საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 330². წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტულისაქმიანობის განხორციელებისათვის

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტული საქმიანობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით ან ასეთი საქმიანობის გამოვლენისათვის დაბრკოლების შესაქმნელად, ან/და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით ინსტრუქტაჟის გაწევა ასაფეთქებელი, ცეცხლსასროლი ან სხვა სახის იარაღის გამოყენების ან დამზადების ან მომწამვლელი ან საშიში ნივთიერებების ან/და სხვა სპეციფიკური მეთოდების გამოყენებისა და ტექნიკის დამზადების ან გამოყენების სფეროში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

2.წინასწარი შეცნობით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინსტრუქტაჟის მიღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3.სამხედრო ხასიათის წვრთნის ჩატარება ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

4.წინასწარი შეცნობით ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წვრთნის გავლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

5.ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა:

1.ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

2.ამ მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს, წვრთნა ჩაუტარდა და ინსტრუქტაჟი გაეწია პირთა განსაზღვრულ ჯგუფს თუ განუსაზღვრელ ჯგუფს. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2014 წლის 4 აპრილის კანონი №2185 - ვებგვერდი, 16.04.2014წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №133 · ძალაშია 2 მაი. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 აგვ. 1999 – 21 აგვ. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
323²327330¹13913934330²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიმოქალაქის საარჩევნო უფ…მოქალაქის საარჩევნო უფ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №296 · ბოლოს შემოწმდა