საქართველოს მინისტრის ბრძანება

სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

51 მუხლირედაქცია №29 ბოლო ცვლილება: 15 ივლ. 2026
მუხლები კითხვის რეჟიმი ქრონოლოგია

მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო

1.ეს წესი ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

2.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოსამსახურე/მოსამსახურეები – სამხედრო მოსამსახურე(ებ)ი, სპეციალური წოდების მქონე ან სამოქალაქო პირ(ებ)ი; ბ) მინისტრი/სამინისტრო – საქართველოს თავდაცვის მინისტრი/სამინისტრო; გ) (ამოღებულია - 12.12.2018, №94); დ) (ამოღებულია - 12.12.2018, №94); ე) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 12.02.2014 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 20 იანვრის №43 ბრძანება.

მუხლი 2 (მეორე). სამსახურში მიღების წესი

1.სამხედრო პოლიციაში მიიღება საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 21 წლის ასაკიდან, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, რომელსაც პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს. სამსახურში მისაღები პირის მაქსიმალური ასაკი შესაძლებელია დადგინდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.სამხედრო პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და გათავისუფლებიდან არ გასულა 1 წელი; დ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აკმაყოფილებს თანამდებობისათვის დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ე) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან სხვა მძიმე ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი; ვ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი; ზ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; თ) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ი) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; კ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეზე, სამხედრო მოსამსახურის სამხედრო პოლიციაში სამუშაოდ მიღებაზე შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება თავდაცვის კოდექსით.

4.მოსამსახურეები მუდმივ შტატზე ინიშნებიან არაუმეტეს 12-თვიანი გამოსაცდელი, განუსაზღვრელი ან კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით. გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შემთხვევაში ამ ვადის ამოწურვისას სამსახურის ვადის გაგრძელების თაობაზე ბრძანების გამოუცემლობის შემთხვევაში მოსამსახურე დაითხოვება/თავისუფლდება სამსახურიდან სამსახურის ვადის გასვლის გამო.

5.პირის სამსახურში მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №664 - ვებგვერდი, 29.08.2011 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 მაისის ბრძანება №369 - ვებგვერდი, 10.05.2012 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანება №639 - ვებგვერდი, 26.07.2012 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესი

მუხლი 3 (მეორე). საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები

1.ყოველი თანამდებობისათვის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2.მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს როგორც სამსახურში მიღებამდე, ისე სამსახურის გავლისას.

3.მოსამსახურეთა ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები, თანამდებობრივი ინსტრუქციები და მითითებები დგინდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

4.სამხედრო პოლიციის გამომძიებელს, იურიდიული სამმართველოს თანამშრომელს, აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონის იურისტს უნდა გააჩნდეს უმაღლესი იურიდიული განათლება, ხოლო ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს თანამშრომელს – უმაღლესი საფინანსო/ეკონომიკური განათლება.

5.სამხედრო პოლიციაში სამოქალაქო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების საშტატო კატეგორიის თანამდებობაზე მიიღება პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

მუხლი 4. სამუშაო დრო

1.მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა და პერიოდი, აგრეთვე მის დადგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი განისაზღვრება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2.მოსამსახურისათვის დგინდება არანორმირებული სამუშაო დრო შემდეგ შემთხვევებში: ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; ბ) წვრთნების პერიოდში; გ) საყარაულო განწესის დროს; დ) მობილიზაციისათვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად მშვიდობიანობის დროს ჩატარებული სწავლებისა და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებისას; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 5. კვების კმაყოფა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები

1.მოსამსახურის კვების კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის, ასევე კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის გაცემის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

2.მოსამსახურეს შრომის ანაზღაურება მიეცემა თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, სამსახურიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.მოსამსახურეზე წოდებრივი სარგო (სამხედრო მოსამსახურე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი), თანამდებობრივი სარგო, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია და სათანადო სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული დანამატები/გასაცემლები არ გაიცემა: ა) არასაპატიო მიზეზით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისას; ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას, გარდა: ბ.ა) შვებულების დროს; ბ.ბ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე; ბ.გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მარტის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 23.03.2012 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 12.02.2014 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

მუხლი 5¹. სოციალური დაცვა

1.სამინისტროს მოსამსახურის, მათ შორის, დაჭრილი ან დაშავებული მოსამსახურის და მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მათი ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს სამინისტრო.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მოსამსახურე რეაბილიტაციის დროს: ა) განთავსდება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო განყოფილებაში; ბ) აყვანილი იქნება შესაბამის კვების კმაყოფაზე; გ) უზრუნველყოფილია ტრანსპორტირებით; დ) სარგებლობს მისთვის დაწესებული ყველა სოციალური გარანტიით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №68 - ვებგვერდი, 09.11.2021წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 19.09.2024წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 17.12.2024წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 15 ივლისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 15.07.2026წ.

მუხლი 6. თანამდებობები

1.თანამდებობები განისაზღვრება საშტატო ნუსხით.

2.(ამოღებულია - 15.11.2024, №90).

3.შესაძლებელია შემოღებულ იქნეს სპეციალური თანამდებობები (კაპელანი), რომლებზეც დანიშნულ პირებთან სამსახურებრივი ურთიერთობები შესაძლებელია დარეგულირდეს შესაბამისი თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.

მუხლი 7. სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება

1.მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ამ წესით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ქცევის სპეციალური წესით, ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული და სხვა სამართლებრივი აქტებით.

2.მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითებების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.

მუხლი 7¹. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებზე  დროებითი ფუნქცია-მოვალეობის  დაკისრება

1.სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურში არყოფნის ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამოცემს ინდივიდიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრების თაობაზე.

2.მოსამსახურეზე დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრების ვადას განსაზღვრავს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

3.სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეზე დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4.სამხედო პოლიციის მოსამსახურეზე 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქცია-მოვალოების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.

5.დაუშვებელია მოსამსახურეზე ისეთი დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის კომპეტენციასა და კვალიფიკაციას.

6.მოსამსახურისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქცია-მოვალეობების დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება  მოქმედი კანონმდებლობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 16.03.2018 წ.

მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.

მუხლი 9. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის გაცნობა

მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესი გაეცნობა სამსახურში მიღებისას, ხოლო ცვლილების შეტანისას ან ახალი რედაქციის დამტკიცებისას, როგორც წესი, ცვლილების შეტანის ან ახალი რედაქციის დამტკიცების დღეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.

მუხლი 10. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

1.მოსამსახურის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები განისაზღვრება კანონმდებლობით.

2.წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობები (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისათვის მითითებული ზომების შეფარდებაზე უფლებამოსილი თანამდებობებისა) განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

3.სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის მოსამსახურისათვის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) მადლობის სიგელით დაჯილდოება; გ) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; დ) ადრე დადებული დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა წახალისების ღონისძიებები.

4.დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ე) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) ხელფასის არა უმეტეს 30%-ის დაქვითვა 6 თვემდე ვადით; ზ) თანამდებობიდან გათავისულფება.

5.მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) დისციპლინური გადაცდომა და მის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვრება  ამ ბრძანების  №1 დანართით.

6.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ხდება შემდეგი წესით: ა) წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება ცხადდება ბრძანებით, მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება; ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოსამსახურეს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან ან დისციპლინური გადაცდომის აღმოჩენიდან არა უგვიანეს ორი თვისა. თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, დისციპლინური გადაცდომა ექვემდებარება აღრიცხვას. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ძალაში შედის დაუყოვნებლივ; გ) დისციპლინური გადაცდომის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება; დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ითვლება მოხსნილად, თუ მისი დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მოსამსახურეს არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ვადაზე ადრე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა ხდება წახალისების სახით, უფლებამოსილი პირის მიერ; ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ე.ა) მოსამსახურის ავადმყოფობის, შვებულებაში ან მივლინებაში (გარდა შვებულებაში/მივლინებაში ყოფნისას დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევებისა) ყოფნის დროს. ამ პერიოდში ჩერდება ამ პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადის დენა; ე.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი გადაცდომის შემდეგ გავიდა სამი წელი ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას და საფინანსო/სამეურნეო რევიზიის (შემოწმების) დროს აღმოჩენილი დარღვევების ჩადენიდან გასულია ორი წელი.

6¹.ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) შესაძლებელია მოიხსნას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7.სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების/დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები რეგულირდება სადისციპლინო წესდებით და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 8 მაისის ბრძანება №369 - ვებგვერდი, 10.05.2012 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 14 მაისის ბრძანება №395 - ვებგვერდი, 16.05.2012 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ივლისის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 01.08.2016 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

მუხლი 11. ატესტაცია

1.მოსამსახურის ატესტაცია არის მოსამსახურის პროფესიული უნარებისა და ჩვევების, კვალიფიკაციის (განათლება და გამოცდილება), გაწეული პროფესიული საქმიანობისა და ფსიქოლოგიური/ინტელექტუალური შესაძლებლობების თანამდებობრივ და/ან წოდებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ყოველი თანამდებობისთვის/წოდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

2.ატესტაციას მოსამსახურე შეიძლება დაექვემდებაროს: ა) 3 კალენდარულ წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი) ან ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პერიოდულობით (საატესტაციო პერიოდი), მიუხედავად იმისა,  თუ რა პერიოდია გასული მოსამსახურის სამსახურში ბოლო დანიშვნიდან/გაწვევიდან; ბ) სამსახურებრივი დაწინაურებისას.

3.ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ბ) უმაღლესი ოფიცრის წოდების მქონე მოსამსახურე; გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურე.

4.ატესტაციის ჩატარების ვადებს განსაზღვრავს მინისტრი ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე. მოსამსახურე, რომელიც ატესტაციის ჩატარების დროს იმყოფება შვებულებაში (მათ შორის სამკურნალო შვებულებაში), დროებით შრომისუუნარობის ფურცელზე ან მივლინებაში, ატესტაციას ექვემდებარება სამსახურში გამოსვლის დღიდან არანაკლებ 2 კვირის შემდეგ.

5.მოსამსახურეთა ატესტაციას ახორციელებს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია (კომისიები). შესაძლებელია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით განისაზღვროს საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა.

6.საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები ანაზღაურებისა და ხმის უფლების გარეშე, მათი თანხმობით.

7.ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს: ა)  ტესტირების, წერითი დავალების ან/და გასაუბრების ფორმით; ბ)  ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით.

8.ატესტაციის ჩატარების წესს, მეთოდს და თემატიკას, მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკისა და/ან წოდების გათვალისწინებით განსაზღვრავს საატესტაციო კომისია. ატესტაციის თემატიკა ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას ან პირადად გაეცნოს ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს.

9.დაკავებულ თანამდებობასთან და/ან მინიჭებულ წოდებასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ამოწმებს მოსამსახურის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მიმართებით, აგრეთვე უფლებამოსილია მოისმინოს მოსამსახურის ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

10.საპატიო მიზეზის გარეშე, ატესტაციაზე გამოუცხადებლობის ან ატესტაციის გაუვლელობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოსამსახურე ექვემდებარება ამ მუხლის მე-15 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.

11.საატესტაციო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომაზე თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.

12.კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა.

13.კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

14.კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

15.ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოსამსახურე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას; გ) მოსამსახურე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და/ან მინიჭებულ წოდებას.

16.კომისია ვალდებულია თითოეული მოსამსახურის ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მათ ხელს აწერენ დამსწრე კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

17.ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. ატესტაციის შედეგები წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას. საატესტაციო ფურცლის ნიმუშს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მინისტრი.

18.მოსამსახურე ეცნობა საატესტაციო ფურცელს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, საატესტაციო ფურცელს სამსახურის მიერ უკეთდება შესაბამისი მინაწერი. მოსამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას გადაეცემა საატესტაციო ფურცლის ასლი.

19.ამ მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტებში მოცემული სხდომის ოქმი და საატესტაციო ფურცელი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მათი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ მათ საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გასაჩივრებასთან ერთად.

20.ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს მინისტრს. საატესტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება: ა) ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაწინაურების შესახებ; ბ) ამ მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ბ.ა) სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ; ან ბ.ბ) წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ან/და მოსამსახურის თანამდებობრივი დაქვეითების შესახებ; ან ბ.გ) კადრების განკარგულებაში გაყვანის შესახებ.

21.ამ მუხლის მე-20 პუნქტის: ა) „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები გამოიყენება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით ატესტაციის ჩატარების შემთხვევაში; ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი გამოიყენება ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით  განსაზღვრული ფორმით ატესტაციის ჩატარების შემთხვევაში . საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 12.02.2014 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 23 მაისის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 23.05.2014 წ.

მუხლი 12. სამსახურებრივი ურთიერთობების დროებით შეჩერება

1.მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერება ნიშნავს მოსამსახურის დროებით გათავისუფლებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

2.სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) არ უნარჩუნდება თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო, დანამატები, კვების კმაყოფა, კვების ნაცვლად დაწესებული ფულადი კომპენსაცია და სანივთე ქონების მიღების უფლება.

3.კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარდა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლებია: ა) სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება; ბ) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სისხლის-სამართლებრივი დევნის დაწყება, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირებზე; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა; დ)  სამხედრო მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა; ე) მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორება; ვ) ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა, რომელთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეგზავნა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოსამსახურის უღირსი საქციელის მოტივით სამსახურიდან შესაძლო დათხოვნა/გათავისუფლებასთან დაკავშირებით; ზ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მეორე დღიდან; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან; გ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება  ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მეორე დღიდან; დ) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნის დღიდან; ე) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება სამსახურიდან ჩამოშორების დღიდან; ვ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება შესაბამისი მასალების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადაგზავნის დღიდან; ზ) „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა აითვლება სამსახურიდან დათხოვნის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების წარმოშობის დღიდან და გრძელდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების განმავლობაში.

5.მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი ჩაეთვლება შრომის სტაჟში, მიეცემა შესაბამისი თანამდებობრივი/წოდებრივი სარგო და დანამატები, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა”-„ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსამსახურის მიმართ გამოტანილი იქნება გამამართლებელი გადაწყვეტილება; ბ) „ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება მოსამსახურის სასარჩელო მოთხოვნა (რომლის უზრუნველსაყოფადაც სასამართლომ მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (განჩინება)) და სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილების აღსრულება გამოიწვევს მოსამსახურის ზღვრული ასაკის გაზრდას.

6.მოსამსახურეს, რომელიც სამსახურში გამოცხადდება ნასვამ მდგომარეობაში, სამსახურებრივი ურთიერთობიდან ჩამოაშორებს შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური/უფროსი. მას არ ეძლევა შრომის ანაზღაურება სამსახურიდან ჩამოშორების მთელ პერიოდში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ოქტომბრის ბრძანება №776 - ვებგვერდი, 10.10 .2011 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №798 - ვებგვერდი, 13.10.2011 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012  წლის 23 მარტის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 23.03.2012 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012  წლის 10 მაისის ბრძანება №377 - ვებგვერდი, 11.05.2012 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018  წლის 31 აგვისტოს ბრძანება №68 - ვებგვერდი, 03.09.2018 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2022 წლის 26 ივლისის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 28.07.2022წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.

მუხლი 12¹. შვებულება

1.მოსამსახურეს შვებულება მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2.მოსამსახურეს სამშვიდობო ოპერაციაში როტაციის ვადის ამოწურვისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ერთჯერადად ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით.

3.სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს შვებულება 30-დღემდე ვადით, რომელიც არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში.

4.მოსამსახურეს (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს, სამსახურის პერიოდში ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არაუმეტეს ერთი წლისა, მათ შორის ნაწილ-ნაწილ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს, თანამდებობრივი ან/და წოდებრივი სარგოს, დანამატის შენარჩუნების, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისა და სანივთე ქონების მიღების უფლების გარეშე. აღნიშნული პერიოდი ჩაითვლება სამსახურის სტაჟში. სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობის საკითხი რეგულირდება თავდაცვის კოდექსით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 14.11.2016 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

მუხლი 13. კადრების განკარგულება

1.მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ბ) მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. ( ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება  №1/4/614,616 -ვებგვერდი,11.10.2016წ. გ) ამ წესის მე-11  მუხლის 21-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შესაბამისად ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას. მოსამსახურეს შეეთავაზება თანამდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა.

3.კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

4.რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

5.კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგო.

6.კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში: ა) მოსამსახურეებს (გარდა სამოქალაქო პირებისა, რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობაზე) უნარჩუნდებათ არა უმეტეს ორი თვის: ა.ა) ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად; ა.ბ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა); ა.გ) სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა); ბ) სამოქალაქო პირებს, რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობებზე უნარჩუნდებათ არა უმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 12 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 12.02.2014 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016  წლის 25 ივლისის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016  წლის 29 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 01.08.2016 წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება  №1/4/614,616 -ვებგვერდი,11.10.2016წ.

