Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგადასახადების ადმინისტრირების შესახებმუხლი 63

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

მუხლი 63. იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსის მინიჭება

რედაქცია №397 კონსოლიდირებული · 4 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.თუ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის უფლების მქონე პირი, აღნიშნულ წესზე გადასვლის სურვილის არქონის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე განცხადებით არ მიმართავს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, მაშინ იგი იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასულად ითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ავტომატურად მიენიჭება იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსი (შემდგომში � სტატუსი).

2.სტატუსის მინიჭების თაობაზე შეტყობინების მიზნით, საგადასახადო ორგანო პირს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის � www.rs.ge�-ის მეშვეობით.

3.საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს სტატუსის მქონე პირთა შესახებ მონაცემთა ბაზის (შემდგომში � მონაცემთა ბაზა) შემუშავებას და მის სისტემატურ განახლებას.

4.თუ იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის უფლების მქონე პირი არ აღირიცხება მონაცემთა ბაზაში, მას უფლება აქვს, საქონლის იმპორტის განხორციელებისას, წერილობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ განიხილავს პირის განცხადებას და ანიჭებს სტატუსს.

5.სტატუსზე გავლენას არ ახდენს დაბეგვრის სპეციალურ წესზე გადასვლის შემდეგ პირის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით ბიუჯეტში გადახდილი თანხების ოდენობა.

6.თუ სტატუსის მქონე პირს რეორგანიზაციის შედეგად ერწყმის სხვა, სტატუსის არმქონე პირი, სტატუსის შენარჩუნების მიზნით, რეორგანიზებული პირი განცხადებით (დანართი №III-18) მიმართავს საგადასახდო ორგანოს.

7.რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პირისათვის სტატუსის მინიჭება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღრული პირობის დაკმაყოფილების შემდეგ გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. დანართი №III-18 � ----------------------------------------- (საგადასახადო ორგანოს დასახელება) �-------------------------------------------------- (გადასახადის გადამხდელის დასახელება) �საიდენტიფიკაციო ნომერი � გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსის შენარჩუნებაზე გთხოვთ, შემინარჩუნოთ იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სპეციალური წესით მოსარგებლის სტატუსი. განმცხადებლის ხელმოწერა --------------------------------------- �

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 აგვ. 2023
  2. 15 ივნ. 2023
  3. 1 მაი. 2015
  4. 30 ივლ. 2014
  5. 26 მარ. 2014
  6. 1 ივნ. 2013· გამოქვეყნდა 8 მაი. 2013
  7. 1 აპრ. 2013
  8. 28 დეკ. 2012
  9. 25 აპრ. 2012
  10. 6 დეკ. 2011
  11. 2 აგვ. 2011
წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2026-08-04 · №397

2
ციტირებულია მუხლი
11
ცვლილება
ბოლო 2023-08-17
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საგადა… 188საქართველოს საგადა… 188

მიუთითებენ მასზე

მუხლი 71მუხლი 68

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 106კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები
  • 11აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 20კომისიის კომიტეტის უფლებამოსილებანი
  • 13კომისიის თავმჯდომარე
  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 16თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები
  • 32²საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სპორტის შესახებ

  • 9საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი (სეოკი)

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10629215112013121632²9188188716863
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…საქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ზოგადი ადმ…ადგილობრივი წარმომადგე…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 აგვ. 2026