Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ

14 მუხლირედაქცია №5 ბოლო ცვლილება: 26 ივნ. 2025
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი განსაზღვრავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე (შემდგომში – ბირთვულ ობიექტებზე) ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს.

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში (შემდგომ – მონაწილეები) ან რომლებსაც მასში მონაწილეობის დროს სხივური ზემოქმედების შედეგად შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დაუდგინდათ (შემდგომ – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები); ბ) მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შვილებზე, რომლებიც ამ პირების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაიბადნენ; გ) ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახების შრომისუუნარო წევრებზე (მშობლები, მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები). საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436 საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.

მუხლი 3. ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონის განსაზღვრის წესი

1.ჯანმრთელობისათვის საშიში სხივური ზემოქმედების დონეს განსაზღვრავს სპეციალიზებული სამკურნალო დაწესებულება.

2.სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3091 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 4. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6887-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ. თავი II. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვა

მუხლი 5. იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დაცვა, რომელთაც შესაძლებლობა ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შედეგად შეეზღუდათ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შესაძლებლობა ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შედეგად შეეზღუდათ, სარგებლობენ: ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436 საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.

მუხლი 6. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეთა სოციალური დაცვა

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები სარგებლობენ: ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436

მუხლი 7. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახების წევრთა სოციალური დაცვა

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს ან მასში მონაწილეობით გამოწვეული დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომისუუნარო მშობლები და მეუღლე სარგებლობენ, აგრეთვე ამ პირების შვილები, რომლებიც მათი ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაიბადნენ, 18 წლის მიღწევამდე სარგებლობენ: ა) სახელმწიფო პენსიით „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით; ბ) სოციალური დახმარებებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436 საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.

მუხლი 8. ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომითი მოწყობა და პროფესიული გადამზადება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ.

მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6887-რს - ვებგვერდი, 28.07.2020 წ.

მუხლი 10. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ორგანიზება და ზედამხედველობა

მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ამ კანონით დადგენილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შეღავათების განხორციელების ორგანიზებასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3091 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 11. მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა

მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დამადასტურებელი მოწმობის ერთიან ნიმუშს და გაცემის წესს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3091 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

მუხლი 12. მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრთა აღრიცხვა

მონაწილეებისა და მათი ოჯახების წევრთა აღრიცხვას კატეგორიების (მონაწილე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ოჯახის წევრი) მიხედვით აწარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3091 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №857- ვებგვერდი, 03.07.2025წ. თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2455 - სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.436

მუხლი 12¹. ამ კანონით განსაზღვრული სოციალური შეღავათების გარდამავალი რეგულირება

ამ კანონით გათვალისწინებულ პირთათვის სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების შეღავათები (მათ შორის, ელექტროენერგიის, გაზის, წყლის და სხვ.) ძალაშია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საქართველო ს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი № 2455 - სსმ I , № 56, 28.12.2005 წ., მუხ. 436

მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2001 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 2000 წლის 8 ნოემბერი. №587–Iს

მუხლები დასაწყისში