მუხლი 13¹. თანამდებობრივი გადაადგილება

1.მოსამსახურის გადაადგილება დასაშვებია: ა) სამსახურებრივი დაწინაურებისას; ბ) მოსამსახურის თანაბარ (ტოლფასი) თანამდებობაზე გადაყვანისას (გადაადგილება); გ) მოსამსახურის დაბალ თანამდებობაზე გადაყვანისას; დ) საშტატო-საორგანიზაციო ცვლილების განხორციელებისას; ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; ვ) სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; ზ) პირადი განცხადებით (პატაკი); თ) ატესტაციის შედეგების შესაბამისად; ი)  დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამო.

2.თანამდებობრივი გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უნდა არსებობდეს მოსამსახურის თანხმობა, ხოლო სხვა შემთხვევებში წინასწარ უნდა ეცნობოს მას.

3.თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის სპეციალობის (კვალიფიკაცია), მისი პროფესიული უნარ-ჩვევების და გამოცდილების გათვალისწინებით.

4.უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფას) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ მოსამსახურე შესაბამის (ტოლფას) თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადებს უარს, იგი გათავისუფლდება სამსახურიდან.

5.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო მოსამსახურეზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №64 - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 23  თებერვლის ბრძანება №12 - ვებგვერდი, 26.02.2018წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.

მუხლი 13². სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკი

1.სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკია: ა) უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 55 წელი; ბ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 65 წელი.

2.სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უფროსი (მხოლოდ პოლკოვნიკი) და უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილითა და მინისტრის თანხმობით, სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით შეიძლება გაუგრძელდეთ 5 წლამდე ვადით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 24.01.2025წ.

მუხლი 14. სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლების საფუძვლები

1.მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2.მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს: ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე; ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; დ 1 ) ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება, ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამო; ვ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ზ) მოქალაქეობის შეცვლის ან დაკარგვის გამო; თ) სხვა დაწესებულებაში/სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით; ი) სამინისტროს სისტემის სხვა ქვედანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით; კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; მ) გარდაცვალების გამო; ნ) გამოსაცდელი ვადის ამოწურვის გამო, თუ მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა უშუალო ხელმძღვანელის მიერ  გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების საფუძველზე; ო) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო; პ) მხარეთა შეთანხმებით, თუ მოსამსახურესთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

4.სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხორციელდება თავდაცვის კოდექსით დადგენილი წესით.

5.მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი პირი.

6.კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლდება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 11.07.2014 წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 24.01.2025წ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

მუხლი 15. წესის გაცნობა

ეს წესი, მათ შორის, მასში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, მოსამსახურეს გაეცნობა კანონმდებლობით ან/და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი პროცედურის დაცვით. დანართი №1 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო მოსამსახურეთა) დისციპლინურ გადაცდომათა ნუსხა

დანართი №1

მუხლი 1. რეგულირების საგანი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო მოსამსახურეთა) დისციპლინურ გადაცდომათა ნუსხა (შემდგომში ‒ ნუსხა) განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, აგრეთვე განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, რომელიც ეკისრება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ნუსხაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა)   არაერთგზის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა – დისციპლინური გადაცდომის ჩადენა იმ პერიოდში, როცა პირის მიმართ კვლავ მოქმედებს მანამდე იგივე ქმედებაზე დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა; ბ)    მოსამსახურე – სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირი; გ) დაქვემდებარებული − თანამდებობით ან/და სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ქვემდგომი პირი, რომელიც ვალდებულია შეასრულოს უფროსის კანონიერი ბრძანება; დ) დისციპლინური გადაცდომა – მოსამსახურის ქმედება, რომელიც არღვევს დისციპლინას და რომლის ჩამდენისათვის ეს ნუსხა ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას; ე) სამინისტრო ‒ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ვ)  სამსახურში ან/და მივლინების ადგილას გამოუცხადებლობა – მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით: ვ.ა) სამსახურში ან/და მივლინების ადგილას გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 2 საათზე მეტი დროის დაგვიანებით გამოცხადება, ან სამუშაო დროის დასრულებამდე გამოუცხადებლობა; ვ.ბ) უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურიდან ან/და მივლინების ადგილიდან დროებით გათავისუფლებული მოსამსახურის სამსახურში ან/და მივლინების ადგილიდან გამოძახების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებულ დღეს სამუშაო დროის განმავლობაში გამოუცხადებლობა; ზ)  სამსახურში ან/და მივლინების ადგილას დაგვიანება ‒ მოსამსახურის არასაპატიო მიზეზით: ზ.ა) გამოცხადება სამსახურში ან/და მივლინების ადგილას გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთიდან 2 საათამდე დაგვიანებით; ზ.ბ) კალენდარული თვის განმავლობაში გამოცხადებისათვის დადგენილ დროზე 15 წუთამდე დაგვიანებით გამოცხადების მე-3 და ყოველი მომდევნო შემთხვევა; თ) საპატიო მიზეზი − მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ოჯახის წევრის (პირის მეუღლე, შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა პირი) ან ახლო ნათესავის (მშობელი, და და ძმა, შვილის/გერის შვილი და შვილიშვილი) გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მოსამსახურეს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს აძლევს. საპატიო მიზეზი დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მიზეზის დოკუმენტურად დადასტურება შეუძლებელია; ი)  უფროსი – სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამხედრო ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მიხედვით ზემდგომი პირი, რომელსაც უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანება ან დავალება დაქვემდებარებულისადმი და შეამოწმოს მისი შესრულება.

მუხლი 3. ბრძანების არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა

1.უფროსის დადგენილი წესით გაცემული ბრძანების დაქვემდებარებულის მიერ არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს ხელფასის 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 4. ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა

1.კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ან შეუსრულებლობა, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს ხელფასის 15%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 5. ავადმყოფობის სიმულაცია

1.ავადმყოფობის სიმულაცია ან სხეულის თვითდაზიანება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 6. არასწორი ინფორმაციის მიწოდება

1.უფროსისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული განზრახ არასწორი სამსახურებრივი ან პერსონალური ინფორმაციის მიწოდება, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2.იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის პერსონალურია ინფორმაცია, რომლის მიწოდებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მუხლი 7. მცდარი მონაცემების შეტანა

1.ოფიციალურ დოკუმენტში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითებას ან ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 8. უკანონო ბრძანების გაცემა

1.უფროსის მიერ დაქვემდებარებულისადმი ბრძანების გაცემა, რომელიც სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, გამოიწვევს თანამდებობიდან ჩამოქვეითებას ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 9. დაგვიანება ან სამსახურიდან ადრე წასვლა

1.სამსახურში ან მივლინების ადგილას არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება ან ადრე წასვლა, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 10. ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა

1.ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურში ან მივლინების ადგილას ან სამსახურებრივი მოვალეობის დროს ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით.

2.ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, გამოიწვევს სასტიკ საყვედურს ან ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას სამ თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დამდგარი შედეგი, მოსამსახურის პიროვნება და სხვა გარემოებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

მუხლი 11. ალკოჰოლური სასმელის შეტანა

ალკოჰოლური სასმელის შეტანა (გარდა სამინისტროს ინიციატივით, სადღესასწაულო დღეების სიმბოლურად აღნიშვნის ან/და საპროტოკოლო ღონისძიების ჩატარებისას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების დისლოკაციის ადგილებზე ალკოჰოლური სასმელის შეტანის შემთხვევებისა) სამსახურში ან მივლინების ადგილას, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 12. შემოწმებისათვის თავის არიდება

ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 13. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის), მისი ანალოგის ან პრეკურსორის შეტანა

ნარკოტიკული საშუალების (მცენარე კანაფის ან მარიხუანის), მისი ანალოგის ან პრეკურსორის შეტანა სამსახურში ან მივლინების ადგილას, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას. მუხლი 14. ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის) მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან მარიხუანის) მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 15. ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა

ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება, დამზადების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის ფაქტის დადასტურება, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 16. ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო მოხმარება, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა

მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის ან მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, სამსახურში ან მივლინების ადგილას ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 17. ფსიქოტროპული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება

ფსიქოტროპული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, თუ შესაბამისი საექსპერტო ცნობით/დასკვნით დასტურდება, რომ პირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იმყოფება კლინიკურად ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 18. აზარტულ ან გასართობ თამაშში მონაწილეობა

1.მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ სამორინეში ან სლოტ კლუბებში, ნებისმიერ აზარტულ თამაშში მონაწილეობა, ასევე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშში/აზარტულ ტურნირში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული), გარდა წამახალისებელი გათამაშებისა მონაწილეობა, გამოიწვევს ხელფასიდან 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

