უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
სასამართლო პრაქტიკა
სასამართლოს განმარტებით, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბადებული შვილის სტატუსი უკავშირდება მშობლის მიერ დევნილის სტატუსის ქონას; განხილულ საქმეში მშობლისთვის სტატუსის შეწყვეტისა და მისი აღდგენის მოთხოვნის არარსებობის პირობებში ბავშვისთვის სტატუსის მინიჭების საფუძველი არ არსებობდა.
ნორმატიული საფუძველი:საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონი
სასამართლო პრეცედენტები
- №ბს-117(კ-24)2024-12-11

