Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა"საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზეკითხვის რეჟიმი
საქართველოს მინისტრის ბრძანება

"საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

10 მუხლი

ეს აქტი ძალადაკარგულია

ძალის დაკარგვის თარიღი: 22.12.2010. ნაჩვენებია აქტის პირველადი სახე (08.07.2008–07.12.2010).

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში →
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

ეს დებულება შემუშავებულია ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი მიზანია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიულ სამმართველოს შორის ტოპოგრაფიის, გეოდეზიის, კარტოგრაფიის, გეოინფორმაციული სისტემებისა და აეროკოსმოსური გადაღებითი საქმიანობის სფეროში ურთიერთმოქმედების კოორდინირება.

მუხლი 2

,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროებისათვის საჭირო გეოდეზიური მონაცემებითა და კარტოგრაფიული პროდუქციით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე ახორციელებს ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს.

მუხლი 3

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საერთო სახელმწიფოებრივი დანიშნულების ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოები სრულდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაკვეთით ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავი II საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიულ სამმართველოსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ურთიერთობები

მუხლი 4

სახელმწიფო დანიშნულების ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ, კარტოგრაფიულ, გეოინფორმაციულ, აეროკოსმოსურ გადაღებით სამუშაოებზე, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების დროულად შემუშავების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ყოველი მომდევნო სამეურნეო წლის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, წერილობითი ფორმით წარუდგენს მოთხოვნას თავდაცვის სამინისტროსათვის საჭირო გეოდეზიურ მონაცემებსა და კარტოგრაფიულ პროდუქციაზე, სადაც ნაჩვენები უნდა იყოს კონკრეტული ობიექტები, სამუშაო მოცულობები, ტექნიკური და სპეციფიკური ხასიათის მოთხოვნები.

მუხლი 5

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მოთხოვნის შესწავლისა და ანალიზის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეიმუშავებს ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გეოინფორმაციულ და კარტოგრაფიული სამუშაოების შესრულების თანმიმდევრობასა და გრაფიკს.

მუხლი 6

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ მოთხოვნაში მითითებულ ობიექტებზე ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოები სრულდება დარგში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, რომლებიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიულ სამმართველოსთან.

მუხლი 7

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე განხორციელებული ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი სამუშაოების შედეგად შექმნილი მასალებისა და მონაცემების ასლების ციფრული ვერსიის თითო ეგზემპლარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიულ სამმართველოს, რომელიც ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით.

მუხლი 8

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახური ვალდებულნი არიან მათ ხელთ არსებული ტოპოგრაფიული, გეოდეზიური, გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და აეროკოსმოსური გადაღების მასალებისა და მონაცემების ასლების გრაფიკული ან ციფრული ვერსიის თითო ეგზემპლარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში საავტორო უფლების შენარჩუნებით უსასყიდლოდ გადასცენ ერთმანეთს, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.

მუხლი 9

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოსა და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ურთიერთქმედების ნორმები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი III დასკვნითი დებულებანი

მუხლი 10

დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლები დასაწყისში