1.სამინისტროს სისტემა მოიცავს: ა) ცენტრალურ აპარატს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ერთეულებია: ა.ა) კანცელარია; ა.ბ) კომუნიკაციების დეპარტამენტი; ა.გ) ომბუდსმენის სამსახური; ა.დ) გენერალური ინსპექცია; ა.ე) დავებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დეპარტამენტი; ა.ვ) პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტი; ა.ზ) იურიდიული დეპარტამენტი; ა.თ) საერთაშორისო ინტეგრაციის დეპარტამენტი; ა.ი) სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი; ა.კ) ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტი; ა.ლ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ა.მ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ა.ნ) ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტი. ბ) ტერიტორიულ ორგანოებს; გ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს: გ.ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი; გ.ბ) ენის სახელმწიფო პალატა. დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს: დ.ა) საქართველოს განათლების პროექტის საკოორდინაციო ცენტრი; დ.ბ) გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი. ე) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს.
2.კანცელარია: ა) უზრუნველყოფს საქმისწამოების ორგანიზაციას; ბ) ახორციელებს სამდივნოს ფუნქციებს; გ) ახორციელებს სამინისტროში შემოსული კორესპონდენციების (განცხადებები, წერილები და სხვ.) დახარისხება-დამუშავებას; დ) შეიმუშავებს მინისტრის სამუშაო გრაფიკს, უზრუნველყოფს მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრების წინასწარ ინფორმირებას; ე) უზრუნველყოფს სამინისტროში საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა მისიების მიღების ორგანიზებას.
3.ომბუდსმენის სამსახური: ა) განიხილავს სამინისტროში შემოსულ მოქალაქეთა საჩივრებს, განცხადებებს, თანამშრომლების მოხსენებით ბარათებსა და საინფორმაციო საშუალებებით გამოქ-ვეყნებულ ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იკვლევს სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მედიაციას კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა დარღვევების აღმოფხვრის მიზნით; დ) ამზადებს რეკომენდაციებს სამინისტროს სისტემაში კონსტიტუციურ უფლებათა განმტკიცების მიზნით და წარუდგენს მინისტრს.
4.გენერალური ინსპექცია: ა) განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებს, განცხადებებს, თანამშრომელთა მოხსენებით ბარათებს, საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული და ფინანსური დარღვევების შესახებ; ბ) იკვლევს სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტებისა და საფინანსო დისციპლინის დარღვევების ფაქტებს, აკონტროლებს სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ფინანსების განკარგვისა და მატერიალურ ფასეულობათა გამოყენების მიზნობრიობას; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივად განკარგავს ფინანსებს, აკონტროლებს შენობა-ნაგებობებისა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გამოყენების მდგომარეობას, რეაგირებს სახელმწიფო ქონების დატაცების, დაკარგვისა და დაზიანების ფაქტებზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენას; ე) შემოწმების საფუძველზე მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციებსა და დასკვნებს სამეურნეო საქმიანობისა და საფინანსო დისციპლინის საკითხებზე.
5.დავებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დეპარტამენტი: ა) იხილავს სამინისტროს სისტემაში წარმოშობილ სამსახურებრივ დავებს; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს სისტემაში არსებული დისციპლინური დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომების შესახებ და წარუდგენს მინისტრს შემდგომი რეაგირებისათვის; გ) შეიმუშავებს სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული და ეთიკური ქცევის პრინციპებს.
6.კომუნიკაციების დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირს; ბ) ამყარებს კავშირს საერთაშორისო და საზღვარგარეთის სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან; გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროსა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის ურთიერთობებს; დ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას; ე) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის ოპერატიულ გაცვლას; ვ) ორგანიზებას უწევს სამინისტროსათვის საჭირო საინფორმაციო მასალის მომზადებასა და გამოქვეყნებას; ზ) უზრუნველყოფს სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას.
7.პოლიტიკისა და სტრატეგიის დეპარტამენტი: ა) გეგმავს სამინისტროს შემდგომი განვითარების მიმართულებებს; ბ) აწარმოებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების კომპლექსურ ანალიზსა და მათი განვითარების ტენდენციების პროგნოზირებას; გ) განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მონაწილეობს შრომის ბაზრის კვლევასა და სპეციალისტთა მონაცემების დამუშავებაში; დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგსა და მისი ეფექტიანობის შეფასებას; ე) ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას, მონაცემების შეგროვებას, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებასა და მონაცემთა შექმნას.
