ლექსიკონი

სამართლიანი სასამართლოს უფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაძირითადი უფლება

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფს ადამიანის შესაძლებლობას, თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს საქმის სამართლიანი და დროული განხილვა. იგი მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ უფლების დარღვევაზე სასამართლოს ეფექტური რეაგირების შესაძლებლობასაც. ეს უფლება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა.

სინონიმები: სამართლიანი სასამართლო

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის რეალური შესაძლებლობა
  2. სასამართლოს უფლებამოსილება, ეფექტიანად მოახდინოს რეაგირება უფლების დარღვევაზე
  3. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისა და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა
  4. საქმის განხილვა და გადაწყვეტა გონივრულ ვადაში, კონკრეტული გარემოებებისა და საქმის სრულყოფილად გამოკვლევის საჭიროების გათვალისწინებით

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

სასამართლოსადმი მიმართვის ფორმალური შესაძლებლობა თავისთავად არ ამოწურავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც ეფექტურ სასამართლო დაცვასაც მოითხოვს. უფლება არ არის აბსოლუტური და მისი განხორციელება ექვემდებარება პროცესუალურ წესრიგს.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 31 (2018)მუხ. 42 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N3/11/168911.12.2025გადაწყვეტილება
    „5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, თავის თავში, არაერთ უფლებრივ კომპონენტს აერთიანებს და გულისხმობს არა მხოლოდ პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, არამედ, სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმატიული წესრიგის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყო…“
  • N3/5/768,769,790,79229.12.2016გადაწყვეტილება
    „60. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების განხორციელების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პი…“
  • N3/2/57427.02.2014საოქმო ჩანაწერი
    „განმარტავს უფლების სასამართლო დაცვის შესაძლებლობას, ზეპირი მოსმენით განხილვისა და მოსაზრებების წარდგენის მნიშვნელობას და უფლების შეზღუდვის დასაშვებობას.“
  • N3/1/53105.11.2013გადაწყვეტილება
    „1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნულ ნორმას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. მის ასეთ ღირებულებაზე არაერთხელ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლომ. კერძოდ: „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა