Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

4 მუხლი
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ პირ თა ადმინისტრაციული სახდელებისაგან გა ნ თავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, № 12, 1984 წელი, მუხ .

421)53 2 , 64 1 და 65-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 77-ე, 82-ე და 82 1 მუხლებით, 82 2 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 128 2 მუხლის პირველი −მ ე-3 ნაწილებით ა და 128 3 მუხლის პირველი − მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევ ები ჩაიდინეს 2011 წლის 1 ნოემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

მუხლი 2

1.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან გა ნ თავისუფლება გულისხმობს: ა ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 53 2 , 77-ე, 82-ე და 82 1 მუხლებით, 82 2 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილ ებ ით, 128 2 მუხლის პირველი − მე-3 ნაწილებით ა და 128 3 მუხლის პირველი − მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გა ნ თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან; ბ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64 1 და 65-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში ფიზიკური პირის გა ნ თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან ; გ ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ა და 82 2 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევ ებ ში ფიზიკური პირის ა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის გა ნ თავისუფლებას ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელ ებ ისაგან გა ნ თავისუფლება ვრცელდება ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელ ებ ის აღუსრულებელ ნაწილზე.

მუხლი 3

1.საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციული სახდელისაგან გა ნ თავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2.ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრ იდან . საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2011 წლის 6 დეკემბერი. №5368- II ს

მუხლები დასაწყისში