Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ავტონომიურ რესპუბლიკაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ

8 მუხლირედაქცია №6 ბოლო ცვლილება: 31 ოქტ. 2018
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის ცნება

1.პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა არის დროებითი, საგანგებო ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ინტერესების დაცვას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება ხდება საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

მუხლი 3. პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების ვადა

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილება და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ხორციელდება შესაბამისი ვადის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლისა. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. თავი  II . ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძვლები საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 201 4 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 201 4 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. მუხლი 6 ​ 1 . პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა ავტონომიურ რესპუბლიკაში 1. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნა ხდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით დანიშნული დროებითი სახელმწიფო საბჭო. საქართველოს პრეზიდენტის იმავე სამართლებრივი აქტით განისაზღვრება დროებითი სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი. საქართველოს 200 4 წლის 6 მაისი ს კანონი № 36 - სსმ I, № 10 , 06.05. 200 4 წ., მუხ. 40 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3620 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. თავი III. (ამოღებულია) საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1235 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1977 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. თავი IV. დასკვნითი დებულება

მუხლი 8. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე თბილისი, 1999 წლის 9 ივნისი №2069-IIს

მუხლები დასაწყისში