Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ

17 მუხლირედაქცია №10 ბოლო ცვლილება: 30 ნოე. 2023
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

1.ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფოს მიერ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისთვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელებისას წარმოშობილ ურთიერთობებს.

2.ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან წარმოშობილ სხვა ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

მუხლი 2

საქართველოს კანონმდებლობა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

მუხლი 3

1.ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად: ა) ამ კავშირების საქმიანობაში ჰუმანურ და პატრიოტულ ღირებულებათა უპირატესობა და საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპების აღიარება; ბ) ამ კავშირების მიერ სახელმწიფოებრივი მხარდაჭერით სარგებლობის თანასწორი შესაძლებლობა; გ) ამ კავშირების დამოუკიდებლობის გათვალისწინება სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელებისას.

2.ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა არ ვრცელდება პროფკავშირებსა და პოლიტიკურ გაერთიანებებზე.

მუხლი 4

1.ბავშვთა კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა. ბავშვთა კავშირში გაწევრიანებისა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს 7 წლის ასაკიდან, თავისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

2.ახალგაზრდული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია ახალგაზრდების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა. ახალგაზრდულ კავშირში გაწევრებისა და მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვთ საერთო ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ ახალგაზრდული კავშირის წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.

3.კავშირს უფლება აქვს ეწოდებოდეს შესაბამისად ბავშვთა ან ახალგაზრდული, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს. საქართველოს 2001 წლის 27 აპრილის კანონი №861 - სსმ I, №13, 15.05.2001 წ., მუხ.45 საქართველოს 2002 წლის 28 თებერვლის კანონი №1306 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.29 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3982 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.350 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.

მუხლი 5

1.ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირები მონაწილეობენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ფორმების შემუშავებაში.

2.ამ კავშირებს უფლება აქვთ: ა) საქართველოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ; ბ) ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონებსა და სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილებათა შესატანად წინადადებით მიმართონ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტებს; გ) მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში, განხილვასა და განხორციელებაში. თავი II. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ძირითადი ფორმები

მუხლი 6

1.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო).

2.სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესახებ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №336 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3844 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

მუხლი 7

სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების მიზნით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისთვის ჩაატაროს ტრენინგ - სემინარები . საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

მუხლი 8

ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს უფლება აქვთ , სააგენტოს წინადადებით განახორციელონ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში შემუშავებული სახელმწიფო პროგრამები . საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

მუხლი 9

სააგენტო ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შეიმუშავებს სახელმწიფო პროგრამებს . საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ.

მუხლი 10

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საკითხს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კონკურსის შედეგად წყვეტს სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება სააგენტოს წარდგინების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №336 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3844 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.

მუხლი 11

1.ბავშვთა და ახალგაზრდულ კავშირებს, რომლებიც უპასუხებენ ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნებს, უფლება აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღონ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა მათი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.

2.ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის აღმოჩენილი ფინანსური მხარდაჭერა არ აკისრებს მათ დამატებით ვალდებულებებს, გარდა ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. თავი III. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ორგანიზების საფუძვლები

მუხლი 12

ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას ორგანიზებას უწევს სამინისტრო. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3030 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 მაისის კანონი №4615 – ვებგვერდი, 10.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №336 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.

მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1630 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. თავი IV. გარდამავალი დებულებანი

მუხლი 15

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად 3 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი დებულებები: ა ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №448); ბ) ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის შესახებ; გ) სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ; დ) საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სათათბიროს შესახებ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ.

მუხლი 15¹

1.ბავშვთა და ახალგაზრდულმა კავშირებმა, რომლებიც ამ მუხლის ამოქმედებამდე ირიცხებოდნენ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრში და გრანტის სახით მიღებული ჰქონდათ ამ კანონით განსაზღვრული ფინანსური მხარდაჭერა, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს ფინანსური ანგარიში სახელმწიფოსგან მიღებული თანხების მიზნობრივი ხარჯვის შესახებ.

2.ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა უზრუნველყოს იმ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აღრიცხვის წარმოება, რომლებიც იღებენ ამ კანონით განსაზღვრულ ფინანსურ მხარდაჭერას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №448 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. თავი V. დასკვნითი დებულება

მუხლი 16

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1999 წლის 22 ივნისი. №2139-IIs

მუხლები დასაწყისში