უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართლის პალატა
სასამართლო პრაქტიკა2 გადაწყვეტილება
პალატის განმარტებით, მუქარის განხორციელების შიში სუბიექტური აღქმაა, რომლის შეფასებისას სუბიექტურთან ერთად ობიექტური კრიტერიუმებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული. იგი შეიძლება დასტურდებოდეს გარემოებებითა და ჩვენებებით, რომლებიც დაზარალებულის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მიუთითებს.
ნორმატიული საფუძველი:სსკ 151(2)(დ)

