1.პოლიციის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს პოლიციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
2.პოლიციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს პოლიციას, პასუხისმგებელია პოლიციაზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების, შესრულებისათვის; ბ) თავისი კომპეტე ნ ციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს პოლიციის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) თვალყურს ადევნებს პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას პოლიციის თანამშრომლების საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამ კანონით დადგენილი წესით; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პოლიციის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა დანიშვნის სხვა წესს არ ადგენს ეს კანონი; ე) პასუხისმგებელია პოლიციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე; ვ) პოლიციის დებულების პროექტს, სტრუქტურას, ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს, ასევე ზემოხსენებულ აქტებში სათანადო ცვლილებების პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს; ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ანგარიშს პოლიციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას – პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე; თ) პოლიციის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა პოლიციის თანამშრომლებისათვის; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პოლიციის თანამშრომლებისათვის ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე პოლიციის თანამშრომელთათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე; კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე; ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს პოლიციაში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ; მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.პოლიციის უფროსს ჰყავს მოადგილეები. პოლიციის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება პოლიციის დებულებით, ხოლო უფლებამოსილება – პოლიციის უფროსის ბრძანებით.
4.პოლიციის უფროსის მოადგილეებს პოლიციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
5.პოლიციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
6.(ამოღებულია).
7.საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი პოლიციის უფროსის წარდგინებით.
8.პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ახორციელებს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე; ბ) არის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფ საგამოძიებო დანაყოფებსა და გამომძიებლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; გ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც მიმართულია დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენ; დ) ხელმძღვანელობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით; ე) მონაწილეობს პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.
9.(ამოღებულია).
10.(ამოღებულია).
11.პოლიციის საქმიანობის ფიზიკური იძულების მეთოდებით განხორციელებას უზრუნველყოფს სპეციალური დანიშნულების რაზმი.
12.პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს პოლიციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
13 .(ამოღებულია).
14.სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამომძიებელი დამოუკიდებელია. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1348-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.120 საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355 თავი VI პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები