ლექსიკონი

სამხედრო მოსამსახურის საპენსიო შეღავათის პირობები

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა

სასამართლოს განმარტებით, შესაბამისი კანონის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა იყოს 1941–1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, უნდა შეუსრულდეს 75 წელი და უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება ან იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდი.

ნორმატიული საფუძველი:სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონი

სასამართლო პრეცედენტები

მსგავსი იურიდიული ტერმინები

წყარო: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა