წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფარგლებში წარმომადგენლობა გულისხმობს ხალხის მიერ წარმომადგენლების არჩევას და მათი მეშვეობით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობასა და სუვერენული ძალაუფლების განხორციელებას. არჩევნები წარმომადგენლობითი დემოკრატიის განხორციელებისა და სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის მექანიზმია. მოქალაქეებს შეუძლიათ, თავადაც იყვნენ წარმომადგენლები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მმართველობაში.
გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები
წარმომადგენლების მეშვეობით ძალაუფლების განხორციელება განსხვავდება რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისაგან. ორგანოს კონსტიტუციური სტატუსი თავისთავად არ გულისხმობს მის საყოველთაო და ფარული არჩევნებით ფორმირებას.
საკვანძო პრეცედენტები
„6. საკითხის განმარტებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული კონსტიტუციის ისტორიული ნება. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადება (2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონით ჩამოყალიბებული რედაქცია) ითვალისწინებდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა თანამდებობა არჩევითია. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით კონსტიტუციაში შევიდა ცვლი…“
„8. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“. თავის მხრივ, წარმომადგენლობითი დემოკრატია ხალხის მიერ წარმომადგენლების არჩევასა და მათი მეშვეობით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობას, სუვერენული ძალაუფლების განხორციელებას გულისხმობს. ამავე დროს, წარმომადგენლების არჩევასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები აღჭურვილნი არიან უფლებით, უშუალო მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების საქმიანობა…“
წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

