მუხლი 1. კანონის მიზნები და რეგულირების სფერო
1.ამ კანონის მიზნებია: საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით აღიარებული პრინციპების საფუძველზე ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას, უზრუნველყოს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სისტემის გამართული ფუნქციონირება და შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებში მონაწილე ყველა პირის უფლებათა დაცვა, ხელი შეუწყოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების ეფექტიანად განხორციელებას.
2.ეს კანონი ადგენს არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესს, პირობებსა და პროცედურებს, აგრეთვე აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მიმღებ ოჯახს შორის. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

