Legal.geდანართი აქტისა
საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №246 – ვებგვერდი, 12.03.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №793 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
№ ს ა ქ მ ი ა ნ ო ბ ე ბ ი 1 ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება 2 10 მეგავატი ან 10 მეგავატზე მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაცია 3 თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით 4 თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით 5 შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში 50 ტონა ან 50 ტონაზე მეტი წარმადობით 6 ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონისა) დნობა წელიწადში 20 ტონა ან 20 ტონაზე მეტი წარმადობით 7 ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება 8 მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან (მათ შორის, ნარჩენების აღდგენის შედეგად) ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა 9 ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება 10 ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება 11 ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების მარტივი ან/და რთული წარმოება 12 შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება 13 ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის ან/და პლასტიკური მასალის წარმოება 14 ცემენტის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის წარმოება 15 მინის ან/და მინის პროდუქციის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება