Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზედანართი I
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება

სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

37 მუხლირედაქცია №4 ბოლო ცვლილება: 25 მაი. 2002
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

დანართი აქტისა

დანართი I

ხარჯთაღრიცხვა

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში

შემუშავდება ინდივიდუალურად

სატენდერო წინადადების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტიის შემთხვევაში)

ვითვალისწინებთ რა, რომ --------------------------------------------------------------------------------------

(პირი, რომელზეც გაიცემა საგარანტიო წერილი)

(შემდგომში – პრეტედენტი) მზად არის წარმოადგინოს თავისი სატენდერო წინადადება-------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

სატენდერო კომისიის მიერ-----------------------------------------------------------------------შესყიდვაზე

(სამუშაოს დასახელება)

გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად,

ჩვენ ----------------------------------------------------------------------------(შემდგომში-,,ბანკი’’)

(ბანკის დასახელება)

ვ ა დ ა ს ტ უ რ ე ბ თ, რ ო მ

ვიღებთ ვალდებულებას-------------------------------------------------- (შემდგომში – შემსყიდველი)

(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება)

წინაშე, რომლის მიხედვითაც დროულად და სრულად უზრუნველვყოფთ შემსყიდველისათვის----

--------------------------------------------------------------------------------------------------------გადახდას

(თანხა ციფრობრივად, სიტყვიერად, ვალუტის მითითებით)

შემდეგ შემთხვევაში:

1.თუ სატენდერო წინადადებების გახსნის შემდეგ პრეტენდენტმა უარი განაცხადა ტენდერში მონაწილეობაზე, თავისი სატენდერო წინადადების მოქმედების ვადის დასრულებამდე;

2.თუ პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში უარს განაცხადებს შემსყიდველთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე;

3.თუ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულ იქნა შესყიდვის პროცედურის დროს

არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.

გარანტია ძალაში რჩება----------------------------მდე*.

(თარიღი)

ბანკი უზრუნველყოფს საგარანტიო თანხის გადახდას შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, იმ პირობით, რომ შემსყიდველის მოთხოვნაში მითითებული იქნება რომელი ზემოაღნიშნული შემთხვევის (შემთხვევების) დადგომის გამო ეკუთვნის მას ეს თანხა და შემსყიდველის მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე წარედგინება ბანკს გარანტიის მოქმედების ვადის დასრულებამდე.

__________________________________________________________

* გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს პრეტენდენტის სატენდერო წინადადების მოქმედების ვადაზე 30 კალე ნდარული დღით მეტი

________________________

(ხელმოწერა)

_________________________

(სახელი, გვარი,თანამდებობა)

დამოწმებულია ბანკის ბეჭდით _________ _______________ 200 ___ წ.

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

­­­­­­­­­ წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო ,,----------,,----------------------------200--------წ.

ერთი მხრივ----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------(შემდგომში – შემსყიდველი)

(შემსყიდველის დასახელება და იურიდიული მისამართი)

და მეორე მხრივ---------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------(შემდგომში – მიმწოდებელი)

(მომწოდებლის დასახელება და იურიდიული მისამართი)

შორის და მიღწეულ იქნა ურთიერთშეთანხმება შემდეგზე:

შემსყიდველმა გამოაცხადა ტენდერი შესყიდვაზე--------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სამუშაოს მოკლე აღწერა)

და მიიღო მიმწოდებლისგან სატენდერო წინადადება სამუშაოს შესრულებაზე შემდეგ თანხაზე:

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(მიუთითეთ ხელშეკრულების თანხა ციფრებითა და სიტყვიერად)

(შემდგომში – ხელშეკრულების ფასი)

წინამდებარე ხელშეკრულება ადასტურებს შემდეგს:

1.მოცემულ ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები და გამოთქმები ატარებენ იმავე

მნიშვნელობებს, რაც მათ აქვთ მინიჭებული ხელშეკრულების პირობებში.

2.ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქმნიან მოცემულ ხელშეკრულებას და წარმოადგენენ მის

განუყოფელ ნაწილს, კერძოდ:

ა) წინამდებარე ხელშეკრულება;

ბ) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, სამუშაოების შესრულების

მეთოდები, გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვა;

გ) სამუშაოების შესრულების ვადები;

დ) ტექნიკური პირობები;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობები;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები;

ზ) ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (თუ ეს მექანიზმი გამოიყენება);

თ) ნახაზები და სპეციფიკაციები.

3.მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შეუსრულოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული სამუშაოები ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4.შემსყიდველი იღებს ვალდებულებას აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობებში ასახულ ვადებში და ფორმით.

5.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო პროცესში ჩართული საინჟინრო- ტექნიკური პერსონალის და მუშა-მოსამსახურეების შემადგენლობა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებით არანაკლებ 70%-ის ოდენობით, თუ სამშენებლო ობიექტი განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე.

ყოველივე ზემოთქმულის დასტურად მხარეებმა გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავში მითითებულ დღესა და წელს.

ხელის მოწერა და ბეჭედი-----------------------------------------------------------------------------------

(შემსყიდველის სახელი, გვარი)

ხელის მოწერა და ბეჭედი-----------------------------------------------------------------------------------

(მომწოდებლის სახელი, გვარი)

ხელშეკრულების საერთო პირობები

________________________________________________________________

ხელშეკრულების საერთო პირობები წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. ისინი ატარებენ ტიპიურ ხასიათს და უნდა იქნენ გამოყენებული ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შეესაბამება კონკრეტულ შესყიდვას.

________________________________________________________________

1.გამოყენებული ტერმინების განმარტებები

ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

1.1. ,,ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ (შემდგომში – ხელშეკრულება)-შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულებას, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.

1.2 „ხელშეკრულების ღირებულება’’ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;

1.3. „შეწმსყიდველი ორგანიზაცია’’ (შემდგომში—,,შემსყიდველი’’) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;

1.4. „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და ახორციელებს სამუშაოებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;

1.5. „დღე“, ,,კვირა“, „თვე’’ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.

2.სტანდარტები

2.1. ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ პირობებში მითითებულ სტანდარტებს.

3.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი

3.1. ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში და/ან ტექნიკურ პირობებში უნდა იყოს მითითება, თუ რა სახის შემოწმებები და გამოცდები სჭირდება შემსყიდველს და ასევე სად უნდა გაიმართოს ისინი. შემსყიდველმა წერილობითი სახით და თავისდროულად უნდა აცნობოს მიმწოდებელს ამ მიზნებისათვის განკუთვნილი თავისი წარმომადგელების შესახებ.

3.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.

3.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.

3.4. ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მოცემული ხელშეკრულების გარანტიისა ან სხვა ვალდებულებებისაგან.

4.სამუშაოს შესრულების პირობები

4.1. სამუშაოს შესრულება ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით.

4.2. სამუშაოების შესრულების ვადებში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობისა და მისი შესრულების მიმდინარეობაზე შემსყიდველის ან მისი წარმომადგენლის მიერ კონტროლის საკითხები ასახულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

4.3. ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება შეიტანოს გრაფიკში ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე.

5.დაზღვევა (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

5.1. მიმწოდებელი ვალდებულია დააზღვიოს შესყიდვის ობიექტი და /ან მისი ნაწილები (ცალკეული ელემენტები, დანადგარები და წარმოების სხვა საშუალებები, ქონება, მიმწოდებლის და/ან სუბკონტრაქტორის პერსონალი და სხვა) ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.

6.თანმდევი მომსახურება

6.1. მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით გათვალისწინებული თანმდევი მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან და/ან შესყიდვის ობიექტის შემდგომ ექსპლუატაციასთან.

6.2. თანმდევი მომსახურების ღირებულება შედის ხელშეკრულების ფასში.

7.შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი

7.1. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7.2. შესყიდვის ობიექტის მიღების და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები, ეტაპი და წესი ასახულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

7.3. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

7.4. შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზის მითითებით.

8.ანგარიშსწორება

8.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული ფორმითა და ვადებში მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

8.2. მიმწოდებლის წერილობით მოთხოვნას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული დოკუმენტაცია.

9.ანგარიშსწორების ვალუტა

9.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში (თუ მიმწოდებელი საქართველოს რეზიდენტია).

9.2. ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ საანგარიშსწორებო ვალუტაში მისი ლართან მიმართებაში დაფიქსირებული კურსით.

10.ფასები

10.1. ხელშეკრულებაში მითითებული ფასების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ გათვალისწინებულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

11.ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა

11.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა.

11.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

11.3. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაურესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

12.უფლებების გადაცემა

12.1. მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ, არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავისი ვალდებულებები.

13.სუბკონტრაქტორები

13.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის შესახებ, თუ ეს უკვე არ არის მითითებული სატენდერო წინადადებაში.

13.2. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

13.3. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არც ერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით არსებული მატერიალური ან სხვა ვალდებულებებისაგან.

14.ხელშეკრულების შესრულების შეფერხება

14.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შასაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.

14.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.

15.ხელშეკრულების შესრულების გარანტია (ამ მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში)

15.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო. (გარანტირების მექანიზმის გამოყენება სავალდებულოა, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 8 000 000 ლარს და გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 პროცენტს და არ უნდა იყოს 2 პროცენტზე ნაკლები). იმ გარემოების ჩამონათვალი რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას და აღნიშნულ გარემოებათა დადგომის გამო, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საგარანტიო თანხის გამოყენების წესი განსაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

15.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

15.3. მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

16.ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა

16.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები გასაზღვრულია ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში.

16.2. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი

ვალდებულებების შესრულებისაგან.

17.ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო

17.1. შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:

ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია შეასრულოს სამუშაო ან მისი ნაწილი;

ბ) თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება.

17.2. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლბს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.

17.3. შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:

ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;

ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;

გ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

17.4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

18.ფორს-მაჟორი

18.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.

18.2. ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი’’ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.

18.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნება ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.

19.სადავო საკითხების გადაწყვეტა

19.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.

19.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შეწყვეტილი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადავო საკითხების შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს, თუ ხელეშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

20.გამოყენებული სამართალი

20.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

21.ხელშეკრულების ენა

21.1. ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლაპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის, უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.

22.შეტყობინება

22.1. ნებსმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.

22.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.

23.გადასახადები და დაბეგვრა

23.1. უცხოური მიმწოდებელი პასუხს აგებს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადების, ბაჟების, მოსაკრებლების და სხვა გადასახადელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ.

23.2. ადგილობრივი მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადსახადის, მოსაკრებლის და სხვა გასახდელების გადახდაზე, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები

_______________________________________________________________

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის შემადგენელ ნაწილს და მას შეიმუშავებს შემსყიდველი ორგანიზაცია. მისი შედგენის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულების საერთო პირობები, ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის და შემსყიდველის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოების შესრულება.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მეშვეობით ხორციელდება ხელშეკრულების საერთო პირობების შევსება, დაზუსტება და ცალკეული შესყიდვისათვის დამახასიათებელი პირობების დაკონკრეტება.

ხელშეკრულების სპეციფიკურ და საერთო პირობებს შორის ურთიერთშეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სპეციფიკური პირობების შესაბამის მუხლებს.

სპეციფიკური პირობების საბოლოო ვარიანტი, შესაძლებელია დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.

_______________________________________________________________

[დახრილი შრიფტით დაბეჭდილი ტექსტი წარომოადგენს ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შედგენის ინსტრუქციებს, ხოლო ჩვეულებრივი შრიფტით დაბეჭდილია მუხლების ფორმულირების ნიმუშები, რომლებიც ატარებენ სარეკომენდაციო ხასიათს და მათი გარემოება თითოეული კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში სავალდებულო არ არის. მუხლის სათაურთან მითითებული ციფრები აღნიშნავენ ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამის მუხლებს.]

1.ხელშეკრულების დამდები მხარეები

[ ამ მუხლში უნდა ჩაიწეროს, როგორც შემსყიდველის ისე მიმწოდებლის სახელწოდება და რეკვიზიტები (მისამართის მითითებისას უნდა ჩაიწეროს, როგორც მხარეების ადგილმდებარეობა, ასევე საფოსტო მისამართი, რომელზეც მოხდება ოფიციალური მიმოწერა.)]

2.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (3)

[ამ მუხლში უნდა განისაზღვროს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, კონტროლის ფორმები, ვადები (პერიოდულობა), მისი განხორციელების ადგილი და ხელშეკრულების შესრულების შუალედურ კონტროლთან დაკავშირებული პირები (ჯგუფის შემადგენელობა) და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

3.სამუშაოს შესრულების პირობები (4)

[სამუშაოს შესრულება ხორციელდება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში მოცემული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების ამ მუხლში განისაზღვრება მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის კონტროლის და მასში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობის საკითხები.]

4.დაზღვევა (5)

[ ამ მუხლში განისაზღვრება შემსყიდველის მოთხოვნები შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ცალკეული ნაწილების დაზღვევის მიმართ, თუ ასეთი მოთხოვნები არსებობს. კერძოდ, მითითებულ უნდა იქნეს, თუ რისი დაზღვევა უნდა განხორციელდეს, რა სახის რისკისაგან უნდა მოხდეს დაზღვევა, ვინ განახორციელებს დაზღვევას, ვის სახელზე მოხდება დაზღვევა, რა თანხაზე უნდა მოხდეს დაზღვევა, ასევე დაზღვევასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი ინფორმაცია.]

5.თანამდევი მომსახურება (6)

[ ამ მუხლში დეტალურად უნდა აღიწეროს ის თანმდევი მომსახურება, მისი შესრულების ვადები, ადგილები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულებისას (თანმდევ მომსახურებად შეიძლება განხილულ იქნეს მაგალითად, მომსახურე პერსონალის მომზადება, ტექნიკური დანადგარების მონტაჟი და გაშვება და ა.შ.)]

6.შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი (7)

[ამ მუხლში უნდა აისახოს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია. კერძოდ: შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების პირობები (ერთიანი, ეტაპობრივი თუ სხვა), იმ დოკუმენტების ნუსხა, რომელთა წარმოდგენის საფუძველზეც მოხდება შესყიდვის ობიექტის ან/და მისი ნაწილების მიღება-ჩაბარება, მითითებას დოკუმენტის სახეობაზე, რომლითაც გაფორმდება მიღება-ჩაბარება, ინფორმაციას საბოლოო შემოწმების ადგილისა და პირობების, საბოლოო შემოწმების და მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილე მხარეთა თაობაზე, და ა.შ.]

7.გარანტია

[ ამ მუხლში განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.]

8.ანგარიშსწორება (8)

[ ამ მუხლში მითითებულ უნდა იქნეს ანგარიშწორების ფორმა, ვადები (გრაფიკი), ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი და სხვა ინფორმაცია, რომლის მითითებასაც აუცილებლად ჩათვლის შემსყიდველი.]

ნიმუში:

1.ანგარიშსწორების ფორმა იქნება: _________________________________

(გადარიცხვა, ინკასო ან სხვა)

2.ანგარიშსწორების ვადა (გრაფიკი): _______________________________________________________

(მაგ. წინასწარი ანგარიშსწორება გარევეული

_________________________________________________________________________________________

პროცენტით, შემსყიდველის ფაქტობრივი დაფინანსების შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ან სხვა. დასაშვებია ანგარიშსწორების გრაფიკის განსაზღვრა სხვადასხვა ვარიანტების კომბინირებით)

3.ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, შემდეგი

დოკუმენტები

__________________________________________________________________________________________

(ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.)

[წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენებისას ამავე მუხლში მიეთითება წინასწარ გადასახდელი თანხის პროცენტული ოდენობა მიმწოდებლის სატენდერო წინადადების ღირებულებასთან მიმართებაში და მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საავანსო თახის შესაბამისი ოდენობის გარაგნტიის ფორმა, წარდგენის და მოქმედების ვადები]

ნიმუში:

1.მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი განახორციელებს წინასწარ ანგარიშსწორებას მიმწოდებელთან მისი სატენდერო წინადადების საერთო ღირებულების ______ პროცენტის ოდენობით, მიმწოდებლის მიერ იმავე ოდენობის თანხაზე საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ.

