძენის გარანტიას. მისი კონსტიტუციური დაცვა სახელმწიფოს ავალდებულებს, შექმნას ისეთი საკანონმდებლო წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს უფლების პრაქტიკულ რეალიზებასა და საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვების შესაძლებლობას. საკუთრების უფლება ეკონომიკური თავისუფლებისა და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის ერთ-ერთი საფუძველია. მისი შეზღუდვის კონსტიტუციურობა, ზოგადად, თანაზომიერების ტესტით ფასდება.
სინონიმები: საკუთრება
შეფასების ტესტი და ელემენტები
- უკვე არსებული საკუთრების დაცვა და საკუთრების შეძენის შესაძლებლობა
- უფლების პრაქტიკული განხორციელებისათვის სათანადო საკანონმდებლო წესრიგის შექმნა
- უფლების შეზღუდვასა და მისაღწევ საჯარო მიზანს შორის ლოგიკური კავშირი
- შეზღუდვის თანაზომიერება, შესაბამის სფეროში მოქმედი შეფასების თავისებურებების გათვალისწინებით
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
უკვე არსებული საკუთრების დაცვა განსხვავდება საკუთრების შეძენის უფლებისგან, რომელიც კონკრეტულ ობიექტზე საკუთრების წარმოშობამდე მიმდინარე პროცესებს შეეხება. კერძოსამართლებრივი შეზღუდვის შეფასების სტანდარტები განსხვავდება საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის სტანდარტებისგან, ხოლო გადასახადის გადახდის ვალდებულების შეფასებას სპეციალური მიდგომა ახასიათებს.
საკვანძო პრეცედენტები
„32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ზოგადად, საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა ფასდება თანაზომიერების ტესტის გამოყენებით (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს…“
„22. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, კერძო სამართალში არსებული საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები განსხვავდება საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის სტანდარტებისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში „„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შინაარსი უფრო ფართოდ უნდა იქნეს გაგებული, საკუთრების სოციალური ბუნებიდან გამომდინ…“
„40. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი იმაზე მეტ შემთხვევაში იწვევს მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების დაკარგვას, ვიდრე ეს ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამდენად, მისი ის ნორმატიული შინაარსი, როლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი მყიდველისათვის ცნობილია, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუც…“
„განმარტავს საკუთრების პრაქტიკული რეალიზებისათვის საკანონმდებლო წესრიგის მნიშვნელობას, განასხვავებს არსებულ საკუთრებასა და მისი შეძენის უფლებას და მოითხოვს შეზღუდვასა და საჯარო მიზანს შორის ლოგიკურ კავშირს.“
„4. ხელშეკრულების, საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს იმ ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ პრინციპულ ფასეულობებს, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვის. ისევე, როგორც საკუთრების უფლება წარმოადგენს საკუთრებითი წესრიგის გამოვლინებას, თავისუფალი მეწარმეობაც შესაძლებელია მხოლოდ სამეწარმეო წესრიგის ფარგლებში. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც თავისუფალ მეწარმეობასაც ხელს შეუწყობს და ეკონომიკური უსაფრთხოებაც იქნება გარანტირებული. [...] 23. სად…“

