Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

7 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 28 თებ. 2001
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

ეს კანონი ვრცელდება იმ პირზე , რომელსაც 2000 წლის 22 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები , 1961 წ ., №1, მუხ .

10)81- ე ( საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევისაგან ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისაგან თავის არიდება ), 81 1 ( საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამწვევ კომისიაში გამოცხადებისათვის თავის არიდება ), 261- ე ( სამხედრო ნაწილის ან სამსახურის ადგილის თვითნებურად დატოვება ), 262- ე ( დეზერტირობა ) მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №41, 1999 წელი , მუხ .

209)356- ე ( წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება ), 388- ე ( სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება ), 389- ე ( დეზერტირობა ) მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული .

მუხლი 2

1.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს ის პირი , რომელიც საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულია ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენისათვის .

2.ამნისტიის შეფარდების საკითხს განიხილავს სასამართლო სასჯელაღსრულების დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით .

მუხლი 3

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28- ე მუხლის პირველი ნაწილის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით არ აღიძრას ან შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეები ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე , რომლებიც ჩადენილია 2000 წლის 22 დეკემბრამდე , თუ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი .

მუხლი 4

ამნისტიის შეფარდების შესახებ მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოების დადგენილებას ამტკიცებს პროკურორი დადგენილების გამოტანიდან 5 დღის ვადაში . ამნისტიის შეფარდების საკითხის სასამართლოში განხილვისას პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა .

მუხლი 5

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩამდენ პირს , რომელიც თავს არიდებს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებში , აგრეთვე სასამართლოში გამოცხადებას , ამნისტია შეეხება , თუ ამ კანონის მე -7 მუხლით გათვალისწინებულ ამნისტიის მოქმედების პერიოდში ნებაყოფლობით გამოცხადდება პროცესის მწარმოებელ ორგანოში, ან პროკურატურის ორგანოებს წარუდგენს ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებას მისთვის ამნისტიის შეფარდების შესახებ თანხმობის დადასტურების თაობაზე . საქართველოს 2001 წლის 28 თებერვლის კანონი №737 – სსმ I, №5, 02 .0 3 . 2001 წ., მუხ.6

მუხლი 6

ამ კანონით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებულ პირს მოეხსნას ნასამართლობა .

მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და შესრულდეს 4 თვის ვადაში . საქართველოს 2001 წლის 28 თებერვლის კანონი №737 – სსმ I, №5, 02 .0 3 . 2001 წ., მუხ.6 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე . თბილისი , 2000 წლის 28 დეკემბერი . №696 – რს შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2001 წლის 28 თებერვლის კანონი №737 – სსმ I, №5, 02 .0 3 . 2001 წ ., მუხ .6

მუხლები დასაწყისში