საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯები

რედაქცია №34კონსოლიდირებული · 26 აგვ. 2003

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები დამოუკიდებლად წყვეტენ შესაბამისი ბიუჯეტის შემოსავლის გამოყენების მიმართულებებს , გარდა იმ მიზნობრივი ტრანსფერტებისა და სესხებისა , რომლებიც გადაეცემა შესაბამის ბიუჯეტებს სხვა დონის ბიუჯეტიდან .

2.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში იქმნება სარეზერვო , მიზნობრივი და სხვა ფონდები , რომელთა სიდიდეს განსაზღვრავენ შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები .

3.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის) ორგანოებს შეუძლიათ მათ განკარგულებაში არსებული თავისუფალი სახსრები მიმართონ სამეურნეო საქმიანობაში , მისცენ სესხები საწარმოებსა და სხვა იურიდიულ პირებს . საქართველოს 2002 წლის 18 იანვრის კანონი №1256-სსმI,№2,04.02.2002წ.,მუხ.12

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №34 · ძალაშია 1 იან. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 მარ. 1997 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2825555858558332
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს მთავრობის …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …