ლექსიკონი

შეკრება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

შეკრება არის პირთა ერთ სივრცეში გაერთიანება გარკვეული აზრის, პოზიციის, სოლიდარობის, პროტესტის, მოთხოვნისა თუ დამოკიდებულების კოლექტიურად გამოხატვის მიზნით. იგი გამოხატვის თავისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის ფორმაა და ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ ინტერესს. შეკრების თავისუფლება სახელმწიფოს ავალდებულებს, თავი შეიკავოს უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისგან და უზრუნველყოს ამ უფლებით ეფექტიანად სარგებლობა.

შეფასების ტესტი და ელემენტები

  1. პირთა ერთ სივრცეში გაერთიანება ღია ან დახურულ ადგილას
  2. აზრის, პოზიციის, სოლიდარობის, პროტესტის, მოთხოვნის ან დამოკიდებულების კოლექტიურად გამოხატვის მიზანი
  3. შეკრების ადგილის შერჩევის თავისუფლება და ადგილისა და დროის მნიშვნელობა შეკრების ქმედითობისთვის
  4. სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

ყოველი ადამიანური თავშეყრა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცული შეკრება არ არის: მხოლოდ სოციალიზაციის ან სოციალური კავშირის დამყარების მიზნით შეკრებას შესაძლოა არ ჰქონდეს კოლექტიური გამოხატვის მიზანი. შეკრების თავისუფლება მჭიდროდ უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მისი თავისებურებაა აზრის კოლექტიურად გამოხატვა პირთა გაერთიანების გზით.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 21 (2018)მუხ. 25 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N2/6/151114.11.2025გადაწყვეტილება
    „11. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ისეთი შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია გარკვეული აზრის დაფიქსირების, სოლიდარობის, პროტესტის, მოთხოვნისა თუ დამოკიდებულების გამოხატვისაკენ. სწორედ შეკრების უფლება ანიჭებს ადამიანებს შესაძლებლობას, გაერთიანდნენ გარკვეული საკითხების ირგვლივ, დააფიქსირონ საზოგადოებრივი აზრი, გამოხატონ საკუთარი პრეტენზიები ანდა პროტესტის მეშვეობით გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთანავე, შეკრების უფლებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, იმ იდეებ…“
  • N3/5/1502,150315.12.2023გადაწყვეტილება
    „144. რამდენადაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მჭიდრო კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან და, ერთგვარად, ამ უფლებით სარგებლობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, მისი სრულყოფილი რეალიზაცია ინდივიდუალური ინტერესებისა და მისწრაფებების პატივისცემას ემსახურება და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. დასახელებული კონსტიტუციური უფლება მოიცავს ამ უფლების როგორც პოზიტიურ (ძირითადი უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ამ უფლებით ეფექტიანად სარგებლობა), ისე ნეგატიურ (სახელმწიფო ვალდებულია, არ ჩაე…“
  • N3/3/163514.12.2023გადაწყვეტილება
    „5. შეკრების თავისუფლების ერთგვარი თავისებურება ის არის, რომ ამ თავისუფლების განხორციელების დროს საერთო იდეის, ღირებულების, პრობლემის ან გამოწვევის გამო ერთიანდებიან განსხვავებული ასაკის, სქესის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების მქონე ადამიანები და ცდილობენ საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას, პოზიციების გაცხადებას, პროტესტის გამოხატვასა თუ ამა თუ იმ იდეის მხარდაჭერას საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. შესაბამისად, აღნიშნული უფლების სათანადოდ რეალიზების მიმართ ყოველთვის არსებობს არა მხოლოდ ინდ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა