1.მიმწოდებელი ვალდებულია :
ა) უზრუნველყოს დაზღვეულის იდენტიფიკაცია მისი სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვისთანავე , მაგრამ არა უგვიანეს დაზღვეულის შემოსვლიდან 24 ( ოცდაოთხი ) საათის განმავლობაში , ხოლო თუ დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატება 24 ( ოცდაოთხი ) საათს , მაშინ არა უგვიანეს დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერამდე . დაზღვეულის იდენტიფიკაციისათვის მიმწოდებელს ესაჭიროება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი . ამასთანავე, მიმწოდებელს ესაჭიროება სადაზღვევო პოლისი / ხელშეკრულება ან წვდომა დაზღვეულთა მონაცემთა ბაზასთან :
ა.ა) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევა ხდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით (პაციენტის უგონო მდგომარეობა ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა და ა.შ.), მიმწოდებელი ვალდებულია, იმავე პერიოდში გამოიძახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის ჩარევის შედეგად პიროვნების იდენტიფიკაცია ხდება მოგვიანებით და არა იმავე პერიოდში, მიმწოდებელს დაზღვეულის იდენტიფიკაციისთანავე ენიჭება შეტყობინების გაკეთებისა და სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, დადგენილი წესით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის მიერ პიროვნების იდენტიფიკაციის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მზღვეველს საანგარიშო დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის მიერ შედგენილი იდენტიფიკაციის ოქმი;
ა.ბ) ახლადდაბადებული ცოცხლადშობილის იდენტიფიკაციის მიზნით ახალშობილის დაბადებისთანავე , მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა , ხოლო თუ ახალშობილის დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებაში არ აღემატება 24 საათს , მაშინ არა უგვიანეს მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერამდე , მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით ;
ბ) დაზღვეულის იდენტიფიცირების შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ( გარდა გეგმური ამბულატორიისა ) მოახდინოს შეტყობინება დაუყოვნებლივ ან მისი სამედიცინო დაწესებულებაში შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 ( ოცდაოთხი ) საათისა , ხოლო თუ იდენტიფიცირებული დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატება 24 ( ოცდაოთხი ) საათს , მაშინ არა უგვიანეს დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერამდე :
ბ . ა ) თუ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევა ხდება მიმწოდებლის მიზეზით , მაშინ დაზღვეული და მზღვეველი თავისუფლდებიან ამ სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურების ვალდებულებისაგან ;
ბ.ბ) შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: დაზღვეულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად, გასაწევი მომსახურების სავარაუდო ღირებულება, მანიპულაციები და პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო;
ბ . გ ) შეტყობინება შესაძლებელია გაკეთდეს სპეციალურად ამ მიზნებისათვის განსაზღვრულ სატელეფონო ნომერზე , ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით ;
ბ . დ ) გარკვეული გარემოებების წარმოშობისას , ასეთი გარემოების წარმოშობის მომენტიდან არა უგვიანეს 24 საათისა , ხოლო თუ ასეთი გარემოების წარმოშობიდან დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატება 24 ( ოცდაოთხი ) საათს , მაშინ არა უგვიანეს დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერამდე მიმწოდებელი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით გააკეთოს დამატებითი შეტყობინება . ასეთი გარემოებებია :
ბ . დ . ა ) დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებაში მზღვეველთან შეთანხმებულ დროზე ( ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ) უფრო მეტი ხანგრძლივობით დაყოვნების აუცილებლობა ;
ბ . დ . ბ ) დაზღვეულის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა ;
ბ.დ.გ) დაზღვეულისათვის სამედიცინო დაწესებულებაში შემოსვლისას მინიჭებული პირველადი ნოზოლოგიური კოდის / დიაგნოზის ცვლილება ან ახალი ნოზოლოგიური კოდის / დიაგნოზის დამატება ;
ბ.ე) თუ ახლადდაბადებული ცოცხლადშობილის სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში მოხდა მისი იდენტიფიცირება და , შესაბამისად , მას მიენიჭა პირადი ნომერი და რეგისტრაციის მისამართი , მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინება გააგზავნოს სამედიცინო ( სადაზღვევო ) რაიონის მზღვეველთან რეგისტრაციის მისამართის მიხედვით ;
ბ.ვ) თუ ახლადდაბადებული ცოცხლადშობილის სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ მოხდა მისი იდენტიფიცირება , მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია იდენტიფიცირებისთანავე , მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა , მოახდინოს შეტყობინება ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად . ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია მოახდინოს დაზღვეულის გადაყვანა სხვა დაწესებულებაში ან განყოფილებაში , სამედიცინო აუცილებლობის პრინციპის დაცვით , მზღვეველთან შეთანხმების გარეშე ;
ბ 1 ) პაციენტის იდენტიფიკაციის შეყოვნებისას ან მზღვეველისაგან სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დასტურის მიღებამდე, შეუფერხებლად გაუწიოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება პირს;
გ) გამოყოს სულ მცირე ერთი პასუხისმგებელი პირი მზღვეველთან ფინანსური , ადმინისტრაციული თუ სამედიცინო მომსახურების საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისათვის ;
დ) დაზღვეულის სამედიცინო დოკუმენტაციაში შეინახოს დაზღვეულის სადაზღვევო პოლისის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და მზღვეველის მიერ დაზღვეულის სახელზე გაცემული საგარანტიო წერილის ასლები . გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შემთხვევის დროს საგარანტიო წ ერილი ს წარდგენა აუცილებელი არაა;
ე) დაზღვეულის მიერ ერთზე მეტი სადაზღვევო პოლისის წარდგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს ;
ვ) მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში ინსპექტირების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოს მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაზღვეულის მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციითა და დოკუმენტაციით ;
ზ ) (ამოღებულია - 25.03.2015, №127);
ზ 1 ) (ამოღებულია - 25.03.2015, №127);
თ) არ დაუშვას დაზღვეულისათვის ისეთი მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნა , რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა ;
ი) ნებისმიერი მიმწოდებელი , რომელიც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს თუნდაც ერთ დაზღვეულს , ვალდებულია მიაღწიოს შეთანხმებას ამ კონკრეტული შემთხვევის შესაბამის ტარიფზე შესაბამის მზღვეველთან , რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო მომსახურებაზე დაზღვეულის ხელმისაწვდომობა და მისი უფლებების დაცვა . ტარიფების შეთანხმების აუცილებლობა ასევე ვრცელდება იმ შემთხვევებზეც , როდესაც დაზღვეულს მკურნალობა ჩაუტარდა ორი ან მეტი დიაგნოზით . იმ შემთხვევაში, თუ ტარიფზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა პაციენტის გაწერამდე , ანაზღაურება განხორციელდება დაწესებულებაში დამტკიცებული შესაბამისი ტარიფის მიხედვით ;
კ) სამედიცინო მომსახურების თითოეული ერთეულისათვის დადგენილი ჰქონდეს ერთი ტარიფი . თითოეული ტარიფი წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტის სახით , რომელიც შესაძლოა ეფუძნებოდეს შესაბამის კლინიკურ პროტოკოლს ;
ლ) სადაზღვევო შემთხვევა წარმართოს მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის პრინციპზე დაყრდნობით ;
მ) ჰქონდეს დამტკიცებული კლინიკური პროტოკოლები ძირითადი დაავადებებისა და ჩარევების სამართავად, საკუთარი სტატისტიკის გათვალისწინებით . აღნიშნულ პროტოკოლებში მითითებული უნდა იყოს წყარო – შესაბამისი ნაციონალური ან საერთაშორისო გაიდლაინები ;
ნ) მზღვეველთან შეთანხმებული ფასდაკლება სრულად გაავრცელოს დაზღვეულის მიერ ასანაზღაურებელი თანაგადახდის წილზე ;
