Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"მუხლი 27

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

მუხლი 27. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და განკარგვის შესახებ გარიგების გაფორმება

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 2 მარ. 2021

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №15 (21.04.2022). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №13 (02.03.2021), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა .

2.მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აქციისა და წილის საწყისი საფასური განსაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი წილებისა და აქციების საწყის საპრივატიზებო საფასურზე ნაკლებ ფასად.

3.წილებისა და აქციების განკარგვისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე -8 მუხლის შესაბამისად .

4.წილებისა და აქციების განკარგვისას სამინისტროსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. განმკარგავი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას მყიდველს საკუთრების/მართვის უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ და მასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5.სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან , რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების / მართვის უფლების გადაცემის ინიციირებას .

6.წილების და აქციების პრივატიზების / მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის მე -11 მუხლის შესაბამისად .

7.მყიდველი ვალდებულია პრივატიზების / მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში , რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი , ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით 2 კალენდარულ წელზე მეტი , უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების / მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებული წილებისა და აქციების პრივატიზების / მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევებზე ).

8.ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან , ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით წილებისა და აქციების განკარგვისას − საპრივატიზებო საფასურის გადახდის დღიდან 5 სამუშაო დღეში სამინისტრო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით , რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია .

9.თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. საინვესტიციო და საპრივატიზებო (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის) ვალდებულების შესრულების მიზნით, სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

10.წილებისა და აქციების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში წილებისა და აქციების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115- უ . ს . რ . ს . - ვებგვერდი , 19.05.2011 წ . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ. თავი VI გარდამავალი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა . 2. მთავრობის თავმჯდომარის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აქციისა და წილის საწყისი საფასური განსაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი წილებისა და აქციების საწყის საპრივატიზებო საფასურზე ნაკლებ ფასად. 3. წილებისა და აქციების განკარგვისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე -8 მუხლის შესაბამისად . 4. წილებისა და აქციების განკარგვისას სამინისტროსა და მყიდველს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. განმკარგავი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო მთავრობის თავმჯდომარის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას მყიდველს საკუთრების/მართვის უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ და მასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან , რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების / მართვის უფლების გადაცემის ინიციირებას . 6. წილების და აქციების პრივატიზების / მართვის უფლებით გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის მე -11 მუხლის შესაბამისად . 7. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების / მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში , რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი , ხოლო თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით 2 კალენდარულ წელზე მეტი , უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების / მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებული წილებისა და აქციების პრივატიზების / მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევებზე ). 8. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან , ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით წილებისა და აქციების განკარგვისას − საპრივატიზებო საფასურის გადახდის დღიდან 5 სამუშაო დღეში სამინისტრო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით , რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია . 9. თუ საპრივატიზებო ვალდებულებად განსაზღვრულია მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის გადახდა, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. საინვესტიციო და საპრივატიზებო (მათ შორის საპრივატიზებო საფასურის გადახდის) ვალდებულების შესრულების მიზნით, სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს/მართვის უფლების მიმღებს უფლება აქვს გირავნობით დატვირთოს შეძენილი/მართვის უფლებით მიღებული ქონება. გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 10. წილებისა და აქციების პრივატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში წილებისა და აქციების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებს და გაწეულ ხარჯებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 29 აპრილის კანონი №115- უ . ს . რ . ს . - ვებგვერდი , 19.05.2011 წ . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №96 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 27.12.2013წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის კანონი №54 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 14.07.2017წ. თავი VI გარდამავალი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 დეკ. 2021 – ახლა ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 14 ივლ. 2017
  2. 27 დეკ. 2013

    27-ე მუხლში საფასურის წესს ამტკიცებს მთავრობა, პრივატიზების გვერდით გაჩნდა განკარგვა და მართვის უფლებით გადაცემა, ხოლო დაემატა ახალი მე-6–მე-10 პუნქტები.

  3. 19 მაი. 2011

    27-ე მუხლის მე-4 პუნქტი წილებისა და აქციების პრივატიზებას ნასყიდობის ხელშეკრულებით აწესრიგებს, ხოლო ახალი მე-5 პუნქტით სამინისტრო მესამე პირებთან ხელშეკრულებას აფორმებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2 მარ. 2021 · №13

  • 3 ცვლილება · ბოლო 14 ივლ. 2017
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 24წილებისა და აქციების პრივატიზება
  • 15მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება
  • 23წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 30წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და განკარგვის შესახებ გარიგების გაფორმება
  • 27წილებისა და აქციების პრივატიზება
  • 18მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 45წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა, ანგარიშსწორება და პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება
  • 42წილებისა და აქციების პრივატიზება
  • 41წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 7

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 127მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა
  • 125წილებისა და აქციების განკარგვის ფორმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
745424124152312712530271827
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …სახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 2 მარ. 2021 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026