საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება
სამართალდარღვევა არის კანონმდებლის მიერ იურიდიული პასუხისმგებლობის საფუძვლად განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება და მისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კანონმდებლის კომპეტენციაა, რომელიც კონსტიტუციური შეზღუდვებით არის შემოსაზღვრული. დაუშვებელია დასრულებული ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება ისეთი კანონის საფუძველზე, რომელიც ამ ქმედების ჩადენის შემდეგ იქნა მიღებული.
შეფასების ტესტი და ელემენტები
- ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა კანონით
- ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და მისთვის იურიდიული პასუხისმგებლობის გათვალისწინება
- პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის სიცხადე და კონსტიტუციურ შეზღუდვებთან შესაბამისობა
- სამართალდარღვევის დამდგენი ან პასუხისმგებლობის დამამძიმებელი კანონის უკუძალის აკრძალვა
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სამართლებრივად გასაკიცხი ქმედებაა, რომელსაც საჯაროსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოსდევს. ხელშეკრულების ბათილობა თავისთავად არ ნიშნავს ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრას ან პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საკვანძო პრეცედენტები
„40. ამა თუ იმ საფუძვლით ხელშეკრულების ბათილად მიჩნევა არ გულისხმობს ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრას ან რაიმე ფორმით პასუხისმგებლობის დაკისრებას. უფრო მეტიც, ხელშეკრულების ბათილობა არ ზღუდავს პირის თავისუფალი მოქმედების ფარგლებს. ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების განსაზღვრით სახელმწიფო ნეგატიურად არ ერევა ორი პირის კერძო ავტონომიაში, მათ მიერ სამოქალაქო ურთიერთობების ნების შესაბამისად წარმართვაში, არამედ იგი უარს ამბობს მისი პოზიტიური ვალდებულებების (ხელშეკრულების ცნობისა და აღსრულების) შესრულებაზე. როგორც …“
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განმარტავს როგორც მართლწესრიგთან შეუთავსებელ, სამართლებრივად გასაკიცხ ქმედებას, რომელსაც საჯაროსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოსდევს.“
„31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული, სპეციფიკური მიდგომა აქვს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს არასოდეს უმსჯელია სასჯელის კონკრეტული ზომის კონსტიტუციურობაზე, თუმცა გარკვეული კრიტერიუმები და საფუძველი პასუხისმგებლობის ზომის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, სასამართლომ დაადგინა ადმინისტრაციულ სახდელებთან მიმართებით. კერძოდ, სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განაცხადა: „ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძ…“
„2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი კანონის დროში მოქმედების საფუძველს განსაზღვრავს, რაც სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპების დაცვის აუცილებლობით არის განპირობებული. ის ასევე კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას შეიცავს, რამდენადაც დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც წარსულში განხორციელებულ და დასრულებულ ქმედებას სამართალდარღვევათა რიცხვს რეტროაქტიურად მიაკუთვნებს, დააწესებს ან გაამკაცრებს პასუხისმგებლობას და ამით სამართლებრივ შედ…“
„ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მი-უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის დადგე-ნილებაზე, რომელშიც სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული. დადგენილებაში ვკითხულობთ: “საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, კონკრეტულ პირთა მიერ განხორციელებული ქმედება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმო-ადგენს ადმინისტრაციულ გადაცდომას, ხოლო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმინის…“

