Legal.geდანართი აქტისა
ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია
ტენდერის საშუალებით საქონლის სახელმწიფო შესყიდვის დროს გამოიყენება ტიპიური სატენდერო დოკუმენტაცია საქონლის შესყიდვისათვის.
ტენდერის საშუალებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დროს გამოიყენება.
ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია მომსახურების შესყიდვისათვის.
ტენდერის საშუალებით სამშენებლო სამუშაოების სახლემწიფო შესყიდვის დროს გამოიყენება.
ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის
ნიმუშები:
ა) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების;
ბ) საკვალიფიკაციო მონაცემების.
ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია
საქონლის შესყიდვა ტენდერის საშუალებით.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის
მოცემული ინსტრუქცია არის ტიპური ინსტრუქცია ტენდერის მონაწილეთათვის და იგი წარმოადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დანართს. დაუშვებელია მასში რაიმე შესწორებების შეტანა. ნებისმიერი სახის შესწორება, დაზუსტება და დამატებების შეტანა ხორციელდება საბაზისო მონაცემთა ნუსხაში (ს.მ.ნ).
1.დაფინანსების წყარო
1.1. (ს.მ.ნ).-ში მოცემული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის (შემდგომში – შემსყიდველი), მითითებული დაფინანსების წყაროთი გათვალისწინებულია ასიგნებები, რომლის საშუალებითაც მოცემული ორგანიზაცია განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას და ამისათვის ატარებს ტენდერს.
2.შესყიდვებში მონაწილეთა უფლებამოსილება
2.1. ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობაზე უფლებამოსილ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, აქ მოცემული გამონაკლისი შემთხვევების გარდა;
ა) ტენდერში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან იმ ქვეყნის წარმომადგენელი პირები, რომელთან კომერციული ურთიერთობები აკრძალულია საქართველოს რომელიმე კანონით ან საკანონმდებლო ნორმატიული აქტით;
ბ) ტენდერში მონაწილეობის უფლება არა აქვთ იმ ქვეყნის წარმომადგენელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთა მიმართ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით გამოცხადებულია ემბარგო საქონლის ექსპორტზე;
გ) ტენდერში მონაწილეები არც საქმიანი და არც ნათესაურ კავშირში არ უნდა იყვნენ დაკავშირებულნი პირდაპირ ან ირიბად ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ან მათ ფილიალებთან, რომელიც მიიწვია შემსყიდველმა მოცემული საქონლის შესყიდვებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების და სხვა დოკუმენტების მოსამზადებლად;
დ) ტენდერში მონაწილეებს და მათ ხელმძღვანელებს არ უნდა ჰქონდეთ ფინანსური ან ნათესაური კავშირები სატენდერო კომისიაში შემავალ პირებთან.
3.ტენდერში მონაწილეობის ღირებულება
3.1. ტენდერში მონაწილე თავის თავზე იღებს საკუთარი სატენდერო წინადადების მომზადებასა და მიწოდებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ხოლო შემსყიდველი, არც ერთ შემთხვევაში არ აგებს პასუხს ამ ხარჯებზე, შესყიდვების ჩატარების და შედეგების ხასიათის მიუხედავად. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც შემსყიდველი არ შეასრულებს განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების პირობებს და არ გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან.
4.სატენდერო კომისია და სატენდერო კომისიის აპარატი
4.1. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა მოცემულია (ს.მ.ნ).-ში.
4.2. სატენდერო კომისიის უფლება-მოვალეობებია:
სატენდერო პროცედურების წარმართვა, საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა, რომელთანაც უნდა დაიდოს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
4.3. სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციებია:
ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულების ფორმის შედგენა და ასევე ტენდერის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხების მოგვარების უზრუნველყოფა.
5.სატენდერო დოკუმენტაცია
5.1. პრეტენდენტის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ შემსყიდველი მოთხოვნისთანავე გადასცემს მას სატენდერო დოკუმენტაციას.
5.2. სატენდერო დოკუმენტაცია არის დოკუმენტთა პაკეტი, რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე.
5.3. სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის (ი.ტ.მ.);
ბ) საბაზისო მონაცემთა ნუსხა(ს.მ.ნ);
გ) საქონლის მიწოდების გრაფიკი;
დ) ტექნიკური პირობები;
ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;
ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;
ზ) სატენდერო წინადადების და ფასების ცხრილის ფორმები;
თ) სატენდერო წინადადების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტიის ამ სახის გამოყენების შემთხვევაში);
ი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმა;
კ) ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფორმა (გარანტირების ასეთი ფორმის გამოყენების შემთხვევაში);
ლ) (ს.მ.ნ).-ში მითითებული სხვა დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
5.4. სატენდერო დოკუმენტაციაში მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულად წარმოდგენამ ან ისეთი საკონკურსო წინადადების წარდგენამ, რომელიც არ პასუხობს შესყიდვების დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას, შეიძლება გამოიწვიოს ტენდერი მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.
6.სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა
6.1. პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სატენდერო კომისია განმარტავს და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს, ვისაც უკვე გადაეცა სატენდერო დოკუმენტაცია.
6.2. სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების და დამატებების შეტანა დასაშვებია სატენდერო წინადადების წარდგენის ვადის დასრულებამდე არანაკლებ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე.
7.სატენდერო დოკუმენტაციის განმარტება
7.1. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ განმარტების მიღების მიზნით, შეუძლია მიმართოს სატენდერო კომისიას წერილობით, რომელიც უნდა გაიგზავნოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ მისამართზე.
7.2. სატენდერო დოკუმენტაციის განმარტებასთან დაკავშირებულ ყველა განაცხადს შემსყიდველი პასუხობს წერილობით. შემსყიდველის წერილობითი პასუხის ასლები დაეგზავნება ყველა პრეტენდენტს, რომლებმაც უკვე მიიღეს სატენდერო დოკუმენტაცია.
8.ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ
8.1. ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ იდება შემსყიდველსა და ტენდერში მონაწილე თითოეულ პრეტენდენტს შორის და იგი წარმოადგენს მხარეთა მიერ ტენდერში მონაწილეობის პროცესში წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობისაგან თავის დაზღვევის მექანიზმს.
8.2. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება განზრახვათა შესახებ გადაეცემა პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
8.3. პრეტენდენტმა თავის მხრივ უნდა მოაწეროს ხელი განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაზე და წარუდგინოს იგი შემსყიდველ სატენდერო წინადადების თანმხლები დოკუმენტის სახით (იგი არ უნდა დაიხუროს კონვერტში სატენდერო წინადადებასთან ერთად).
8.4. მოლაპარაკება განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით დასაშვებია მხოლოდ ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის თაობაზე.
8.5. პრეტენდენტის მიერ განზრახვათა შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულების წარმოუდგენლობის ან სატენდერო წინადადებასთან ერთად დახურვის შემთხვევაში მისი სატენდერო წინადადება არ იქნება განხილული.
9.სატენდერო წინადადების ენა
9.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია, შედგენილ უნდა იყოს ქართულ და (ს.მ.ნ).-ში მითითებულ საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში აღიარებულ ენაზე. შესყიდვებში მონაწილის მიერ წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტაცია და ბეჭდვითი ლიტერატურა შეიძლება იყოს დაწერილი სხვა ენაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ მას თან დაერთვება შესაბამისი განყოფილებების ზუსტი თარგმანი ქართულ და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ სხვა ენაზე. ამ შემთხვევაში, მოცემული საკონკურსო წინადადების ინტერპრეტაციის დროს უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს.
10.პრეტენდენტის სატენდერო წინადადება და მასში შემავალი დოკუმენტაცია
10.1. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) სატენდერო წინადადების და ფასების ცხრილის შევსებულ ფორმას;
ბ) მისაწოდებელი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების სრულ აღწერილობას;
გ) ტექნიკური პირობების შესაბამისად მოთხოვნილი მისაწოდებელი საქონლის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებსა და სხვა დოკუმენტებს;
დ) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს (გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში);
ე) ასევე იმ სხვა ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომელიც მოცემულია ს.მ.ნ.-ში
10.2. პრეტენდენტი ავსებს, სატენდერო დოკუმენტაციაში წარმოდგენილ, სატენდერო წინადადების ფორმას და შესაბამისი ფასების ცხრილს, სადაც აღწერს მიწოდების ობიექტს, მის რაოდენობას (მოცულობას), ერთეულისა და სრულ ღირებულებას, მიწოდების პირობებსა და ვადებს.
10.3. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ალტერნატიული სატენდერო წინადადება, იმისდა მიხედვით, თუ რა არის მითითებული ს.მ.ნ.-ში
11.მიწოდების ობიექტის აღწერილობა
11.1. სატენდერო წინადადებაში ობიექტი აღწერილი უნდა იყოს მკაფიოდ და გასაგებად.
11.2. მიწოდების ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს მისაწოდებელი საქონლის ობიექტურ, ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს.
12.სატენდერო წინადადებების ფასი
12.1. სატენდერო წინადადებაში, სრულ ღირებულებასთან ერთად მისაწოდებელი ობიექტის თითოეული ერთეულისთვის ნათლად უნდა იყოს მითითებული ფასი ტრანსპორტირების გათვალისწინებით, იმისდა მიხედვით, თუ რა არის გათვალისწინებული ს.მ.ნ.-ში.
12.2. სატენდერო წინადადების საერთო ღირებულება და შესყიდვის ობიექტის თითოეული ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ს.მ.ნ.-ში მითითებულ ვალუტაში.
13.სატენდერო წინადადებების მოქმედების ვადა
13.1. სატენდერო წინადადებები ძალაში უნდა დარჩეს განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებაში მითითებული ვადის განმავლობაში.
13.2. განსაკუთრებულ შემთხვევებში შემსყიდველს შეუძლია თხოვნით მიმართოს გამარჯვებულ პრეტენდენტს მისი წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. ასეთი თხოვნა და მისი პასუხი ფორმდება წერილობით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სატენდერო წინადადებაზე წარმოდგენილი გარანტიის (მისი გამოყენების შემთხვევაში) მოქმედების ვადაც შესაბამისად უნდა გაგრძელდეს. პრეტენდენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს სატენდერო წინადადების ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ეს გამოიწვევს მისი სატენდერო პროცედურებიდან გამოსვლას, თუმცა იგი ამით არ დაკარგავს წარმოდგენილ გარანტიას. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, პრეტენდენტს არ აქვს უფლება და იგი არ არის ვალდებული ცვლილებები შეიტანოს საკუთარ სატენდერო წინადადებაში.
14.სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფა
14.1. პრეტენდენტის ქმედებასთან დაკავშირებული რისკისაგან დაზღვევის მიზნით ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების გარანტირების მექანიზმი ს.მ.ნ.-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით, გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს, ამასთან, იგი განისაზღვრება სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
14.2. პრეტენდენტმა აღნიშნული გარანტია უნდა წარმოადგინოს სატენდერო წინადადებასთან ერთად, დახურულ კონვერტში.
14.3. საგარანტიო მოთხოვნა თანაბრად ეხება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს.
