Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკა„მიწების მელიორაციის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზეკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

„მიწების მელიორაციის შესახებ" საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

3 მუხლირედაქცია №0 ბოლო ცვლილება: 29 დეკ. 2010
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის კანონი „მიწების მელიორაციის შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.

41).

მუხლი 2

1.2011 წლის 4 თებერვლამდე ლიკვიდირებულ იქნეს „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამელიორაციო ასოციაციები და საძოვრების გაწყლოვანების სისტემათა ასოციაციები (შემდგომში – ასოციაციები).

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ ასოციაციების ლიკვიდაციის პროცესის წარმართვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ასოციაციების ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვა და პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით გადაცემა.

3.2014 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის – კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გათავისუფლდეს ქონების გადასახადისაგან.

4.2011 წლის 4 თებერვლამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს პირველადი წყალმოსარგებლეების მიერ გაწეული სამელიორაციო მომსახურებისათვის ტარიფების დადგენა.

5.ასოციაციების წევრები სოლიდარულად აგებენ პასუხს ასოციაციის ვალდებულებებისათვის.

მუხლი 3

1.ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2011 წლის 4 იანვრიდან.

2.ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2011 წლის 4 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 17 დეკემბერი. №4139-რს

მუხლები დასაწყისში