Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება

პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ

7 მუხლი

ეს აქტი ძალადაკარგულია

ძალის დაკარგვის თარიღი: 07.08.2026.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში →
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.ეს წესი განსაზღვრავს ფ ასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.

2.ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

3.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების და/ან მათი მმართველი ორგანოს წევრის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილემ და/ან მისი მმართველი ორგანოს რომელიმე წევრმა დაარღვია ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ეროვნული ბანკის ინსტრუქცია, დებულება, წესი, მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები.

მუხლი 2. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა

1.ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.

2.კანონმდებლობით განსაზღვრული პირის მიერ საბოლოო პროსპექტის გარეშე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან პროსპექტის გამოყენება, რომლის დამტკიცებაც შეჩერებული ან გაუქმებულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 10000 ლარის ოდენობით.

3.ემისიის პროსპექტში არასწორი ინფორმაციის მითითება და/ან მნიშვნელოვანი გარემოების მიუთითებლობა, გამოიწვევს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროსპექტზე ხელის მოწერის უფლებამოსილების მქონე თითოეული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

4.„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გაცემა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

5.ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიის ან/და საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული სათანადო ანგარიშების დადგენილი წესით წარუდგენლობა და/ან დაგვიანებით წარდგენა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით.

6.ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში ემიტენტის მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტში შესწორებების შეუტანლობა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 1000 ლარის ოდენობით.

მუხლი 3. ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა

1.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე 2000 ლარის ოდენობით.

2.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ ფასიანი ქაღალდების ლიცენზირებული რეგისტრატორის შერჩევის თაობაზე ეროვნული ბანკისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

3.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გარდა ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშისა, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

4.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის შეტანა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით.

5.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არსებითი ინფორმაციის არასწორად ან არასრულად შეტანა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

6.პირის მიერ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების შეძენის თაობაზე ანგარიშის ან/და შეტყობინების წარუდგენლობა, თუ მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ევალებოდა აღნიშნული ანგარიშის ან/და შეტყობინების წარდგენა, გამოიწვევს თითოეულ წარუდგენელ ანგარიშზე ან/და შეტყობინებაზე ამ პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

7.პირის მიერ სატენდერო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

8.ანგარიშვალდებული საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მმართველი ორგანოს დანიშვნის და/ან აქციონერთა საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით.

9.„ საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენის, ჩანაწერით ფლობის, აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის და საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის პროცედურების წესი ს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის N20/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე 2000 ლარის ოდენობით.

მუხლი 4. ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის წესებისა და სხვა წესების დარღვევა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების მიერ

1.დაინტერესებული პირის მიერ ინსაიდერული ინფორმაციის ან/და ხმის უფლების ბოროტად გამოყენება ან/და ინსაიდერული ვაჭრობა ან/და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 16 1 მუხლის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

2.ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობასთან დაკავშირებით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ნომინალური მფლობელის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

3.ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მანიპულაციაში მონაწილეობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

4.პირის მიერ ეროვნული ბანკის წერილობითი მოთხოვნის და მითითების შეუსრულებლობა, მისთვის შემოწმების ჩატარებაში ხელის შეშლა, მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა ან/და არასწორი ან არასრული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

მუხლი 5. საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ საანგარიშგებო მოთხოვნებისა და სხვა წესების დარღვევა

1.საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის წარუდგენლობა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოიწვევს ანგარიშვალდებული საწარმოს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2.საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ანგარიშში არასწორი ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, ანგარიშვალდებული საწარმო ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 300 ლარის ოდენობით.

3.საბროკერო კომპანიის მიერ ჩანაწერების წარმოების მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით დარღვევის თოთოეულ ფაქტზე.

4.ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოების წესების დარღვევა გამოიწვევს რეგისტრატორის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

5.საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიის, მათი თანამშრომლებისა და მმართველი ორგანოს წევრების მიერ ამ წესში აღნიშნული დარღვევების გარდა სხვა მარეგულირებელი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

მუხლი 6. ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი

1.პირების მიმართ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

2.ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი შესაბამისი პირისათვის გაცნობის მომენტიდან. ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

3.ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფულადი ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4.ამ წესის შესაბამისად, სანქციის სახით გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხები მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მუხლი 7. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება

(ამოღებულია)

მუხლები დასაწყისში