1.კომისიის სხდომები იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.
2.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი.
3.კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს შეისწავლოს „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებული მასალები და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი გადაწყვეტილებების პროექტები.
4.კომისია სხდომაზე განიხილავს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პროექტებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
5.კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
6.კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებასა და გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
7.კომისია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებს დადგენილი წესით გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
8.საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №259-სსმIII, №170, 30.11.2007წ., მუხ.1888