8.იურიდიული დეპარტამენტი: ა) ახორციელებს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; ბ) ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს; გ) აანალიზებს და შეიმუშავებს სამინისტროს ფუნქ-ციონირებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტებს; დ) წარმოადგენს სამინისტროს სასამართლოში.
9.საერთაშორისო ინტეგრაციის დეპარტამენტი: ა) წარმართავს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობას; ბ) შეიმუშავებს უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატისათვის სახელმწიფო საგანმანათლებლო ცენზის მინიჭების წესსა და პირობებთან დაკავშირებულ წინადადებებს; გ) ხელმძღვანელობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესრულების მიმდინარეობას.
10.ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს უმაღლესი, უმაღლესის შემდგომი და სამხედრო პროფესიული საგანმანათლებლო დაწე-სებულებების ლიცენზირებას; ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო, დაწყებით პროფესიულ, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სააკრედიტაციო სამუშაოებს; გ) ასრულებს სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის სამუშაოებს; დ) უზრუნველყოფს აღმზრდელობით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა რეესტრის წარმოებას; ე) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიკვიდაციის, აგრეთვე საშუალო პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებელთა სახელმწიფო საატესტაციო-საგამოცდო კომისიების შემადგენლობის შესახებ და წარუდგენს მინისტრს.
11.სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი: ა) შეიმუშავებს ეროვნული სასწავლო გეგმების სახელმწიფო სტანდარტებსა და შეფასების ერთიან სტანდარტებს; ბ) ამზადებს წინადადებებს მიღებული განათლების შემოწმების ერთიანი სისტემის თაობაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და აკონტროლებს მის განხორციელებას; გ) კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს იმ პროფესიათა და სპეციალობათა ნუსხას, რომელთა მიღებაც დასტურდება სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატით; დ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებას.
12.ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი: ა) შეიმუშავებს სამინისტროს ბიუჯეტის პროექტს; ბ) გეგმავს უცხოური გრანტებისა და კრედიტების მოძიების ღონისძიებებს; გ) ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების, ინსტიტუციური, სასწავლო, სამეცნიერო გრანტებისა და კრედიტების, აგრეთვე სპეციალური სახელმწიფო პროგრამების ფინანსურ მართვას; დ) წარმართავს სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვას, ადგენს ნაერთ ბალანსს; ე) ამოწმებს სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან შემოსული საფინანსო ანგარიშგების დოკუმენტაციას; ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შენობა-ნაგებობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-განახლებას; ზ) გეგმავს და ახორციელებს სამინისტროს შესყიდვებს; თ) უზრუნველყოფს სამინისტროში საინფორმაციო ტექნოლოგიებით სარგებლობას და ქსელის გამართულ ფუნქციონირებას.
13.ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი: ა) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების აღრიცხვას; ბ) ადგენს სამინისტროს საშტატო ნუსხას და ახორციელებს პოტენციური მოხელეებისა და მოსამსახურეების მოძიებას; გ) ასრულებს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს; დ) უზრუნველყოფს სამინისტროს მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებას; ე) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებათა მასწავლებლებისა და ადმინისტრატორების კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; ვ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას, აგრეთვე პედაგოგიური კადრების ატესტაციას; ზ) ახორციელებს კადრების სამსახურისათვის კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობებს.
14.ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტი: ა) ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე შვილად აყვანისა და ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის პროცესს; ბ) შეიმუშავებს ბავშვისათვის ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებს და ზედამხედველობას უწევს პროცესს; გ) უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში; დ) ზედამხედველობას უწევს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა მუშაობას; ე) ხელმძღვანელობს სოციალური სამსახურის სრულყოფას და განვითარებას, სოციალური სფეროს მუშაკებისათვის შეიმუშავებს საგანმანათლებლო პროგ-რამებს; ვ) უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვთა (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) სოციალიზაციის პროცესს.