Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ

21 მუხლირედაქცია №10 ბოლო ცვლილება: 4 დეკ. 2009
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

მოსამართლის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2

ეს კანონი ადგენს მოსამართლის, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის წესს, თანამდებობრივ განაკვეთზე დანამატის სახეებს, მათ ოდენობას და გაცემის წესს, აგრეთვე სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების სხვა გარანტიებს.

მუხლი 3

სახელმწიფო, მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ვალდებულია შეუქმნას მას საქმიანობისა და ცხოვრების სათანადო პირობები.

მუხლი 4

მოსამართლეთა ხელფასი და მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №686 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.202 თავი II მოსამართლის უფლება-მოვალეობანი, ხელფასი, მატერიალური შეღავათები და სოციალური დაზღვევა

მუხლი 5

1.მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატისაგან.

2.მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს კანონით.

3.(ამოღებულია). საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №679 - სსმ I, №2, 10.01.2005 წ., მუხ.5 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2480 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.419 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2491 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.428

მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2072 – სსმ I, №9, 16.04.2003 წ., მუხ.51 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2480 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.419

მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №679 - სსმ I, №2, 10.01.2005 წ., მუხ.5 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2480 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.419

მუხლი 8

1.სახელმწიფო უზრუნველყოფს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პირობებს.

2.თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მოსამართლის განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.

მუხლი 9

სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე, ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის ან ომის დროს, აგრეთვე სამხედრო შეკრებაზე გაწვევას არ ექვემდებარება.

მუხლი 10

1.მოსამართლედ გამწესება არ იწვევს პირის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის შეწყვეტას.

2.პირი, რომელიც გამწესდა მოსამართლედ, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.

მუხლი 11

მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად ქალაქში (რაიონში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს.

მუხლი 12

1.მოსამართლე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით.

2.(ამოღებულია).

3.უცხო ქვეყანაში მივლინებისას მოსამართლეს მიეცემა დანამატი დღიური ანაზღაურების 30 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2491 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.428

მუხლი 13

დაუშვებელია მოსამართლისათვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2453 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.398

მუხლი 14

1.სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას გარდაცვლილი მოსამართლის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მოსამართლის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

2.მოსამართლეს, რომელმაც შრომის უნარი დაკარგა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მიეცემა დახმარება: ა) შრომის უნარის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) შრომის უნარის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

3.მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2453 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.398

მუხლი 15

მოსამართლეს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მიყენებული მატერიალური ზიანი სრულად უნაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 16

მოსამართლეს სასამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტების და 86 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მისი ამოქმედების შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2606 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.179 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2453 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.398

მუხლი 17

1.მოსამართლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და იგი ხორციელდება საერთო სასამართლოების ბიუჯეტიდან მოსამართლის უფლებამოსილების ვადით.

2.მოსამართლის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.

3.ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობებსა და ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 18

მოსამართლის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველსაყოფად, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს იუსტიციის საბჭომ ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის გამოსავლენად შეიმუშაოს შესარჩევი კონკურსის პირობები და ჩატარების წესი.

მუხლი 19

ამ კანონის მე-14 მუხლი გავრცელდეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მუხლი 20

ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, პენსიაში გასულ იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 85 2 მუხლის საფუძველზე გაუგრძელდა უფლებამოსილება, დაენიშნოს სამისდღეშიო პენსია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.

მუხლი 21

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო მე-11, მე-19 და მე-20 მუხლები – 2003 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3195 – სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.247 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №845 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.221 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი , 2002 წლის 3 დეკემბერი . №1779-Iს შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2072 – სსმ I, №9, 16.04. 2003 წ., მუხ.51 2. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2606 – სსმ I, №24, 20.08. 2003 წ., მუხ.179 3. საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3195 – სსმ I, №33, 31.12. 2003 წ., მუხ.247 4. საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №679 - სსმ I, №2, 10.01. 2005 წ., მუხ.5 5. საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №686 - სსმ I, №41, 30.12. 2004 წ., მუხ.202 6. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №845 - სსმ I, №42, 31.12. 2004 წ., მუხ.221 7. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2453 - სსმ I, №56, 28.12. 2005წ., მუხ.398 8. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2480 - სსმ I, №56, 28.12. 2005წ., მუხ.419 9. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2491 - სსმ I, №56, 28.12. 2005წ., მუხ.428 ძალადაკარგულია – საქართველოს 200 9 წლის 4 დეკემბრის ორგანული კანონი №2 257 - სსმ I, № 41 , 08.12. 200 9 წ., მუხ. 300

მუხლები დასაწყისში