Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

5 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 25 მაი. 2012
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ამ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებს მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე ან 362-ე მუხლით ან/და 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია თავის ან ახლო ნათესავის სასარგებლოდ ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან ან/და ამ დოკუმენტში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან. შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული „ახლო ნათესავი“. სა ქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 2

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომ ე ლმაც შესაბამისი დანაშაული ჩაიდინ ა 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე იმ პირზე, რომ ე ლმაც აღნიშნული დანაშაულის 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაცემული ყალბი დოკუმენტი ან დოკუმენტში არსებული არასწორი მონაცემი გამოიყენა ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულზე ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის არ არის დაწყებული გამოძიება.

მუხლი 3

თუ ამნისტიის მოთხოვნით განცხადების მიღების უფლებამოსილების მქონე დაწესებულება ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციას ფლობს შესაბამისი პირის მომართვის გარეშე, გამოძიების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, თუ დანაშაულის ჩამდენმა პირმა ამ ვადამდე არ განაცხადა შესაბამისი დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

მუხლი 4

ამნისტიის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ​ მ. სააკაშვილი თბილისი, 2011 წლის 14 ივნისი. №4753 –I ს შეტანილი ცვლილებები:

1.სა ქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლები დასაწყისში