14.4. შემსყიდველი ტენდერში მონაწილე პირებს გარანტიების დამადასტურებელ დოკუმენტებს დაუბრუნებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
14.5. გარანტიების დამადასტურებელი დოკუმენტების ტენდერში მონაწილე პირებს დაუბრუნდებათ:
ა) თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეწყვეტს შესყიდვის განხორციელებას;
ბ) თუ გამარჯვებულ პირთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ დაიდო და სატენდერო კომისია ატარებს სატენდერო წინადადებების ხელმეორე განხილვას, რომელშიც მონაწილეობაზე პრეტენდენტი უარს აცხადებს;
გ) თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველის თხოვნაზე გააგრძელოს სატენდერო წინადადების, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელებას.
14.6. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება:
ა) თუ იგი უარს განაცხადებს ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;
ბ) თუ გამარჯვების შემთხვევაში არ დადებს შემსყიდველ ორგანიზაციასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას;
გ) თუ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
14.7. შესყიდვაში მონაწილე, უფლება აქვს გაასაჩივროს შემსყიდველის გადაწყვეტილება გარანტიის დაუბრუნებლობის თაობაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15.სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა, ადგილი და დრო
15.1. სატენდერო წინადადება ხელმოწერილ უნდა იქნეს პრეტენდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ხელმძღვანელის მიერ, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, თავად მის მიერ და სატენდერო კომისიას უნდა წარედგინოს დახურულ კონვერტში.
15.2. სატენდერო წინადადება უნდა წარედგინოს შემსყიდველს ს.მ.ნ.-ში მითითებულ დროსა და მისამართზე.
15.3. სატენდერო წინადადებების მიღებისა და მათ რეგისტრაციას (მიღების თარიღისა და დროის მითითებით) აწარმოებს სატენდერო კომისიის აპარატის სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულ ვადებსა და მისამართზე.
16.დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადებები
16.1. ყველა სატენდერო წინადადება, რომლებსაც სატენდერო კომისია მიიღებს ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და დაუბრუნდება პრეტენდენტს გაუხსნელად.
16.2. დაგვიანებით შემოსული სატენდერო წინადადების შემოსვლის თარიღსა და დროს სატენდერო კომისიის აპარატის ასახვას შემოსული სატენდერო წინადადებების სარეგისტრაციო დოკუმენტში.
17.სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა და მათი უკან გატანა
17.1. პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო წინადადებების გახსნამდე წერილობით მიმართოს სატენდერო კომისიას სატენდერო წინადადებების გატანის, მისი შეცვლის ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
17.2. სატენდერო წინადადებებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ, გარდა ამ ინსტრუქციის 20.2 პუნქტში მოყვანილი შემთხვევისა.
18.შემსყიდველის მიერ სატენდერო წინადადების გახსნა
18.1. სატენდერო წინადადებები გაიხსნება, მათი მიღების ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტების თანდასწრებით, ს.მ.ნ.-ში მითითებულ თარიღსა, საათსა და მისამართზე.
18.2. წინადადებების გახსნისას გამოცხადდება ტენდერში მონაწილეების ვინაობა, სატენდერო წინადადებების და ალტერნატიული სატენდერო წინადადებების (თუ მათი წარმოდგენა დასაშვებია) ფასები, შეღავათები (ფასდაკლებები). ზემოთ მოცემული ინფორმაცია აისახება შესაბამისი ოქმის სახით.
18.3. წინადადებების გახსნისას არც ერთი წინადადება არ იქნება უარყოფილი, გარდა დაგვიანებული წინადადებებისა და წინადადებებისა, რომლებსაც თან არ ექნებათ დართული პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება. ასეთი წინადადებები გაუხსნელად დაუბრუნდება მათ წარმომდგენ პირებს.
18.4. სატენდერო წინადადებები, რომლებიც არ იქნა გახსნილი და ხმამაღლა წაკითხული წინადადებების გახსნის დროს, არ იქნება მიღებული შემდგომი შეფასებისათვის, გარემოებების მიუხედავად.
18.5. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია დაადგენს სატენდერო წინადადებების განხილვის ვადებს.
19.სატენდერო წინადადებების დაზუსტება
19.1. სატენდერო წინადადებების შერჩევის ან შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების განმარტების მიზნით, შემსყიდველს შეიძლება სთხოვოს ტენდერში მონაწილეს მისი სატენდერო წინადადების დაზუსტება. თხოვნა დაზუსტების შესახებ და პასუხი მასზე უნდა იყოს წარმოდგენილი წერილობითი ფორმით და ამასთანავე, დაუშვებელია ისეთი თხოვნების, წინადადებების ან ნებართვების წარმოდგენა, რომლებიც ცვლის სატენდერო წინადადებების ფასს ან შინაარსს.
20.სატენდერო წინადადებების შერჩევა
20.1. სატენდერო წინადადების გახსნის შემდეგ სატენდერო კომისია ახორციელებს მათ შერჩევას, რაც გულისხმობს სატენდერო წინადადებების შესაბამისობის დადგენას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებისადმი და შედეგად, იმ სატენდერო წინადადებების გამოვლენას, რომლებიც დაიშვებიან შემდგომი შეფასებისათვის.
