თავისუფლების უფლება იცავს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მათ შორის, მისი ნების შესაბამისად გადაადგილებისა და რომელიმე ადგილზე ყოფნის ან არყოფნის შესაძლებლობას. უფლებაში ჩარევას წარმოადგენს როგორც თავისუფლების აღკვეთა, ისე პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, მათ შორის, დაბალი ინტენსივობის შეზღუდვაც. ჩარევა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს მისი მიღწევის აუცილებელი და პროპორციული საშუალება.
სინონიმები: ფიზიკური თავისუფლება
შეფასების ტესტი და ელემენტები
- დადგენა, ზღუდავს თუ არა ღონისძიება პირის ფიზიკურ თავისუფლებას მისი ფორმის, ჩარევის ხარისხისა და ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
- შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის, აუცილებლობისა და პროპორციულობის შეფასება, მათ შორის, ნაკლებად მზღუდავი საშუალების არსებობის გათვალისწინებით.
- თავისუფლების შეზღუდვაზე სასამართლო კონტროლისა და შესაბამისი კონსტიტუციური პროცედურული გარანტიების დაცვა.
- თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის შეფასებისას პასუხისმგებლობის ზომის შესაბამისობა ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
ფიზიკური თავისუფლების უფლება განსხვავდება პიროვნული განვითარების თავისუფლებისგან, რომელიც პირის ქცევისა და თვითგანვითარების უფრო ფართო სფეროს უკავშირდება. თავისუფლების აღკვეთის სახით არაპროპორციული სასჯელი არღვევს თავისუფლების უფლებას, ხოლო მისი არაადამიანურ ან სასტიკ სასჯელად მიჩნევა არაპროპორციულობის განსაკუთრებით მაღალ ხარისხს მოითხოვს.
საკვანძო პრეცედენტები
„22. მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, იგი გავლენას ახდენს პირის ფუნდამენტური უფლებებით სრულფასოვნად სარგებლობაზე, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება პირის სამართლებრივ თუ სოციალურ მდგომარეობაზე. პირს, სტაციონარში იძულებითი განთავსებით, ეზღუდება ფიზიკური თავისუფლება, რაც, თავისთავად, მიუთითებს თავისუფლების ინტენსიურ შეზღუდვაზე. იმავდროულად, პირის მოთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გულისხმობს სამედიცინო პერსონალის მხრიდან პაციენტზე კონტ…“
„104. ნებისმიერი არაპროპორციული სასჯელი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მაშინ, როდესაც ამისთვის საფუძველი არ არსებობს საერთოდ, ან როდესაც პასუხისმგებლობის ზომა დისპროპორციაშია ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, არღვევს პირის თავისუფლების უფლებას. იმავდროულად, იმისათვის, რომ პატიმრობის კონკრეტული ვადა ჩაითვალოს არაადამიანურ და სასტიკ სასჯელად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის ინტენსივობის, სიმკაცრის ძალიან მაღალ ხარისხს უნდა აღწევდეს, აშკარად, გამოკვე…“
„14. თავისუფლების უფლებაში არათანაზომიერი ან/და თვითნებური ჩარევის პრევენციის მიზნით, დაკავების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოს კონტროლს ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილება თავისუფლების შეზღუდვის წინა პირობას წარმოადგენს, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შეზღუდვა გადაუდებელი აუცილებლობით არის განპირობებული, ის არა უმეტეს 72 საათის განმავლობაში არის დასაშვები. [...] 23. კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებისათვის პატიმრობა არის ტერმინი, რომე…“
„188. საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლით აღიარებულია ადამიანის თავისუფლების უფლება, რაც გულისხმობს „ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდებოდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული თავისუფლების უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც …“
„1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას, ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება. საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს, როგორც ultima ratio“ (…“

