1.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი . აღნიშნული ვად ის იმავე ვადით გაგრძელება შესაძლებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით .
2.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი შეიძლება დაინიშნოს სხვა სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში, რომელიც კომპაქტურადაა დასახლებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებით . შესაძლებელია რამდენიმე სახელმწიფოში დაინიშნოს დიასპორის საკითხებში საქართველოს ერთი საპატიო წარმომადგენელი.
3.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს : ა) აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და მ ისთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისათვის აუცილებელი პიროვნული თვისებები; ბ) მისი დანიშვნა გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან; გ) ფლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენას; დ) შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ამ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობის განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა ; ე) არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე.
4.სასურველია, დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენ ლად დასანიშნ პირს გარკვეული დამსახურება მიუძღოდეს საქართველოს წინაშე ან/და იგი ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
5.პირი დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლ ად ინიშნება მისივე წერილობითი თანხმობით.
6.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენ ელს უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნ ად შესრულებისას; გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტისას; დ) მოქალაქეობის დაკარგვისას (თუ არ მიუღია სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა); ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვალეობების შეუსრულებლობისას; ვ) გარდაცვალებისას .
7.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო.
8.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი: ა) ხელს უწყობს საქართველოსა და შესაბამის დიასპორას შორის ურთიერთობ ებ ს; ბ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორ ული ორგანიზაციების ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობ ა ს; გ) ხელს უწყობს დიასპორის ჩაბმას საქართველოში მიმდინარე პროცესებში; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლება თა და თავისუფლებ ათა დაცვ ა ს; ე) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ვ) აქტიურად მონაწილეობს დიასპორ ული ორგანიზაციების საქმიანობაში და ხელს უწყობს მათ კოორდინირებულ მუშაობას ; ზ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოს აწვდის ინფორმაციას დიასპორა სთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ; თ) პერიოდულად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე , შესაბამის სახელმწიფო ორგანოს წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ ; ი) ხელს უწყობს შესაბამის დიასპორასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სხვა მეგობარი სახელმწიფოების დიასპორებს შორის ურთიერთობას; კ) ასრულებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის დავალებებს.
9.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
10.შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით , შესაძლებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიცი ი რებული პროექტები დაფინანს დეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
11.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიცი ი რებული პროექტები შესაძლებელია აგრეთვე დაფინანს დეს სამინისტროებისათვის ან სახელმწიფო მინისტრების აპარატებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.
12.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან ურთიერთობებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით .
13.(ამოღებულია - 22.12.2016, № 190).
14.შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან / და საკონსულო დაწესებულებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლისთვის სამუშაო პირობების შექმნის შესახებ .
15.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, პერიოდულად, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ , ჩამოვიდეს საქართველოში საკუთარი ხარჯებით და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
16.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენ ელს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილეები, რომლებსაც მისი წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი.
17.დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენ ლის მოადგილე ასრულებს დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის ცალკეულ დავალებებს. საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის კანონი №190 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.