20.2. სატენდერო კომისიის მიერ შერჩევის დროს სატენდერო წინადადებებში აღმოჩენილ მექანიკური შეცდომების გამოსწორება მოხდება შემდეგნაირად:
ა) თუ აღმოჩნდება შეუსაბამობა პროდუქციის ერთეულის ფასსა და შესყიდვის მთლიანი მოცულობის ფასს შორის, რომელიც მიიღება პროდუქციის ერთეულის ფასის გამრავლებით მის ოდენობაზე, უპირატესობა მიენიჭება პროდუქციის ერთეულის ფასს და მის საფუძველზე მოხდება მთლიანი მოცულობის ფასის კორექტირება;
ბ) თუ განსხვავება იქნება ციფრებსა და მათ სიტყვიერ გამოხატულებებს შორის, უპირატესობა მიენიჭება სიტყვით მოცემულ თანხას.
20.3. სატენდერო წინადადება არ ჩაითვლება მისაღებად და არ დიაშვება შეფასებისათვის;
ა) თუ იგი არ შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას მისი თანმხლები დოკუმენტების ჩათვლით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ნიმუშს;
ბ) თუ მისი წარმომდგენი პრეტენდენტი ვერ შეძლებს თავისი საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებას;
გ) თუ პრეტენდენტი არ დათანხმდება სატენდერო კომისიის მიერ მის სატენდერო წინადადებაში აღმოჩენილი მექანიკური შეცდომების გასწორებას;
დ) თუ შესყიდვის პროცედურაში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
ე) თუ შესყიდვის პროცედურების დროს ადგილი ექნება მისი წარმომდგენი პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ვ) თუ სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
21.ერთიან ვალუტაში გადაყვანა
21.1. შედარებისა და შეფასების პროცედურის გაიოლების მიზნით შემსყიდველს, სატენდერო წინადადებების შეფასებამდე, სხვადასხვა ვალუტაში გამოხატული სატენდერო წინადადებების მოყვანილი ფასები გადაჰყავს ლარებში, ს.მ.ნ.-ში მითითებული კურსით.
22.სატენდერო წინადადებების შეფასება
22.1. სატენდერო კომისია მოახდენს იმ სატენდერო წინადადებების შეფასებას, რომლებიც გაივლიან შერჩევას და დაიშვებიან შეფასებისათვის.
22.2. სატენდერო წინადადებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს ს.მ.ნ.-ში მითითებული კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულობის კოეფიციენტების საშუალებით.
22.3. შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენენ სატენდერო წინადადებების იმ მაჩვენებლებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც ხორციელდება პრეტენდენტების წინადადებების ურთიერთშედარება და გამარჯვებულის გამოვლენა. თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება 10 (ათ) ბალიანი სისტემით.
22.4. პრიორიტეტულობის კოეფიციენტი გვიჩვენებს ყველა კრიტერიუმის ჩამონათვალში თითოეული მათგანის ხვედრითი წილის ციფრობრივ გამოსახულებას. ყველა კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტების ჯამი შეადგენს ერთ მთელს.
22.5. სატენდერო კომისიის ყოველი წევრი ცალ-ცალკე წერილობითი ფორმით, ახორციელებს თითოეული სატენდერო წინადადების შეფასებას, რომლის დროსაც ყოველი კრიტერიუმის მიხედვით პრეტენდენტისთვის მინიჭებული ქულა მრავლდება ამ კრიტერიუმის პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე, ხოლო მიღებული ნამრავლების დაჯამებით გამოითვლება თითოეული სატენდერო წინადადების ჯამური შეფასება. სატენდერო კომისიის წევრი აძლევს ხმას ყველა ჯამური შეფასებებიდან საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სატენდერო წინადადებას. სატენდერო კომისიის წევრი თავის შეფასებაზე წერს დასკვნას და ამოწმებს ხელმოწერით.
22.6. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდება ის პრეტენდენტი, რომელსაც უპირატესობას მიანიჭებს სატენდერო კომისიის წევრთა სიითი უმრავლესობა.
22.7. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიის წევრთა მიერ მიცემული ხმები თანაბრად განაწილდება პრეტენდენტებზე, გადამწყვეტად ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
22.8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის შესახებ ფორმდება ოქმის სახით და მისი შედეგები ეცნობება ტენდერში მონაწილე ყველა პრეტენდენტს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში.
23.პრეფერენციული შეღავათი
23.1. თუ ტენდერში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოსა და უცხო ქვეყნების პრეტენდენტები, მაშინ საქართველოში რეგისტრირებული პირების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებების ფასის მიმართ გამოყენებულ იქნება პრეფერენციული შეღავათი 15%-ის ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში რეგისტრირებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ფასი აღემატება უცხო ქვეყნის პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ანალოგიურ მაჩვენებელს არა უმეტეს 15%-ით, მაშინ მას მიენიჭება უპირატესობა.
23.2. საქონლის შესყიდვის დროს პრეფერენციული შეღავათი გამოყენებულ იქნება საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ მეწარმეთა მიმართ, რომელთა მიერ შემოთავაზებული საქონელი წარმოებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე და ექნება ამის დამადასტურებელი წარმოშობის სერტიფიკატი.
23.3. პრეფერენციული შეღავათის გამოყენების შემთხვევაში სატენდერო კომისია თავდაპირველად მოახდენს სატენდერო წინადადებების დაყოფას შემდეგ ჯგუფებად:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული და/ან ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები (წინადადებები, რომელთაც თან ახლავს საქონლის წარმოშობის ქვეყნის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა საქართველოა);
ბ) უცხო სახელმწიფოთა იურიდიული და ფიზიკური პირების სატენდერო წინადადებები (წინადადებები, რომლებიც საქონლის იმპორტს გულისხმობენ, ან რომელთაც არ ახლავს საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესაბამისი სერტიფიკატი).
ამის შემდეგ (ბ) ჯგუფიდან შეირჩევა ყვალაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება, რომელიც შედარდება (ა) ჯგუფის თითოეული სატენდერო წინადადების ფასთან, რომელთაგან არა უმეტეს 15%-ით მეტი მნიშვნელობის მქონე ფასის მიმართ გამოყენებული იქნება პრეფერენციული შეღავათის (სხვაობის პროცენტული გაანგარიშების დროს 100%-ად მიჩნეულ იქნება (ა) ჯგუფის სატენდერო წინადადებების ფასები).
23.4. სატენდერო წინადადებების შეფასების დაწყებამდე იმ სატენდერო წინადადებების ფასებს, რომელთა მიმართაც გამოიყენება პრეფერენციული შეღავათი, გამოაკლდება (ბ) ჯგუფის ყველაზე დაბალი ფასის მქონე სატენდერო წინადადების ფასის 15% და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება შეფასება ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლის შესაბამისად. თუ შესფასების პროცესში (ა) და (ბ) ჯგუფის პრეტენდენტები მიიღებენ თანაბარ შეფასებებს, მაშინ უპირატესობა მიენიჭება (ა) ჯგუფის პრეტენდენტს.
24.პრეტენდენტისა და შემსყიდველის ურთიერთობები
24.1. თუ რომელიმე პრეტენდენტი მიმართავს სატენდერო კომისიას სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტების ან განმარტებისათვის, სატენდერო კომისიამ პასუხი უნდა აცნობოს ყველა პრეტენდენტს.
24.2. წინადადების გახსნის მომენტიდან ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის მომენტამდე, ტენდერის არც ერთი მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი შემსყიდველთან მის სატენდერო წინადადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი სატენდერო წინადადების შერჩევის პროცესში თვითონ მიმართავს შესყიდვების მონაწილეს, მის წინადადებაში არსებული გაუგებრობების, დაზუსტების ან აღმოჩენილი უზუსტობების გამოსწორების მიზნით.
24.3. პრეტენდენტის ნებისმიერი მცდელობა, რაიმე ზეგავლენა მოახდინოს წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენასთან დაკავშირებული შემსყიდველის გადაწყვეტილებაზე, გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
25.შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება, მოახდინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია
25.1. შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მოახდინოს შესყიდვებში მონაწილე პირის დისკვალიფიკაცია სატენდერო პროცედურების ნებისმიერ ეტაპზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე, თუ:
ა) ტენდერში მონაწილე პირის საკვალიფიკაციო მონაცემები ან სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონისა და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს;
ბ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი ვერ დააკმაყოფილებს შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) მოთხოვნას საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალ დადასტურებაზე;
გ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირი უარს განაცხადებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ან სატენდერო წინადადებაში სატენდერო კომისიის მიერ აღმოჩენილი უზუსტობების ან შეცდომების შესწორებაზე, ან დამატებითი ინფორმაციის (მონაცემების) წარმოდგენაზე;
დ) სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები, ან სატენდერო წინადადებაში მოყვანილი მონაცემები ან მათი დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
ე) ტენდერში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე ან ვერ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;
ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, შესყიდვის პროცედურებში მონაწილე პირი ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
25.2. შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ წერილობითი ფორმით ეცნობება დისკვალიფიცირებულ პირს დაუყოვნებლივ ან ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ ვადებში.
25.3. დისკვალიფიცირებულ პირს უფლება აქვს მისი დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხილვის თხოვნით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი დისკვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არა უმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში ან გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ან სასამართლოში.
25.4. დისკვალიფიცირებულ პირს მის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის მიღების მიზნით შეუძლია მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
26.სატენდერო პროცედურების შეწყვეტა
26.1. შემსყიდველს უფლება აქვას შეწყვიტოს სატენდერო პროცედურები, თუ:
ა) ამის აუცილებლობა წარმოიქმნება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;
ბ) დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განსახილველი საკვალიფიკაციო მონაცემებს ან/და სატენდერო წინადადებების რაოდენობა სამზე ნაკლებია. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.
26.2. სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისია აცნობებს ამის შესახებ სატენდერო პროცედურებში მონაწილე ყველა პირს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 3 (სამი) დღის განმავლობაში.
26.3. შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს სატენდერო პროცედურებში მონაწილე პირებს დეტალური ინფორმაცია ან კონკრეტული მტკიცებულებანი, რის საფუძველზეც მოხდა სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე აუნაზღაუროს მათ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა სატენდერო მოსაკრებლისა.
26.4. შემსყიდველს, სატენდერო წინადადების გახსნამდე, სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეუძლია დამოუკიდებლად და ასეთ შემთხვევაში დაუბრუნებს საკვალიფიკაციო მონაცემებს, გაუხსნელ სატენდერო წინადადებებს, თანმხლებ დოკუმენტებს და სათანადო შემთხვევაში სატენდერო მოსაკრებლის წარმომდგენ პირებს.
26.5. სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემსყიდველი დაუბრუნებს სატენდერო წინადადებებს, თანმხლებ დოკუმენტებს და სატენდერო მოსაკრებელს შესაბამის პრეტენდენტებს.
26.6. თუ სატენდერო პროცედურების შეწყვეტის შემდეგ შემსყიდველი მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვაზე, იმავე წლის ასიგნებებით, ასეთ შემთხვევაში იგი განახორციელებს შესყიდვებს შეწყვეტილი პროცედურების გაგრძელების მეშვეობით და ამის შესახებ აცნობებს შეწყვეტილი პროცედურების მონაწილე ყველა პირს. თუ არც ერთი მონაწილე არ გამოთქვამს სურვილს განახლებულ ტენდერში მონაწილეობის თაობაზე, შემსყიდველი გამოაცხადებს ახალ ტენდერს.
27.პრეტენდენტისათვის შეტყობინების გაგზავნა ტენდერში გამარჯვების თაობაზე და მასთან ხელშეკრულების დადება
27.1. ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში შემსყიდველი წერილობით აცნობებს ტენდერში გამარჯვებულ მონაწილეს ამის თაობაზე და იწვევს მას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დასადებად.
27.2. ტენდერში გამარჯვებულისათვის ხელშეკრულების დადების თაობაზე მოწვევის გაგზავნიდან არა უმეტეს 10 (ათი) დღის ვადაში დაიდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის.
27.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციის, გამარჯვებულ პრეტენდენტის სატენდერო წინადადებების, ხელშეკრულების პირობებისა და განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების გათვალისწინებით.
28.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)
28.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი ს.მ.ნ.-ში მითითებული სახით, ფორმითა და ოდენობით. (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). დაწვრილებითი ინფორმაცია გარანტირების და/ან დაზღვევის პირობის, მისი მოქმედების ვადის, მისი დაკავებისა და უკან დაბრუნების წესის შესახებ აღწერილია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.
28.2. თუ მოხდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეწყვეტა მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შემსყიდველი დაუყოვნებლივ დაუბრუნებს მას ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დამადასტურებელ საბუთებს.
29.ანგარიშსწორება მიმწოდებელთან
29.1. ანგარიშსწორება შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად.
29.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებისა (ინვოისების) და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებში მითითებული სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.
29.3.შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, მისი დაფარვა მოხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
29.4. წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია იმ ფორმითა და მოქმედების ვადით, რომელიც სახლმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული ს.მ.ნ.-ში მითითებული ფორმითა და ოდენობით.
30.ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა
30.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა არ დაიშვება, თუ ეს გამოიწვევს ხელშეკრულების ფასის გაზრდას ან შემსყიდველისათვის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას. გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
30.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით, სადაც ასევე იქნება მითითებული ის გარემოებებიც, როდესაც დასაშვებია ფასის შეცვლა.
30.3. ფასის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და ახალი ფასის გაანგარიშებისას მხედველობაში მიღებულ იქნება ხელშეკრულებაში მითითებული გარემოებების ზეგავლენის დონე შესყიდვის ობიექტის ფასზე, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსის და სხვა ფაქტორები. ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა გაფორმდება დოკუმენტურად.
30.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის წესი განსაზღვრულ იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
31.სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
31.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის, მისაწოდებელი და/ან მიწოდებული საქონლის მოცულობის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს შემსყიდველის მიერ ამისათვის სპეციალურად შექმნილი ჯგუფი.
31.2. კონკრეტული ინფორმაცია შემსყიდველის მიერ საქონლის ხარისხისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების ადგილის, გრაფიკის, ასევე ინსპექტირების განმახორციელებელი პირების და ინსპექტირების პროცესში მიმწოდებლის მოვალეობების შესახებ მოცემულია ხელშეკრულების საერთო და სპეციფიკურ პირობებში.
31.3. საქონლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია, ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობაში მითითებულ ადგილას და სახით, ჩაატარებს მიწოდებული საქონლის საბოლოო შემოწმებას, რომლის მიზანია მათი შესაბამისობის დადგენა შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, მიწოდებულ ნიმუშებთან, არსებულ სტანდარტებთან. საბოლოო შემოწმების პროცესში ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ მოიწვიონ დამოუკიდებელი ექსპერტები.
31.4. საბოლოო შემოწმების შედეგები ეცნობება მიმწოდებელს წერილობითი სახით დაწუნებული საქონლის რაოდენობის და წუნდების მიზეზების მითითებით.
31.5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელსა და შესყიდული ორგანიზაციის მიერ შექმნილ ჯგუფს შორის წარმოიშობა უთანხმოება, იგი უნდა გადაწყდეს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელობისა და მიმწოდებელს შორის უთანხმოების განხილვის მეშვეობით, ხოლო ამ გზით საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში – სასამართლო წესით.
32.არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერი
32.1. ტენდერი გამოცხადდება არაშემდგარად, თუ დადგენილ ვადებში ღია ტენდერის დროს არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემი. თუ დახურული ტენდერის შემთხვევაში განსახილველ სატენდერო წინადადებათა რაოდენობა 3(სამზე) ნაკლები აღმოჩნდება, შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია ან გააგრძელოს ტენდერის პროცედურები ან შეწყვიტოს დახურული ტენდერი და გამოაცხადოს ღია ტენდერი.
32.2. ტენდერი ჩაითვლება დასრულებულად უარყოფითი შედეგით, თუ:
ა) წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებიდან არც ერთი პირის მონაცემები არ შეესაბამებოდა შემსყიდველი ორგანიზაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებიდან არც ერთი არ აღმოჩნდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისი;
გ) წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების ფასებიდან არც ერთი არ აღმოჩნდება შემსყიდველის ფინანსური შესაძლებლობის შესაბამისი.
33.გასაჩივრების წესი
33.1. ტენდერში მონაწილე პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის (სატენდერო კომისიის) ქმედებები ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის 24 1 –ე მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების VII თავის შესაბამისად, თუ ჩათვლიან, რომ ტენდერის განხორციელების პროცესში დარღვეულ იქნა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დადგენილი წესები და/ან შელახულ იქნა მათი უფლებები.
საბაზისო მონაცემების ნუსხა
საბაზისო მონაცემთა ნუსხა წარმოადგენს ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციის დანამატს, იგი გამოდის მისი შემავსებლის სახით, რომელშიც აისახება ყოველი კონკრეტული ტენდერისათვის დამახასიათებელი ინფორმაცია.
საბაზისო მონაცემთა ნუსხის პირველ სვეტში მოცემულია ყოველი მონაცემის ის შესაბამისი მუხლი, რომელიც ასახულია ინსტრუქციაში ტენდერში მონაწილეთათვის (ი.ტ.მ.);
ი.ტ.მ. 1.1 შემსყიდველი ორგანიზაცია: ი.ტ.მ. 1.1 სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: ი.ტ.მ. 4.1. სატენდერო კომისიის შემადგენლობაა: ი.ტ.მ. 4.1 სატენდერო კომისიის აპარატის შემადგენლობა: ი.ტ.მ. 5.3 სატენდერო დოკუმენტაციის დამატებითი დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი: ი.ტ.მ. 9.1 სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპო ნ დენცია და დოკუმენტაცია, აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილ იქნ ე ს შემდეგ ენაზე (ენებზე): ი.ტ.მ. 10.1 პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დამატებით დოკუმენტებსა და ინფორმაციას:____ ი.ტ.მ. 10.3 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ________ სატენდერო წინადადება ი.ტ.მ. 12.1 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს _____________________________ გათვალისწინებით ტრანსპორტირების, დაზღვევის, გადასახადებისა თუ სხვა ი.ტ.მ. 12.2 სატენდერო წინადადების სრული და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა ასევე დასაშვებია ___________ ში. ი.ტ.მ. 14.1 ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის შემდეგი ფორმის გარანტია: ი.ტ.მ. 14.1 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობაა: ი.ტ.მ. 15.2 სატენდერო წინადადებები უნდა წარედგინოს შემსყიდველს არა უგვიანეს შემდეგი დროისა: ი.ტ.მ. 15.2 სატენდერო წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნ ე ს შემდეგ მისამართზე: ი.ტ.მ. 18.1 სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ მისამართზე: ი.ტ.მ. 18.1 სატენდერო წინადადებები გაიხსნება შემდეგ დროს: ი.ტ.მ. 21.1 სატენდერო წიადადებების შეფასებისათვის სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული წინადადებები გადაყვანილ იქნება ლარებში შემდეგი კურსით: ი.ტ.მ. 22.2 სატენდერო წინადაებების შეფასებას სატენდერო კომისია განახორციელებს შემდეგი კრიტერიუმებისა და მათი პრიორიტეტულრობის კოეფიციენტების საშუალებით: № 1. 2. 3. . . . შეფასების კრიტერიუმები პრიორიტეტულობის კოეფიციენტები სულ: 1.0 ი.ტ.მ. 28.1 ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებული იქნება შემდეგი სახით: ______________________ (გარატირება და/ან დაზღვევა) ი.ტ.მ. 28.1 ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებული იქნება შემდეგი ფორმით: ______________________ (საბანკო გარანტია, აკრედიტივი, დამოწმებული ჩეკი, ქონების, პერსონალის, მოწყობილობა- დანადგარების დაზღვევა და სხვა ი.ტ.მ. 28.1 ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმი გამოყენებულ იქნება შემდეგი ოდენობით: ი.ტ.მ. 29.4 წინასწარი გადახდის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში მიმწოდბელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას გარანტია შემდეგი ოდენობით:
განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-13 მუხლის თანახმად, განზრახვათა შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის თანმხლებ დოკუმენტს, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო წინადადებასთან ერთად კონვერტში დახურვის გარეშე.
______________________________________________________________ სატენდერო კომისია ატარებს
(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)
ტენდერს ________________________________________________________________ შესყიდვაზე.
(შესასყიდი საქონლის დასახელება)
ტენდერში მონაწილეობის მსურველთა საკვალიფიკაციო მონაცემების განხილვის შედეგად
__________________________________________________________________________________________
(იურიდიული პირის დასახელება, ფიზიკური პირის ვინაობა)
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებულია პრეტენდენტად.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლისა და ,,სახელმწიფო
შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-13 მუხლის შესაბამისად:
ერთი მხრივ, ____________________________________________________________________________
________________________________________________________________ (შემდგომში – შემსყიდველი)
(რეკვიზიტები)
მეორეს მხრივ, ____________________________________________________________________________
_______________________________________________________________ (შემდგომში – პრეტენდენტი)
(რეკვიზიტები)
დებენ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების შემდეგზე:
1.შემსყიდველი იღებს ვალდებულებას პრეტენდენტის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დადოს მასთან ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, მის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით. შემსყიდველის აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ადგილი აქვს შესყიდვის განხორციელების შეწყვეტას ან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დადოს შემსყიდველთან ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, მის სატენდერო წინადადებაში განსაზღვრული პირობების მიხედვით.
3.სატენდერო კომისიის მიერ დამტკიცებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა იყოს ძალაში მინიმუმ ______ წლის __________ მდე.
4*. პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას წარმოადგინოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ფინანსური გარანტია _____________ ფორმით, გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.
5*. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს პრეტენდენტს გარანტია ან გარანტიასთან დაკავშირებული დოკუმენტები ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს ხუთი კალენდარული დღის ვადაში. შემსყიდველის აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
ა) თუ სატენდერო წინადადების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;
ბ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი უარს განაცხადებს შემსყიდველთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;
გ) თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურების დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
____________________________________
* წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-4 და მე-5 პუნქტები გამოიყენება ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების მე-14 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
6.ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დაიდება პრეტენდენტისათვის მისი ტენდერში გამარჯვების შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან მაქსიმუმ 10 დღეში, გარდა ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების VII თავის 36-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.
