ლექსიკონი

თვითღირებულება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებასასამართლო განმარტება

თვითღირებულება ეკონომიკური და ბუღალტრული ცნებაა, რომელიც გამოიყენება ქონების აღრიცხვისა და ნაწარმის ფასის განსაზღვრის კონტექსტში. ძირითადი საშუალების თვითღირებულების მოდელით აღრიცხვისას აქტივის თვითღირებულებას აკლდება ცვეთისა და გაუფასურების ხარჯები. ნაწარმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვას ცალკეულ გარემოებებში შეიძლება ლეგიტიმური ეკონომიკური გამართლება ჰქონდეს.

გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

თვითღირებულების მეთოდისაგან განსხვავებით, გადაფასების მეთოდით ქონების საბალანსო ღირებულების განსაზღვრის მთავარი კრიტერიუმი მისი რეალური ღირებულებაა. თვითღირებულება შეიძლება აღემატებოდეს ქონების საბაზრო ან ნაწარმის რეალურ ღირებულებას.

კონსტიტუციის მუხლები:მუხ. 19 (2018)მუხ. 21 (1995)

საკვანძო პრეცედენტები

  • N1/7/143722.09.2023გადაწყვეტილება
    „45. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარეს, დამატებით, არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა, რომ მთავრობის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ინსპექტირების მომსახურების საფასურები განსაზღვრულია საგზაო მოძრაობის ერთიანი გამართული სისტემის (აკრედიტაციისა და ტექნიკური დათვალიერების სისტემის) საჭიროების არსებობის გარეშე. მოსარჩელემ ასევე ვერ დაასაბუთა, რომ მთავრობის მოქმედების შედეგად, ტექნიკური დათვალიერების განხორციელებას იმაზე ნაკლები ფინანსური რესურსი სჭირდება, ვიდრე ამას …“
  • N1/2/87620.05.2022გადაწყვეტილება
    „7. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულების ცნების განუსაზღვრელ შინაარსზე. მის მიერ არ წარმოდგენილა სადავო ნორმის პრაქტიკაში გამომყენებელი ორგანოს მიერ მისი არაკონსტიტუციურად განმარტების კონკრეტული მაგალითები, თამბაქოს ნაწარმის თვითღირებულების დაანგარიშების არაკონსტიტუციურ წესთან დაკავშირებით. ამავდროულად, N876 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასაჩივრებს სადავო ნორმის კონკრეტულ ნორმატიულ შინაარსს, რომლის კონსტ…“
  • N2/7/66728.12.2017გადაწყვეტილება
    „19. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 16 არეგულირებს ძირითადი საშუალებების აღრიცხვის წესებს. აღნიშნული სტანდარტის მე-6 პუნქტის თანახმად, „საბალანსო ღირებულება ის თანხაა, რომლითაც აქტივი აღიარებულია დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლების შემდეგ“. ამავე დროს ბასს 16-ის 29-ე პუნქტის თანახმად, საწარმომ ძირითადი საშუალების აღსარიცხად, როგორც საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა, შეიძლება გამოიყენოს „თვითღირებულების მოდელი“ ან „გადაფასების მოდელი“. [...] 21. გადაფასების მოდელის ფარგლებშ…“

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა