საქართველოს მინისტრის ბრძანება

იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

19 მუხლირედაქცია №15 ბოლო ცვლილება: 3 ივლ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1

1.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი აუქციონი ტარდება ელექტრონული (ინტერნეტაუქციონის) გზით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო) უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

2.აუქციონის ჩატარების თაობაზე აღსრულების ეროვნული ბიურო აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს. აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია აუქციონის ხანგრძლივობის გაზრდა გონივრული ვადით; ბ) ქონების საწყის ფასს; გ) გასაყიდი ქონების დასახელებას; ქონების მოკლე აღწერას (ლოტებად დაყოფის შემთხვევაში ლოტების მიხედვით), მის ადგილმდებარეობას, გარდამავალ უფლებათა ღირებულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც არის ქონების საბაზრო ღირებულების 5%, გარდა ამ მუხლის 2^1პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 5 %-ს ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობას; ვ) აუქციონის ჩატარების პროცედურებს; ზ) ავტორიზებული პირის არსებობის შემთხვევაში, მისი მეშვეობით მოძრავი ქონების გაყიდვის პირობების თაობაზე. 2^1. იმ შემთხვევაში, თუ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აუქციონის შედეგი გაუქმდა ზედიზედ ორჯერ, დადგენილი წესით გამოცხადებულ ხელახალ აუქციონზე საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ს.

3.აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია აუქციონის შესახებ სპეციალური საჯარო განცხადება განათავსოს ვებგვერდზე: www.eauction.ge ან/და www.nbe.gov.ge.

4.აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეებს (შესაბამისი საგადასახადო ორგანოს გარდა) პერსონალურად არ ეცნობებათ. მათი ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით.

5.აუქციონების შესახებ ეცნობება გარდამავალი უფლებებისა და აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის მოთხოვნის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებების მფლობელ პირებს, ხოლო განმეორებითი აუქციონების შესახებ ამ პირთა ინფორმირება ხორციელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 25.03.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 02.04.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 19 ივნისის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 19.06.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 29.01.2014 წ.

მუხლი 2

1.ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე რეგისტრაცია, გარდა ავტორიზებული პირის მეშვეობით ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღებისა; ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება.

2.აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე მონაწილე იხდის საგარანტიო თანხას. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული ფორმის საბანკო გარანტია. 2^1. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა შესაძლებელია ავტორიზებული პირის მეშვეობით. ავტორიზებული პირი არის პირი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის ვებგვერდზე ამ ბრძანებით დადგენილი წესით და მათთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით უზრუნველყოფს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერნეტაუქციონში მონაწილეობას, რაც გულისხმობს აუქციონის მსვლელობისას მონაწილე პირის შემოთავაზებული ფასის ავტორიზებული პირის მიერ შესაბამის ვებგვერდზე დაფიქსირებას . ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოსთხოვოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეებს, რომლებთანაც დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება, ამ ბრძანებით დადგენილი პირობების შესრულება. 2^2. ამ მუხლის 2^1პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის განხორციელების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება ავტორიზებულ პირთან, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციების უზრუნველსაყოფად შესაბამის ანაზღაურებას იღებს სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.

3.ინტერნეტაუქციონის დროს ფასის მატება ხდება ვაჭრობის ბიჯით, რაც ჩანს „ონლაინ“ რეჟიმში. ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების, ხოლო უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში – მესაკუთრის მიერ განსაზღვრული საწყისი ფასის 1%-ს.

4.ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

5.(ამოღებულია - 21.11.11 №148).

6.აუქციონში გამარჯვებულმა (ქონების შემძენმა) შესყიდვის ფასი სრულად უნდა შეიტანოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების ფასის სრულად გადახდის ვალდებულება შესაძლებელია შესრულდეს აგრეთვე კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორის მიერ მისაღებ თანხაზე უარის თქმით. კრედიტორულ მოთხოვნაზე უარის თქმით ქონების ფასის სრულად გადახდის ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შემძენის მიერ შეტანილ უნდა იქნეს თანხა, რომლითაც დაიფარება კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, ასევე კრედიტორთა მოთხოვნები იმ ოდენობით (გარდა იმ კრედიტორისა, რომელმაც უარი თქვა მოთხოვნაზე), რასაც მიიღებდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ქონების ფასის სრულად შეტანის შემთხვევაში. გაკოტრების მმართველის მიერ მოვალის გაკოტრების ანგარიშის შედგენისას მხედველობაში მიიღება კრედიტორის განცხადება/კრედიტორსა და აუქციონში გამარჯვებულს (ქონების შემძენს) შორის გაფორმებული წერილობითი გარიგება მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე. აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) კრედიტორის წერილობითი განცხადება მოთხოვნაზე უარის თქმით ქონების ფასის შესაბამისი ნაწილის გადახდილად ჩათვლის თაობაზე, თუ კრედიტორი და აუქციონში გამარჯვებული (ქონების შემძენი) ერთი და იგივე პირია. განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ საჯარო სანოტარო აქტით; ბ) კრედიტორსა და აუქციონში გამარჯვებულს (ქონების შემძენს) შორის გაფორმებული წერილობითი გარიგება მოთხოვნაზე უარის თქმით ქონების ფასის შესაბამისი ნაწილის გადახდილად ჩათვლის თაობაზე, თუ კრედიტორი და აუქციონში გამარჯვებული (ქონების შემძენი) სხვადასხვა პირია. გარიგებაზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის მიერ საჯარო სანოტარო აქტით. 6^1. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის ოდენობა ქონების შესყიდვის ფასზე მაღალია ან მისი ტოლია, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შეტანილ საგარანტიო თანხას წარმართავს ქონების შესყიდვის ფასის სრულად დასაფარავად, ხოლო ნამეტ თანხას, არსებობის შემთხვევაში, უბრუნებს აუქციონში გამარჯვებულ პირს.

7.თუ აუქციონზე რეალიზებული ქონებიდან მიღებული თანხა კრედიტორების მოთხოვნებზე ნაკლებია, ამონაგები თანხა კრედიტორებს შორის განაწილდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის XIV 1 თავით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 02.04.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 19 ივნისის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 19.06.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 10.07.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 29.01.2014 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივნისის ბრძანება №556 - ვებგვერდი, 16.06.2020 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.

მუხლი 3

1.პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს;

2.თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს.

3.თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზეც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 10%-ს. 3^1. ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ქონების შეფასების ზოგადი წესებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მათ შორის, გარდამავალი უფლებების გათვალისწინებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების ზოგადი წესები განისაზღვრება ამ ბრძანების №3 დანართით.

4.თუ ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.

5.იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც: ა) მოძრავი ქონების შემთხვევაში გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას; ბ) უძრავი ქონების შემთხვევაში ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს პირველი განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას.

6.იმ შემთხვევაში, თუ პირველ განმეორებით აუქციონზეც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც: ა) მოძრავი ქონების შემთხვევაში გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას; ბ) უძრავი ქონების შემთხვევაში ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მეორე განმეორებითი აუქციონის (თუ პირველ განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი) ან ხელახალი აუქციონის (თუ გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ დაფარა ქონების ფასი) ჩატარებას.

7.იმ შემთხვევაში, თუ მეორე განმეორებით აუქციონზეც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც: ა) მოძრავი ქონების შემთხვევაში გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს; ბ) უძრავი ქონების შემთხვევაში ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ აღნიშნულ ვადაში განკარგულება არ გამოიცა, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.

8.თუ ქონების საბაზრო ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, კანონმდებლობით დადგენილი წესით ტარდება მხოლოდ ერთი აუქციონი, რომელზეც ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 10%-ს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი წესით ჩატარებულ აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, მოქმედებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.

9.თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, მათ შორის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და ჩატარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ერთი აუქციონი და აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა დადგენილ ვადაში, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც: ა) მოძრავი ქონების შემთხვევაში, გადაეცემა ქონების მართვაზე/განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს; ბ) უძრავი ქონების შემთხვევაში ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 28 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 29.01.2014 წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება №2/2/867 ­– ვებგვერდი, 31.05.2019წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №441 - ვებგვერდი, 30.08.2019 წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2026 წლის 26 მარტის განჩინება №1/2/1901 - ვებგვერდი, 30.03.2026 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ. დანართი №2 იძულებითი აუქციონის ჩატარების პროცედურები

დანართი 1

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1.რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს, პროცედურებს და პირობებს და წარმოეშვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.

2.მომხმარებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ ქონებას იძენს www.nbe.gov.ge ან/და www.eauction.ge ვებგვერდების მეშვეობით.

მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები

1.ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

2.რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებგვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის მომხმარებლის მიერ ბროუზერში გახსნის და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

3.ვებგვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისთვის უფასოა.

მუხლი 3. ავტორიზაცია

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლის სახელის“ („დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით.

მუხლი 4. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღება

1.ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ინტერნეტაუქციონის გზით შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული მისთვის საინტერესო ქონება, ლოტის შესაბამისად.

2.საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა .

3.ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4.ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვს „კალათაში“, საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტაუქციონში მონაწილეობა. ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5.კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტაუქციონის მიმდინარეობის შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6.მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7.ინტერნეტ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას“.

8.ინტერნეტ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით.

9.ინტერნეტ აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს 2011 წლის 25 მარტის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 25.03.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ.

მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

მუხლი 6. მხარეთა უფლებამოსილება

1.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია: ა) ვებგვერდზე განათავსოს ნებისმიერი ცვლილება აუქციონის ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო ქმედების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით; დ) გააკონტროლოს ყველა ქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2.აღსრულების ეროვნული ბიურო ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულს, შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, გადასცემს შესაბამის განკარგულებას.

3.მომხმარებელი უფლებამოსილია: ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

4.მომხმარებელი ვალდებულია: ა) დაიცვას აუქციონის ჩატარების პროცედურები; ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილ დროში აანაზღაუროს ქონების ღირებულება და უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა.

5.მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

მუხლი 7. ანგარიშსწორება

1.მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით ან ვებგვერდ www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით. საგარანტიო თანხის გადახდის უზრუნველყოფის საშუალებად შესაძლებელია გამოყენებულ/გააქტიურებულ იქნეს ელექტრონული საბანკო გარანტია. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მთლიანი/დარჩენილი თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

2.აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე საგარანტიო თანხის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3.საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე საგარანტიო თანხის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებ ე ლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4.ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

5.ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ თანხის სრულად გადახდის შემდეგ.

6.(ამოღებულია - 17.01.12 №12).

7.(ამოღებულია - 01.07.11 №84).

8.ინტერნეტაუქციონში ავტორიზებული პირის გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზების საფუძველზეც ავტორიზებულმა პირმა ვებგვერდზე დააფიქსირა ყველაზე მაღალი ფასი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №148 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 2 აპრილის ბრძანება №41 - ვებგვერდი, 02.04.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 9 ივლისის ბრძანება №114 - ვებგვერდი, 10.07.2012 წ.

მუხლი 8. შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1.ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ თანხის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად გამოსცემს განკარგულებას შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. (არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი: „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე გასხვისების შემთხვევაში, უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების გამოცემის შესაძლებლობას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის წინასწარი შეტყობინებისა და თანხმობის მიღების გარეშე, როდესაც ავტორიზებული პირის წილის ან აქციების გასხვისება ექვემდებარება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე–27-ე მუხლების შესაბამისად შეტყობინებას, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №2 დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირის წილის ან აქციების იძულებით აუქციონზე რეალიზაციისას უშვებს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულების ისეთ სუბიექტზე გამოცემის შესაძლებლობას, რომლის მიერ წილის ან აქციების შეძენაც მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ/ავტორიზებულ პირს აქცევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან, მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 - ვებგვერდი, 20.12.2019 წ.

2.თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ დაფარა აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული ვადაში, იგი კარგავს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას.

3.ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია განკარგულების მიღების შემდეგ და სათანადო შეტყობინების მიღების შემდეგ, არა უგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მოძრავი ქონების გატანა.

4.იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი.

5.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისთვის ქონების გადაცემა დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით.

6.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება შესრულებულად ითვლება ქონების ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულისათვის შესაბამისი განკარგულების გადაცემისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი №2/1/1311 – ვებგვერდი, 13.02.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/6/1311 - ვებგვერდი, 20.12.2019 წ.

მუხლი 9. კონფიდენციალობა

აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია. დანართი №3 საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ. იძულებითი აუქციონის ჩატარებისას ქონების შეფასების ზოგადი წესი

დანართი 2

მუხლი 1. ქონების შეფასების ზოგადი დებულებები

1.იძულებითი აღსრულების პროცესში ქონების (უძრავი ქონება, მოძრავი ქონება, არამატერიალური აქტივი, ბიზნესი) შეფასება ეფუძნება ეკონომიკური და სამართლებრივი ფაქტორების ერთობლივ ანალიზს.

2.ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრება ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

3.ქონების შეფასების მიზანია განისაზღვროს ქონების საბაზრო ღირებულება, რაც წარმოადგენს იმ თანხას, რომლითაც ქონება შეიძლება გასხვისდეს ინფორმირებულ და კეთილსინდისიერ მხარეებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე.

4.იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მიზნით უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების დადგენისას მხედველობაში მიიღება მისი პირველადი საბაზრო ღირებულება (სამართლებრივი მდგომარეობის გაუთვალისწინებლად) და შესაბამის რეესტრში რეგისტრირებული გარდამავალი უფლებ(ებ)ის ღირებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5.ქონების შეფასების დასკვნა ასახავს ქონების ღირებულების დადგენის თარიღისთვის არსებულ გარემოებებს და არ წარმოადგენს ქონების მომავალი ღირებულების ან კონკრეტული გარიგების ფასის გარანტიას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.

მუხლი 2. შემფასებლის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და პროფესიული კეთილსინდისიერება

შემფასებელი ვალდებულია ქონების შეფასება განახორციელოს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.

მუხლი 3. დაშვებები ქონების შეფასებისას

1.ქონების შეფასება ეფუძნება დაშვებას, რომ არ არსებობს რაიმე სახის ფარული ფაქტორები, რომელთაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს შესაფასებელი ქონების ღირებულებაზე და შემფასებელი არ იღებს პასუხისმგებლობას ასეთი ფაქტების არსებობაზე.

2.შემფასებელი პასუხს აგებს მის მიერ განხორციელებული შეფასების პროფესიულ სიზუსტეზე, ხოლო შეფასების განხორციელების მიზნით მისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის მიმწოდებელი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.

მუხლი 4. ქონების შეფასების პროცესში მონაცემების მოპოვება

ქონების შეფასების პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამისი რეესტრის მონაცემთა ბაზებიდან, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, მათ შორის ინტერნეტრესურსებიდან, მოპოვებული მონაცემები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.

მუხლი 5. ქონების შეფასების მიდგომები და შეფასების დასკვნა

1.ქონების შეფასებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი მიდგომები: ა) საბაზრო მიდგომა; ბ) დანახარჯების მიდგომა; გ) შემოსავლების მიდგომა.

2.ქონების საბაზრო ღირებულება, შეფასების მიდგომები და მეთოდები აისახება ქონების შეფასების დასკვნაში. ქონების შეფასების დასკვნის ფორმები მტკიცდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით, რომელიც ხელმისაწვდომია აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე − www.nbe.gov.ge.

3.ქონების შეფასების დასკვნა უნდა შეიცავდეს: ა) ქონების შეფასების დასკვნის ნომერს; ბ) რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების სამართლებრივ მდგომარეობას; გ) ქონების აღწერილობის ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ მახასიათებლებს, რომელიც გავლენას ახდენს ქონების ღირებულებაზე; დ) ქონების შეფასების მიდგომებსა და მეთოდებს; ე) ფოტოსურათებს (საჭიროების შემთხვევაში); ვ) ობიექტის ინსპექტირების თარიღს (საჭიროების შემთხვევაში); ზ) ქონების ღირებულების დადგენის თარიღს; თ) დასკვნის შედგენის თარიღს; ი) ხელმოწერას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.

მუხლი 6. შეფასებისას ცალკეული გარემოებების გათვალისწინება

1.მიწის ნაკვეთის შეფასებისას გაითვალისწინება მიწის მიზნობრივი დანიშნულება.

2.უძრავი ქონების ფართობის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შემფასებელმა შეიძლება აწარმოოს ობიექტის აგეგმვითი/აზომვითი სამუშაო. თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე/მფლობელი ადგილზე არ არის ან იგი უარს აცხადებს ობიექტზე შემფასებლის დაშვებაზე, აგეგმვითი/აზომვითი სამუშაო არ ტარდება. ამ შემთხვევაში შემფასებელი ხელმძღვანელობს უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.

მუხლი 7. გარდამავალი უფლების გათვალისწინება უძრავი ნივთის შეფასებისას

1.თუ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია გარდამავალი უფლება, რომელიც დადებით ან უარყოფით ეკონომიკურ გავლენას ახდენს უძრავ ნივთზე, საბაზრო ღირებულება არის პირველად საბაზრო ღირებულებას დამატებული ან გამოკლებული გარდამავალი უფლებ(ებ)ის ღირებულება. გარდამავალი უფლებ(ებ)ის ღირებულების გამოკლების შემთხვევაში უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება არ უნდა იყოს მისი პირველადი საბაზრო ღირებულების 25%-ზე ნაკლები.

2.ამ მუხლის მიზნებისთვის უძრავ ნივთზე რეგისტრირებული გარდამავალი უფლებ(ებ)ის ღირებულებას აღმასრულებელი ადგენს შესაბამის რეესტრში დაცულ მონაცემებზე/დოკუმენტებზე დაყრდნობით ან/და გარდამავალი უფლების მქონე პირის განცხადების საფუძველზე, იმ დათქმით, რომ გარდამავალი უფლების ღირებულება არ აღემატება გარდამავალი მოთხოვნის ძირითად თანხას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 ივლისის ბრძანება №1224 - ვებგვერდი, 03.07.2026 წ.