7.პრეტენდენტის მიერ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პრეტენდენტი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლო მისი მიერ ტენდერის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობით.
8.შემსყიდველის მიერ განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის შემსყიდველი ვალდებულია გადაუხადოს პრეტენდენტს პირგასამტეხლო მის მიერ სატენდერო წინადადების მომზადებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობით.
9.განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწყება ორივე მხარის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და გრძელდება ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების დღემდე.
შემსყიდველი ორგანიზაციაპრეტენდენტი
(რეკვიზიტები) (რეკვიზიტები)
,,___“_____ _______________ წ. ,,___“_____ _______________ წ.
საქონლის მიწოდების გრაფიკი
საქონლის მიწოდების გრაფიკს შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. საქონლის მიწოდების გრაფიკი წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
საქონლის მიწოდების გრაფიკის მეშვეობით ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს ეძლევათ სრული ინფორმაცია შესასყიდი საქონლის სახეობების, მოცულობების (ეტაპობრივი მიწოდების შემთხვევაში საქონლის თითოეული პარტიის მოცულობის), მიწოდების ადგილის და ვადების (პერიოდულობის) შესახებ, რომლის საფუძველზეც პრეტენდენტები ადგენენ თავის სატენდერო წინადადებებს.
საქონლის მიწოდების ვადების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემსყიდველის მოთხოვნილების დაკმაყოფილების სავალდებულო (სასურველი) ვადები, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისი მუხლები (მაგალითად, ,,საქონლის მიწოდების პირობები“), მიწოდების ადგილიდან მოხმარების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის საჭირო დრო, ხელშეკრულების დადების სავარაუდო ვადა და სხვა ფაქტორები.
რიგითი № მისაწოდებელი საქონლის მოკლე დახასიათება რაოდენობა მიწოდების ადგილი მიწოდების გრაფიკული ვადები
ტექნიკური პირობები
შესყიდვის ობიექტის აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები, მომსახურების აღწერილობა და სხვა უნდა ასახავდეს შესასყიდი საქონლის ობიექტური ტექნიკურ და ხარისხობრივ პარამეტრებს, რომლებიც უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტულ მაჩვენებლებს, მოთხოვნებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს (თუ ასეთები არსებობს).
დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში:
ა) მითითებულ იქნეს კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა ,,მსგავსი“, ,,ეკვივალენტური“ და სხვა;
ბ) გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც შექმნიან დაბრკოლებას ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის.
(საქონლის აღწერისას აუცილებელი იმ პარამეტრების გამოყენება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭებათ და რომლის ჩადებასაც მიზანშეწონილად ჩათვლის შემსყიდველი. საქონლის შესყიდვისას მოცემულ განყოფილებაში ასევე მიეთითება ის სტანდარტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს საქონელი და მისაწოდებელი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები თუ დოკუმენტები, რომელიც უნდა წარმოადგინოს მიმწოდებელმა.
დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც დაბრკოლებას შეუქმნიან ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს.)
სატენდერო წინადადება
თარიღი :_______________________
ვის: _________________________________________________________________________________
(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)
ვისგან: ______________________________________________________________________________
(პრეტენდენტის დასახელება და მისამართი)
შევისწავლეთ რა სატენდერო დოკუმენტაცია, თანახმა ვართ სატენდერო დოკუმენტაციის
შესაბამისად განვახორციელოთ
______________________________________________________________
(შესასყიდი ობიექტის აღწერა)
მიწოდება და გთავაზობთ ზემოაღნიშნულის შესრულებას შემდეგ ფასად: __________ (ციფრებით)
_____________________________________________(სიტყვიერად) ___________________ (ვალუტა).
ალტერნატივა (ალტერნატიული წინადადების წარდგენის დაშვების შემთხვევაში):
________________________________________________________________________________________
(ალტერნატიული წინადადების არსი და ფასი)
ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ვიღებთ ვალდებულებას დავიწყოთ
საქონლის მიწოდება _________ დღის განმავლობაში და დავასრულოთ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ ,,ხელშეკრულება“) ძალაში შესვლიდან ___________ დღეში (სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად აქ შეიძლება ჩაიწეროს საქონლის მიწოდების გრაფიკი ან დაწყება-დასრულების კონკრეტული თარიღი).
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად ჩვენი სატენდერო წინადადება უზრუნველყოფილია გარანტიით (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).
ჩვენი სატენდერო წინადადების გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად ჩვენს მიერ წარდგენილი იქნება _______________________________________ შემდეგ თანხაზე: (საბანკო გარანტია, დაზღვევა ან სხვა)
____________________________________________________________________ (ხელშეკრულების
(ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)
შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში).
წინამდებარე სატენდერო წინადადება ძალაშია _____________________ დღის განმავლობაში,
დაწყებული შემდეგი თარიღიდან: ______________________________
ამით ვადასტურებთ, რომ გაცნობილი ვართ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შესახებ“ დებულებას და ტენდერის მსვლელობის დროს ვიმოქმედებთ დადგენილი ნორმების ფარგლებში.
სატენდერო წინადადებას თან ახლავს შემდეგი დანართები (გვერდების რაოდენობის მითითებით):*
1.ფასების ცხრილი (დანართი 1);
2.
3.
.
_____________________________ ______________________________________
(ხელმოწერა) (თანამდებობა)
__________________________________________________________________________________________
(პრეტენდენტის დასახელება)