Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

5 მუხლირედაქცია №2 ბოლო ცვლილება: 5 იან. 2021
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 2. არქივის მიერ გაწეული მომსახურება

1.არქივის მიერ გაწეულ ი მომსახურება ა: ა ) არქივში დაცული დოკუმენტ ებ ით სარგებლობ ა ; ბ) საინფორმაციო მომსახურებ ა ; გ) ხელშეკრულების საფუძველზე დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავებისა და შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისა თვის გაწეული მომსახურებ ა.

2.დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე არქივი მას მომსახურებას უწევს დაჩქარებული წესით.

მუხლი 3. საფასური და მისი გადახდის წესი

1.საფასური არის არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი.

2.საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ გან ა ცხადის შეტანამდე ან მისი შეტანის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით. საფასურის გან ა ცხადის შეტანის შემდეგ გადახდის შემთხვევაში იგი გადაიხდება გან ა ცხადის შეტანის დღესვე.

3.თუ მომსახურებ ა გა ი წევა გან ა ცხადის შეტანის დღესვე, საფასური გადაიხდება გან ა ცხადის შეტანამდე. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მიუხედავად მომსახურების გაწევის ვადისა.

4.(ამოღებულია – 22.06.2012, №6539) .

5.სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დაწესებული მომსახურების საფასურების განაკვეთები, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებ ი , ასევე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობებ ი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №79 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.

მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობის საფასური

არქივი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელი საქმიანობა, ასევე დამკვეთისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ან ღირებულების მქონე დოკუმენტების გაცნობა, რომლის საფასური განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. მუხლი 5. მომსახურების სახეობები და ვადები 1. სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის ათვის დადგენილია შემდეგი მომსახურების სახეობები და ვადები: № მომსახურების სახეობა და ვადა ერთეული 1 2 3 1 დოკუმენტების თემატური გამოვლენა ნუსხის შედგენით: ა) საქმეთა შერჩევით; 10 სათაური ბ) გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით 1 დოკუმენტი (ცნობა) 2 მიმოხილვის მომზადება გამოვლენილი დოკუმენტების, შერჩეული საქმეებისა და გამოქვეყნებული ლიტერატურის მიხედვით 1 მიმოხილვა 3 თემატური შეკითხვის შესრულება ფაქტის, მოვლენის, ცნობის დადგენის (დადასტურების) შესახებ (დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში): ა) 1 წლამდე პერიოდი; 1 შეკითხვა ბ) 1-დან 3 წლამდე პერიოდი; გ) 3-დან 5 წლამდე პერიოდი; დ) 5-დან 10 წლამდე პერიოდი; ე) 10-დან 20 წლამდე პერიოდი; ვ) 20 წელზე მეტი პერიოდი 4 ცნობის (დადებითის ან უარყოფითის) მომზადება: ა) ნასამართლობის, რეპრესირებული პირის, გადასახლების, სპეცგადასახლების, რეაბილიტაციის, ტყვედ ნამყოფობის, სხვა ცნობის: ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის; ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის; ა.გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის; ა.დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის; ა.ე) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის; 1 ცნობა ბ) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე: ბ.ა) ინფორმაციის მიღებიდან მე-5 დღეს გაცემისათვის; ბ.ბ) ინფორმაციის მიღებიდან მე-3 დღეს გაცემისათვის; გ) სამუშაო სტაჟის შესახებ: გ.ა) 1-დან 5 წლამდე სტაჟის შემთხვევაში: გ.ა.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის; გ.ა.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის; გ.ბ) 5-დან 15 წლამდე სტაჟის შემთხვევაში: გ.ბ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის; გ.ბ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის; გ.გ) 15 ან მეტი წლის სტაჟის შემთხვევაში: გ.გ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის; გ.გ.ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის; დ) იმავე ცნობის განმეორებით გაცემისათვის: დ.ა) გაცემიდან 1 თვის განმავლობაში; დ.ბ) გაცემიდან 1-დან 6 თვემდე; დ.გ) გაცემიდან 6-დან 12 თვემდე 5 სამკითხველო დარბაზში მკვლევართა მომსახურება: ა) საქმის გაცემა: ა.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში; ა.ბ) განაცხადის შეტანის დღეს; 1 საქმე / 1 დოკუმენტი ბ) დოკუმენტის გადასაღებად მომზადება: ბ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის; ბ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის; 1 საქმე / 1 გვერდი გ) დოკუმენტის ელექტრომატარებელზე გადატანა (სკანირება, ციფრული აპარატით გადაღება): გ.ა) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის; გ.ბ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის; 1 გვერდი დ) ფოტოპოზიტივიდან სკანირება: დ.ა) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის; დ.ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში გაცემისათვის; დ.გ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის 1 კადრი 6 ფოტოგამოსახულების კომპიუტერული დამუშავება: ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის; 1 ფოტო ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის; გ) განაცხადის შეტანის დღეს გაცემისათვის 2. სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტებით სარგებლობის მიზნით მომსახურების სხვა სახეობები და ვადები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

მუხლი 6. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობები. მუხლი 6 1 . მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევა 1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი მომსახურებ ა მიიღოს „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3.მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ: ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე; ბ) მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებას; გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას; დ) მომსახურების გაწევისას დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის შესახებ დაინტერესებული პირის ინფორმირებას; ე) მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გადმოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას.

4.ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

მუხლი 7. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს 201 1 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი თბილისი, 2011 წლის 25 ოქტომბერი. №5140 –II ს

მუხლები დასაწყისში