2.მიმწდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იყოს ძალაში სამუშაოს შესრულების დასრულებამდე.

9.ფასები (10)

[ეს მუხლი ჩაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი დასაშვებად ჩათვლის ხელშეკრულებაში მითითებული ფასების შეცვლას. ამ მუხლში აისახება ის შემთხვევები, როდესაც დასაშვები იქნება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების გადასინჯვა (მაგ. ინფლაციის მაღალი დონე, სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება, საგადასახადო რეჟიმის შეცვლა და სხვა). გარდა ამისა, უდა განისაზღვროს ხელშეკრულების ფასის ცვლილების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი და ყოველ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებში – ცვლილებების გაანგარიშების წესი].

10.ხელშეკრულების შესრულების გარანტია (15)

[ეს მუხლი იდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მხოლოდ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მექანიზმის გამოყენების შემთხვევში და იგი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გარანტიის დაუბრუნებლობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) პირობებს. კერძოდ, იმ გარემოებების ჩამონათვალს, რომელთა დადგომა გამოიწვევს მიმწოდებლისათვის გარანტიის დაუბრუნებლობას, შემსყიდველისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო თანხის გამოყენების წესს და ა.შ.]

იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნულ ტენდერში გამოყენებულ იქნება

______________________________________________________________________ მექანიზმის

(გარანტირების და/ან დაზღვევის)

შემდეგი სახე (სახეები): _______________________________________________________

(საბანკო გარანტია, აკრედიტივი, დამოწმებული ჩეკი)

_______________________________________________________________________________________

ქონების, პერსონალის, მოწყობილობა-დანადგარების დაზღვევა და სხვა)

11.ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (16)

[ამ მუხლით განისაზღვრება საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები, რომლებიც გამოყენებულ იქნება მიმწოდებლის მიმართ, მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში.]

ნიმუში:

ხელშეკრულებით ნაკისრი ვაალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული კვირისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელეკრულების ღირებულების ________ პროცენტის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭრბებს ხელშეკრულების ღირებულებას _________ პროცენტს, შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება..

[ამ მაგალითში ჩადებული პირგასამტეხლოს პროცენტული განაკვეთი უნდა განისაზღვროს ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე].

12.სადავო საკითხების გადაწყვეტა (19)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი დასაშვებად მიიჩნევს სადავო საკითხების გადაწყვეტას საერთაშრისო ან უცხო ქვეყნის სასამართლოში განხილვის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში მითითებული უნდა იყოს ის სასამართლო, რომელსაც მხარეები მიმართავენ მათ შორის წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით.]

13.გადასახადები და დაბეგვრა (23)

[ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ თავად უზრუნველყოს საქართვლოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი გადასახადის (მოსაკრებლის, ბაჟის) გადახდა. ასეთ შემთხვევაში ამ მუხლში დაწვრილებით უნდა ჩამოითვალოს და დაკონკრეტდეს საქართვლოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ყველა ის გადასახადი, ბაჟი ან მოსაკრებელი, რომლის გადახდასაც იღებს თავის თავზე შემსყიდველი.]

ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა

(საბანკო გარანტია)

ვის----------------------------------------------------------------------------------------------------------------

(შემსყიდველის დასახელება)

მხედველობაში ვიღებთ რა, რომ------------------------------------------------------------------------------

(მიმწოდებლის დასახელება)

შემდგომში,,მიმწოდებელმა“-------------------------------------ტენდერში წარდგენილი თავისი

(ტენდერის დასახელება)

სატენდერო წინადადებების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს საბანკო გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ თანახმა ვართ გავცეთ მიმწოდებლის სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია.

ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე

----------------------------------------------------- ---------------------------------------------------

(თანხა ციფრებით) (თანხა სიტყვებით)

და ვკისრულობთ ზემოაღნიშნული თანხის გადახდას მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე მოთხოვნისთანავე.