ო) მზღვეველთან ტარიფებზე მოლაპარაკებისას არ მიაღწიოს ისეთ შეთანხმებას , რომელიც დააზარალებს დაზღვეულს მკურნალობის ხარისხის კუთხით ან დაარღვევს ამ მკურნალობის პროცესში სამედიცინო აუცილებლობის პრინციპს . შესაბამისად , შეთანხმებული სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს და მოიცავდეს სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ყველა სამკურნალო , დიაგნოსტიკურ და პრევენციულ ღონისძიებას და საშუალებას , რომლებიც საჭიროა შესაბამისი პათოლოგიის მართვისათვის ;
პ) უზრუნველყოს ინფორმაციის ( მათ შორის , ფინანსური ) სრულფასოვანი მიწოდება საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , სრულფასოვნად ჩაერთოს ქვეყანაში არსებული ინფორმაციის მიმო ცვლის სისტემაში ;
ჟ) მზღვეველთან სადავო თანხის ანაზღ ა ურებაზე შეთანხმების მიღწევამდე ან/და მზღვეველთან სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შეთანხმებამდე/მოლაპარაკების დასრულებამდე არ მოსთხოვოს ამ თანხის ანაზღაურება დაზღვეულს;
რ) თუ შემთხვევის ან მისი რომელიმე კომპონენტის ანაზღაურებაზე დასაბუთებული უარი ეთქვა მზღვეველისაგან , არ მოითხოვოს დაზღვეულისაგან თანაგადახდის ანაზღაურება ან დაუბრუნოს ანაზღაურებული თანხა იმავე შემთხვევაზე ან მის შესაბამის კომპონენტზე ;
ს) მიაწოდოს დაზღვეულს სრულყოფილი ინფორმაცია სადაზღვევო დაფარვისა და შესაბამისი ტარიფების შესახებ ;
ტ ) (ამოღებულია - 25.03.2015, №127);
უ) იმ შემთხვევაში , თუ მიმწოდებელს ან აფთიაქს და მზღვეველს შორის შედგა შეთანხმება კაპიტაციური ტარიფით ან გლობალური ბიუჯეტით ანაზღაურების თაობაზე , მაშინ ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს ტარიფებზე და მედიკამენტების სრულ ფასებზე შეთანხმებაც , იმ კატეგორიის დაზღვეულთა მომსახურებისათვის , რომლებსაც ამავე მომსახურებებსა და მედიკამენტებზე ეკუთვნით თანაგადახდა ;
ფ) ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას მიმწოდებელი ჯარიმის სახით მზღვეველს უხდის მოთხოვნილი და მოსათხოვნი თანხების სხვაობის სამმაგ ოდენობას, მაგრამ არა უმეტეს 5,000 ლარისა. ამასთანავე, ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს ამ შემთხვევაზე მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების ან მისი არმოთხოვნის ვალდებულებისაგან.
2.მიმწოდებელი უფლებამოსილია :
ა) მზღვეველთან ტარიფების შეთანხმებისას მოახდინოს ფასდაკლება ;
ბ) მზღვეველისაგან მიიღოს სადაზღვევო შემთხვევის დროული და სრული ანაზღაურება ამ წესების შესაბამისად ;
გ) ხანგრძლივი (ერთ თვეზე მეტი ) სამედიცინო მომსახურების გაწევისას პერიოდულად ( ყოველი თვის დასრულების შემდეგ ) მოსთხოვოს მზღვეველს სამედიცინო მომსახურების ღირებულების შუალედური ანაზღაურება ;
დ) არ გადასცეს მზღვეველს დაზღვეულის მკურნალობასთან დაკავშირებული დოკუმენტების დედნები , გარდა საანგარიშგებო დოკუმენტაციისა ;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში , თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა სატელეფონო ან სხვა სახის შეტყობინებისას , მოსთხოვოს მზღვეველს მზღვეველის უფლებამოსილი პირის ( უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით ) სამედიცინო დაწესებულებაში ურთიერთშეთანხმებულ ვადაში გამოგზავნა ;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული , ობიექტური მიზეზების გარეშე , არ წარადგენს პიროვნებისა და დაზღვეულის სტატუსის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელ დოკუმენტაციას , მოახდინოს დაზღვეულის ინფორმირება და გადაახდევინოს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება . ამასთანავე , მომსახურების გადახდის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია მიაწოდოს დაზღვეულს ;
ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით , მოითხოვოს დაზღვეულისაგან იმ სამედიცინო და არასამედიცინო მომსახურების ანაზღაურება , რომელიც არ არის გათვალისწინებული სამედიცინო დაზღვევის მოცულობით ან განსაზღვრულია თანაგადახდის პრინციპებით ;
თ) (ამოღებულია-19.09.2012,№399);
ი) დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან.
3.მზღვეველი ვალდებულია :
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ , მაგრამ არა უგვიანეს 24 ( ოცდაოთხი ) საათისა , ხოლო თუ დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებაში დაყოვნება არ აღემატება 24 ( ოცდაოთხი ) საათს , მაშინ არა უგვიანეს დაზღვეულის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერამდე , ზემოაღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების იმავე საშუალებებით დაუდასტუროს სამედიცინო დაწესებულებას შეტყობინების მიღება და, ამასთან ერთად , მიაწოდოს ინფორმაცია , ითვალისწინებს თუ არა ამ მომსახურებას სადაზღვევო პაკეტი და არის თუ არა საკმარისი დარჩენილი ლიმიტის ოდენობა ამ მომსახურების ასანაზღაურებლად ;
ბ) მზღვეველის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში სრულად აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით განსაზღვრული ფარგლების შესაბამისად ;
გ) გამოყოს სულ მცირე ერთი პასუხისმგებელი თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებასთან ფინანსური , ადმინისტრაციული თუ დაზღვევასთან დაკავშირებული სხვა საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისათვის . ამასთანავე , უზრუნველყოს მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებული შეტყობინებისათვის საჭირო საკომუნიკაციო საშუალებების შეუფერხებელი ფუნქციონირება დღე - ღამის ნებისმიერ მონაკვეთში , ყოველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თაობაზე მიმწოდებლისაგან ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად ;
დ) არ ჩაერიოს მიმწოდებლის მკურნალობის ტაქტიკაში და სამედიცინო აუცილებლობის , მათ შორის, მედიკამენტების , სამედიცინო მანიპულაციების , კვლევებისა და სხვათა განსაზღვრაში , გარდა იმ შემთხვევებისა , როცა სადაზღვევო შემთხვევა სცდება შეთანხმებული მკურნალობის პროტოკოლის ფარგლებს ;
ე) დაუყოვნებლივ მიაწოდოს მიმწოდებელს ინფორმაცია ორმაგი დაზღვევის შემთხვევაში დაზღვეულის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით . ამასთანავე , ორმაგი დაზღვევის არსებობის შემთხვევაში მოილაპარაკოს მეორე მზღვეველთან თანადაფინანსების პირობებზე ისე , რომ არ დაზარალდეს არც დაზღვეული და არც მიმწოდებელი ;
ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას, მიმწოდებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, პერიოდულად გადაუხადოს მიმწოდებელს სამედიცინო მომსახურების ღირებულების შუალედური ანაზღაურება ანგარიშგების დადგენილი წესის შესაბამისად ;
ზ) დროულად და სრულად აუნაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევა მიმწოდებელსა და აფთიაქს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ფარგლებში . დაუშვებელია მზღვეველის მიერ მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხის გაქვითვა ამ სუბიექტებს შორის სხვა კატეგორიის დავალიანების დასაფარავად ;
თ) მიაღწიოს შეთანხმებას ნებისმიერ მიმწოდებელთან , რომელიც გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს თუნდაც ერთ დაზღვეულს , ამ კონკრეტული შემთხვევის შესაბამის ტარიფზე , რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამედიცინო მომსახურებაზე დაზღვეულის ხელმისაწვდომობა და მისი უფლებების დაცვა . ტარიფების შეთანხმების აუცილებლობა ასევე ვრცელდება იმ შემთხვევებზეც , როდესაც დაზღვეულს მკურნალობა ჩაუტარდა ორი ან მეტი დიაგნოზით . იმ შემთხვევაში, თუ ტარიფზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა პაციენტის გაწერამდე , მაშინ ანაზღაურება განხორციელდება დაწესებულებაში დამტკიცებული შესაბამისი ტარიფის მიხედვით ;
ი) მიაღწიოს შეთანხმებას აფთიაქებთან მედიკამენტების სრულ ფასზე , დაზღვეულის მიერ ასანაზღაურებელი თანაგადახდის ჩათვლით ;
კ) თითოეული შეთანხმებული ტარიფი წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტის სახით , რომელიც შესაძლოა ეფუძნებოდეს მკურნალობის შესაბამის პროტოკოლს ;
ლ) სადაზღვევო შემთხვევა აანაზღაუროს სამედიცინო აუცილებლობის პრინციპზე დაყრდნობითა და სადაზღვევო დაფარვის ფარგლებში ;
მ) უზრუნველყოს პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა , რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს , რომ დაზღვეულს მომსახურების მიღება შეეძლოს საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს ( ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით არა უმეტეს 30 წუთის სავალზე არსებული მანძილი . გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების, მცირედდასახლებული და გეოგრაფიულად მოშორებული სოფლებისათვის ) ;
ნ) სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფისას ( მათ შორის , რეცეპტის ავტორიზაციის მექანიზმები ) იხელმძღვანელოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით . გეგმური ქირურგიული ოპერაციების დროს დაზღვეულს შესთავაზოს მიმწოდებლების გარკვეული ალტერნატივები შესაძლებლობის ფარგლებში , კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე ;
ო) (ამოღებულია - 19.09.2012,№399);
პ) მიმწოდებელსა და აფთიაქთან შეთანხმებული ფასდაკლება სრულად გაავრცელოს დაზღვეულის მიერ ასანაზღაურებელი თანაგადახდის წილზე ;
ჟ) მიმწოდებელთან ტარიფებზე მოლაპარაკებისას არ მიაღწიოს ისეთ შეთანხმებას , რომელიც დააზარალებს დაზღვეულს მკურნალობის ხარისხის კუთხით ან დაარღვევს ამ მკურნალობის პროცესში სამედიცინო აუცილებლობის პრინციპს . შესაბამისად , შეთანხმებული სტანდარტი უნდა ითვალისწინებდეს და მოიცავდეს სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ყველა სამკურნალო , დიაგნოსტიკურ და პრევენციულ ღონისძიებას და საშუალებას , რომლებიც საჭიროა შესაბამისი პათოლოგიის მართვისათვის ;
რ) უზრუნველყოს ბაზისური სადაზღვევო პაკეტის ხელმისაწვდომობა საქართველოს ნებისმიერი დაზღვევის მსურველი მოქალაქისათვის . ბაზისური სადაზღვევო პაკეტის პირობები და ამოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით ;
ს) უზრუნველყოს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვეული მოქალაქეების დაზღვევაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა , ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე . ამასთანავე , დაუშვებელია :
ს.ა ) მოქალაქისათვის რაიმე მიზეზით დაზღვევაზე უარის თქმა ;
ს.ბ ) დაზღვეულისათვის რაიმე მიზეზით დაზღვევის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა ;
ს.გ ) სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში რომელიმე დაზღვეულისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების გაუქმება ან აღებული ვალდებულებების უარყოფა ;
ს.დ ) რაიმე სახის დამატებითი სადაზღვევო შესატანის ან სხვა გადასახადის დაწესება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებებისათვის , თუ ეს არ არის გათვალისწინებული ი მავე პროგრამებით ;
ტ) უზრუნველყოს არასახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ თა მონაცემთა ბაზებ შ ი არსებულ მონაცემებზე წვდომა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის , ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სერვისების საშუალებით ;
უ) იმ შემთხვევაში , თუ მიმწოდებელს ან აფთიაქს და მზღვეველს შორის შედგა შეთანხმება კაპიტაციური ტარიფით ან გლობალური ბიუჯეტით ანაზღაურების თაობაზე , მაშინ ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს ტარიფებზე და მედიკამენტების სრულ ფასზე შეთანხმებაც , იმ კატეგორიის დაზღვეულთა მომსახურებისათვის , რომლებსაც ამავე მომსახურებებსა და მედიკამენტებზე ეკუთვნით თანაგადახდა ;
ფ ) (ამოღებულია - 25.03.2015, №127);
ქ) უზრუნველყოს ინფორმაციის ( მათ შორის , ფინანსური ) სრულფასოვანი მიწოდება საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , სრულფასოვნად ჩაერთოს ქვეყანაში არსებული ინფორმაციის მიმო ცვლის სისტემაში ;
ღ ) (ამოღებულია - 25.03.2015, №127);
ღ 1 ) (ამოღებულია - 25.03.2015, №127);
ყ) მიმწოდებლისა და აფთიაქისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლისა და აფთიაქის სასარგებლოდ გადაიხადოს 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან;
შ) გეგმური სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისას დაზღვეულს მიაწოდოს ინფორმაცია სადაზღვევო განაცხადის რეგისტრაციის შესახებ და რეგისტრაციიდან 10 კალენდარულ დღეში აცნობოს მას სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების შესახებ, ასევე განუმარტოს მას საგარანტიო წერილით განსაზღვრული პირობები.
4.მზღვეველი უფლებამოსილია :
ა) არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს სადაზღვევო შემთხვევა, თუ:
ა.ა) გაწეული სამედიცინო მომსახურება არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით , საგარანტიო წერილით , ტარიფებით , ამ წესებით ან სხვა ტიპის წინასწარი შეთანხმებით ;
ა.ბ) მიმწოდებელმა დაარღვია ამ წესებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება ;
ა.გ) მიმწოდებელმა გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ მზღვეველს წარუდგინა ყალბი დოკუმენტები ;
ა.დ) მიმწოდებელმა სადაზღვევო შემთხვევის ღირებულების უსაფუძვლოდ გაზრდის მიზნით განახორციელა შემდეგი ქმედებები:
ა.დ.ა) მიმწოდებლის მიერ შემთხვევისათვის მცდარი კოდის მინიჭება ან/და დიაგნოზის დამძიმება;
ა.დ.ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ მზღვეველისათვის არაზუსტი დოკუმენტაციის წარდგენა ;
ბ) საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის ინსპექტირების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლისაგან მოითხოვოს დაზღვეულის მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია ;
გ) გეგმური ქირურგიული ოპერაციების ხარჯები აანაზღაუროს მხოლოდ მის მიერ შერჩეულ , შესაბამისად უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით ;
დ) მხარეები თანხმდებიან , რომ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით აღწერილი გარემოებები დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის აქტით ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .
საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 1 7 აგვისტოს დადგენილება № 33 4 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №399 - ვებგვერდი, 20.09.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის დადგენილება №461 - ვებგვერდი, 12.12.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 08.02.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №473 - ვებგვერდი, 07.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №479 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №528 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 მარტის დადგენილება №127 - ვებგვერდი, 26.03.2015წ.