1.სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის 90% ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 10% – შესაბამის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2.სამხედრო სავალდ ებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის გადახდის ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3.სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების განსაზღვრისა და ამ შემოსავლების მიღებაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტი ყოველი წლის 1 აგვისტომდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის გაანგარიშებებს ამ მოსაკრებლიდან მომდევნო საბიუჯეტო წელს მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მოცულობების შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2230 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.66 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №889 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.230 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1390 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2558 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7027 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.