2.მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ სამსახურში ან მივლინების ადგილას ისეთ გასართობ თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, რომელიც ტარდება ბანქოს ან/და კამათლის გამოყენებით, აგრეთვე ნებისმიერ სხვა თამაშში (გარდა სპორტული შეჯიბრების მიზნით ოფიციალურად ჩატარებული თამაშობისა) მონაწილეობა, თუ ეს თამაში ტარდება სანაძლეოს საფუძველზე ან/და მოგების მიღების მიზნით, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 19. სამსახურებრივი ინფორმაციის ან / და პერსონალური მონაცემით უკანონოდ სარგებლობა

სამსახურებრივი ინფორმაციის, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (www.pol.ge), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და ანგარიშგების მოდულის (HRMS) პროგრამის ხედვის (მათ შორის, ნახატი, მაკეტი, რუკა, გეგმა, სქემა, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო/აუდიოჩანაწერები და სხვა) ან/და სხვისი პერსონალური მონაცემით სარგებლობა ან გამჟღავნება საკუთარი ან/და სხვა პირთა კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან თანამდებობიდან ჩამოქვეითებას ან სამსახურიდან გათავისუფლებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

მუხლი 20. სამინისტროს სისტემისა და სამხედრო სამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება

სოციალური ქსელების, კავშირგაბმულობის ან/და მედიასაშუალებებით ან/და სხვა ნებისმიერი ფორმით სამინისტროს სისტემის, სამსახურის და სამინისტროს მოსამსახურის დისკრედიტაციისკენ მიმართული ქმედება გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 21. არაეთიკური ქცევა / ქცევის წესების დარღვევა

1.სამსახურში ან მივლინების ადგილას ან სამხედრო ფორმის ტანსაცმელში მყოფი მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ჩადენილი არაეთიკური ქცევა, რომელიც ამ ნუსხაში სახელდებით არ არის მოხსენებული, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესის“ და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის“ დარღვევა, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის (მათ შორის, მინისტრის მოადგილეების, თავდაცვის ძალების მეთაურის და მისი მოადგილეების ბრძანებების) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (ბრძანებების) დარღვევა, ჩადენილი გადაცდომის გათვალისწინებით, გამოიწვევს შენიშვნას ან საყვედურს ან ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან თანამდებობიდან ჩამოქვეითებას ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე, დამდგარი შედეგი, მოსამსახურის პიროვნება და სხვა გარემოებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

მუხლი 22. სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება

მოსამსახურის მიერ (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) სამსახურში ან მივლინების ადგილას სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 23. სექსუალური შევიწროება

მოსამსახურის (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) მიერ პირის სექსუალური შევიწროება, თუ ამგვარი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 24. სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა

1.სამსახურებრივი ქონების მოვლისა და შენახვის წესის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან სასტიკ საყვედურს.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 25. სამსახურებრივი ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება

1.სამსახურებრივი ქონების არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 26. სამსახურებრივი პირადობის მოწმობის დაკარგვა ან განადგურება ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება

1.სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (პლასტიკური ბარათის), იარაღის ტარების მოწმობის, იარაღის შემცვლელი ბარათის, ლუქის ან/და ქვედანაყოფის ტერიტორიაზე დასაშვები საშვების დაკარგვა ან განადგურება ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, გამოიწვევს საყვედურს.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სასტიკ საყვედურს ან თანამდებობიდან ჩამოქვეითებას.

მუხლი 27. სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა

1.სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 10%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2.სამსახურებრივი ქონების ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ამ ქონების დაზიანება, გაუვარგისება, დაკარგვა ან განადგურება, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 25%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 28. უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

სამსახურში ან მივლინების ადგილას დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე იარაღთან, საბრძოლო ტექნიკასთან ან საბრძოლო მასალებთან მოპყრობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 30%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 29. ცეცხლსასროლი იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენება

1.ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს საყვედურს ან ხელფასის 30%-ის დაქვითვას 4 თვის ვადით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლებას.

მუხლი 30. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა

1.ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, გამოიწვევს ხელფასის 20%-ის დაქვითვას 3 თვემდე ვადით.

2.იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს სასტიკ საყვედურს ან სამსახურიდან გათავისუფლებას.