1.უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ – მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/7/1528– ვებგვერდი, 15.11.2023წ.
2.უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით (გარდა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისა) ცენტრში წარდგენილ უნდა იქნეს საგანმანათლებლო დოკუმენტის ასლი და ქართულ ენაზე განხორციელებული სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმაზე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქემ უმაღლესი განათლების პირველ ან მეორე საფეხურზე განათლების მიღება დაიწყო 2024 წლის 1 ივლისის შემდგომ. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმის თაობაზე საქართველოში მოქმედი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელთან თანამშრომლობითაც ხორციელდება გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა. ხოლო უცხოეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში განმცხადებელი უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნაცვლად განცხადებას დაურთოს მის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტ(ებ)ი ან/და მიუთითოს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
2¹.(ამოღებულია - 10.09.2026, №124/ნ).
2².უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების შესაბამისობის შესახებ.
2³.ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადებას უნდა ერთოდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე და საგანმანათლებლო დოკუმენტის მფლობელი პირის თანხმობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
3.უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს: ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება); ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
4.უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია დაუკავშირდეს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. ცენტრი ასევე უფლებამოსილია, თავად უზრუნველყოს დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება ელექტრონული ვერიფიკაციის გზით იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს უცხო ქვეყნის შესაბამისი ელექტრონული რეესტრები ან გადამოწმების სხვა ოფიციალური ციფრული პლატფორმები. ასეთ შემთხვევაში ნამდვილობის დადასტურება დასაშვებია შესაბამისი ორგანოსთვის წერილობითი მიმართვის გარეშე. საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
5.შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან.
6.ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას; ბ) უარს ამბობს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე.
7.განმცხადებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება, სადაც მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია. ეს გადაწყვეტილება ბათილია გამოცემის მომენტიდან, თუ არ დადასტურდება უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა. [ 7. განმცხადებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ცენტრი უფლებამოსილია გასცეს პირობითი გადაწყვეტილება სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნით. პირობით გადაწყვეტილებაში მიეთითება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობა საქართველოში არსებულ კვალიფიკაციასთან. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] [ 7 1 . სწავლის გაგრძელების მიზნით გაცემული პირობითი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების საფუძველია.
7².დასაქმების მიზნით გაცემული პირობითი გადაწყვეტილება მოქმედებს მისი გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში და მასში მიეთითება ის დამსაქმებელი/დამსაქმებლები, რომელთათვის წარსადგენადაც გაიცა პირობითი გადაწყვეტილება. თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა დასაქმების მიზნით გაცემული პირობითი გადაწყვეტილების მოქმედების ვადაში ვერ დადასტურდა, პირობითი გადაწყვეტილება ამ ვადის გასვლისთანავე წყვეტს მოქმედებას.
7³.იმავე საგანმანათლებლო დოკუმენტთან დაკავშირებით დასაქმების მიზნით პირობითი გადაწყვეტილება განმეორებით გაიცემა თავდაპირველად გაცემული პირობითი გადაწყვეტილების მოქმედების დარჩენილი ვადით.
7⁴.თუ დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ არის ნამდვილი, ცენტრი პირობით გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობს ბათილად მისი გამოცემის მომენტიდან, რის შესახებაც აცნობებს განმცხადებელსა და შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დამსაქმებელს/დამსაქმებლებს. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 8. (ამოღებულია - 27.04.2023, №26/ნ).
9.„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოში პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ამ წესით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოვლენილი საეჭვო გარემოების და, ასევე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც შესაძლოა იკვეთებოდეს ამავე სახელმწიფოს მხრიდან პირისათვის განზრახ ხელის შეშლა, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კომისია ცენტრის დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას, პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების/აღიარებაზე უარის თქმის/„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ვადით პირობითი აღიარების შესახებ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №179/ნ - ვებგვერდი, 03.01.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანება №64/ნ - ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 27.03.2019წ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 9 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 09.01.2020წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 20 მაისის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 21.05.2021წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №26/ნ - ვებგვერდი, 28.04.2023წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/7/1528– ვებგვერდი, 15.11.2023წ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 21 თებერვლის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 22.02.2024წ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივლისის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 22.07.2024წ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №199/ნ - ვებგვერდი, 03.12.2024წ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 28 ივლისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 30.07.2025წ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №132/ნ - ვებგვერდი, 20.11.2025წ. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №124/ნ - ვებგვერდი, 11.09.2026წ.