წინამდებარე გარანტია ძალაშია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოოდ დამთავრებამდე.

გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი

---------------------------------------------------

----------------------------------------------------

____________________________________________________________

(თარიღი)

____________________________________________________________

(მისამართი)

ნახაზები და სპეციფიკაციები

ყოველ კონკრეტულ შემხვევაში

შემუშავდება ინდივიდუალურად

ნიმუში

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1.________________________________________________________________________________________

(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და რეკვიზიტები)

აცხადებს _______________________________ ტენდერს ______________________________________

(ღია, დახურული) (შესასყიდი საქონლის და თანმდევი

________________________________________________________________________________________________

მომსახურების მოკლე აღწერა)

შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

2.მიწოდების ______________________________ვადაა: ________________________

(სავალდებულა ან სასურველი)

3.დაინტერსებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები, ქართულ და _________ ენაზე, უნდა

წარმოადგინონ _____ დან _______ მდე შემდეგ მისამართზე:

_____________________________________

_______________________________________________________________________________________

4.საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

4.1. იურიდიული პირებისათვის:*

ა) ცნოებს, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაციმა ან ლიკვიდაცია და მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;

ბ) ცნობას, რომ მისი ხელმძღვანელი უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ იყო მსჯავრლდებული და მოცემულ მომენტში მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკურ ან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანიშნულისათვის;

4.2. ფიზიკური პირისათვის:*

ა) ცნობას, რომ სასამართლოს მიერ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არა აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;

ბ) ცნობას, რომ იგი უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ იყო მსჯავრდებული და მოცემულ მომენტში მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკურ ან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის;

4.3. როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიული პირისათვის:*

ა) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

ბ) ___________________________ (ცნობები ან ინფორმაციები, რომელთა მოთხოვნასც შემსყიდველი მიზანშეწონილად ჩათვლის).

5.იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას, თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს მე-4 მუხლში მოცემულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

6.სატენდერო დოკუმენტაციის მიღება ტენდერში მონაწილე პრენტენდენტებს, ________ ლარის ოდენობას სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, შეეძლებათ მისამართზე: ____________________________

_______________________________________________________________

7.** პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ალტერნატიული წინადადებები.

8.დამატეყითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან _______________________________________________________________________________, მისამართზე ___________________________________________________________________________________________

სატეენდერო კომისიის თავმჯდომარე: _________________________________

___________________________________

* თითოეული საკვალიფიკაციო მონაცემებისათვის მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანო, საიდანაც უნდა მოჯდეს ცნობების და ინფორმაციის წარმოდგენა

ნიმუში

საკვალიფიკაციო მონაცემები

(აღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მისი გამოყენების შემთხვევაში იგი ჩაიდება განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ)

1.მონაწილის იურიდიული სტატუსი (ასლის დართვით)

რეგისტრაციის ადგილი: ____________________________________________

მოღვაწეობის ძირითადი ადგილი: ____________________________________

სატენდერო წინადადების ხელის მომწერისათვის გაცემული მინდობილობა (დაურთეთ).

ბოლო 5 (ხუთი) წლის ფინანსური ანგარიშები (ბალანსები, აუდიტორული დასკვენი

2.უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გაწეული მომსახურების საერთო მოცულობა ლარებში: _________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________

3.უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში განხორციელებული ან მოცემული პერიოდში მიმდინარე ანალოგიური მიწოდება:

N საქონლის დასახელება შემსყიდველის დასახელება ხელშეკრულების ღირებულება 1. 2. 3. . . . .

4.მომსახურების გაწევისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარები:

N მოწყობილო- ბა-დანად - გარის სახე აღწერილო- ბა, მოდელი და ასაკი რაოდენობა მდგომარეობა (ახალი, ნახმარი, მოძველებული) საკუთარი, იჯარით აღებული (ვისგან), შეძენილ იქნა (ვისგან) 1. 2. 3. . . . .

_________________________________________

* თითოეული საკვალიფიკაციო მონაცემებისათვის მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანო, საიდანაც უნდა მოხდეს ცნობების და ინფორმაციის წარმოდგენა

** ეს პუნქტი ჩაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი დასაშვებად ჩათვლის ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენას.

5.ტენდერში მონაწილის ძირითად ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავეთა კვალიფიკაცია და ნამოცდილება:

თანამდებობა გვარი, სახელი, მამის სახელი მუშაობის საერთო გამოცდილება (წელი) ანალოგიურ თანამდებობებზე მუშაობის გამოლცდილება (წელი)

6.სუბკონტრაქტორის მიერ განსახორციელებელი მიწოდება:

განსახორციელებელი მიწოდების სახე სუბკონტრაქტის ფასი სუბკონტრაქტორი (დასახელება, მისამართი) სუბკონტრაქტორის მიერ ანალოგიური მიწოდების განხორციელების გამოცდილება

7.ინფორმაციის მიმდინარე სასამართლო განსჯადრობის შესახებ, რომელშიც ჩართულია ტენდერის მონაწილე:

განსჯადობის სხვა მონაწილეები დავის საგანი სადავო თანხები

8.ბოლო 5 (ხუთი) წლის ფინანსური ანგარიშები (ბალანსები, აუდიტორული დასკვნები და ა.შ.) ქვემოთ ჩამოთვალეთ და დაურთეთ ასლები.

__________________________________________________________________________________________

9.ინფორმაცია საფინანსო რეკსურსების შესახებ (ფულადი სახსრები, საკრედიტო საშუალებები და ა.შ.) ქვემოთ ჩამოთვალეთ და დაურთეთ დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

_________________________________________________________________________________________

10.საგადასახადო დავალიანებები სახელმწიფო ბიუჯეტისადმი, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო ფონდისადმი და სხვა (უპასუხეთ და დაურთეთ დამადასტურებელი დოკუმენტები).

__________________________________________________________________________________________

11.მონაწილე ადასტურებს, რომ იგი შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ყველა წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნას.

ზემოთ ჩამოთვლილის ჭეშმარიტებას ვადასტურებ:

ხელმოწერა: __________________________

ბეჭედი:

თანამდებობა: ________________________

ნიმუში

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1.________________________________________________________________________________________

(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და რეკვიზიტები)

აცხადებს _______________________________ ტენდერს ______________________________________

(ღია, დახურული) (შესასყიდი საქონლის და თანმდევი

________________________________________________________________________________________________

მომსახურების მოკლე აღწერა)

შესასყიდად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

2.მიწოდების ______________________________ვადაა: ________________________

(სავალდებულა ან სასურველი)

3.დაინტერსებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები, ქართულ და _________ ენაზე, უნდა

წარმოადგინონ _____ დან _______ მდე შემდეგ მისამართზე:

_____________________________________

_______________________________________________________________________________________

4.საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

4.1. იურიდიული პირებისათვის:*

ა) ცნოებს, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაციმა ან ლიკვიდაცია და მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;

ბ) ცნობას, რომ მისი ხელმძღვანელი უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ იყო მსჯავრლდებული და მოცემულ მომენტში მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკურ ან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანიშნულისათვის;

4.2. ფიზიკური პირისათვის:*

ა) ცნობას, რომ სასამართლოს მიერ მას მთლიანად ან ნაწილობრივ არა აქვს შეზღუდული ქმედითუნარიანობა;

ბ) ცნობას, რომ იგი უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არ იყო მსჯავრდებული და მოცემულ მომენტში მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ეკონომიკურ ან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის;

4.3. როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიული პირისათვის:*

ა) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

ბ) ___________________________ (ცნობები ან ინფორმაციები, რომელთა მოთხოვნასც შემსყიდველი

მიზანშეწონილად ჩათვლის).

5.იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას, თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს მე-4 მუხლში მოცემულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

___________________________________

* თითოეული საკვალიფიკაციო მონაცემებისათვის მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანო, საიდანაც უნდა მოჯდეს ცნობების და ინფორმაციის წარმოდგენა

6.სატენდერო დოკუმენტაციის მიღება ტენდერში მონაწილე პრენტენდენტებს, ________ ლარის ოდენობას სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, შეეძლებათ მისამართზე: ____________________________

_______________________________________________________________

7.** პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ალტერნატიული წინადადებები.

8.დამატეყითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან _______________________________________________________________________________, მისამართზე

__________________________________________________________________________________________

სატეენდერო კომისიის თავმჯდომარე: _________________________________

ნიმუში

საკვალიფიკაციო მონაცემები

(აღნიშნული საკვალიფიკაციო მონაცემები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და მისი გამოყენების შემთხვევაში იგი ჩაიდება განცხადებაში ტენდერის ჩატარების შესახებ)

1.მონაწილის იურიდიული სტატუსი (ასლის დართვით)

რეგისტრაციის ადგილი: ________________________________________________________________

მოღვაწეობის ძირითადი ადგილი: _______________________________________________________

სატენდერო წინადადების ხელის მომწერისათვის გაცემული მინდობილობა (დაურთეთ).

2.უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში განხორციელებული მიწოდების საერთო მოცულობა ლარებში:

________________________________________________________

________________________________________________________

3.უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში განხორციელებული ან მოცემული პერიოდში მიმდინარე ანალოგიური მიწოდება:

№ საქონლის დასახელება შემსყიდველის დასახელება ხელშეკრულების ღირებულება 1. 2. 3. . . . .

_________________________________________

* თითოეული საკვალიფიკაციო მონაცემებისათვის მითითებულ უნდა იქნეს შესაბამისი ორგანო, საიდანაც უნდა მოხდეს ცნობების და ინფორმაციის წარმოდგენა

** ეს პუნქტი ჩაიდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი დასაშვებად ჩათვლის ალტერნატიული წინადადებების წარმოდგენას.

4.სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ძირითადი მანქანა-მექანიზმები, სატრანსპორტო საშუალებების და მოწყობილობა-დანადგარები:

№ მოწყობილობა- მექანიზმის დასახელება აღწერილო- ბა, მოდელი , ტიპი, მარკა და ასაკი რაოდენობა მდგომარეობა (ახალი, ნახმარი, მოძველებული) საკუთარი, იჯარით აღებული (ვისგან), შეძენილ იქნა (ვისგან) 1. 2. 3. . . . .

5.ტენდერში მონაწილის ძირითად ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავეთა კვალიფიკაცია და ნამოცდილება:

თანამდებობა გვარი, სახელი, მამის სახელი მუშაობის საერთო გამოცდილება (წელი) ანალოგიურ თანამდებობებზე მუშაობის გამოლცდილება (წელი)

6.სუბკონტრაქტორის მიერ განსახორციელებელი მიწოდება:

განსახორციელებელი მიწოდების სახე სუბკონტრაქტის ფასი სუბკონტრაქტორი (დასახელება, მისამართი) სუბკონტრაქტორის მიერ ანალოგიური მიწოდების განხორციელების გამოცდილება

7.ინფორმაციის მიმდინარე სასამართლო განსჯადრობის შესახებ, რომელშიც ჩართულია ტენდერის მონაწილე:

განსჯადობის სხვა მონაწილეები დავის საგანი სადავო თანხები

8.ბოლო 5 (ხუთი) წლის ფინანსური ანგარიშები (ბალანსები, აუდიტორული დასკვნები და ა.შ.) ქვემოთ ჩამოთვალეთ და დაურთეთ ასლები.

__________________________________________________________

9.ინფორმაცია საფინანსო რეკსურსების შესახებ (ფულადი სახსრები, საკრედიტო საშუალებები და ა.შ.) ქვემოთ ჩამოთვალეთ და დაურთეთ დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

__________________________________________________________

10.საგადასახადო დავალიანებები სახელმწიფო ბიუჯეტისადმი, სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო ფონდისადმი და სხვა (უპასუხეთ და დაურთეთ დამადასტურებელი დოკუმენტები).

__________________________________________________________

11.მონაწილე ადასტურებს, რომ იგი შეესაბამება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ყველა წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნას.

ზემოთ ჩამოთვლილის ჭეშმარიტებას ვადასტურებ:

ხელმოწერა: ___________________________

ბეჭედი:

თანამდებობა: _________________________