უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პრაქტიკა · უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პრაქტიკა · უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პრაქტიკა · ადვოკატთა ეთიკის კომისიის პრაქტიკა
მხარეები თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით ასაბუთებენ თავიანთ მოთხოვნებს და უარყოფენ ან აქარწყლებენ მეორე მხარის მოთხოვნებს, მოსაზრებებსა და მტკიცებულებებს; ისინი თავად განსაზღვრავენ მოთხოვნის საფუძვლად დასადებ ფაქტებსა და მათ დასადასტურებელ მტკიცებულებებს.
პრინციპის მიზანია მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, გაეცნოს სასამართლოს შესაძლო დასკვნის საფუძვლად გამოყენებულ მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, გამოთქვას მათზე აზრი და საჭიროების შემთხვევაში გააქარწყლოს ისინი, აგრეთვე წარადგინოს საკუთარი პოზიციის შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები.
მხარეებს უფლება და ვალდებულება აქვთ დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და უარყონ ან გააქარწყლონ მოწინააღმდეგის მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები; ისინი განსაზღვრავენ მოთხოვნის საფუძვლად არსებულ ფაქტებსა და მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
დისციპლინური წარმოების მხარეებს აქვთ თანაბარი საპროცესო უფლებები და მტკიცებულებებს კოლეგიას თავად წარუდგენენ. თუ მხარეებმა მტკიცებულებების მიღება და წარდგენა ვერ შეძლეს, კოლეგიას მათი შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით შეუძლია მტკიცებულებების გამოთხოვა.
ნორმატიული საფუძველი:ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულება მ. 16 და მ. 17
წყაროები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა · საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატა · საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია