Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე
საქართველოს კანონი

საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

სრული ტექსტირედაქცია №0
ტექსტი ქრონოლოგია

საქართველოს კანონი

საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციისათვის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ოპერაციებისა და სამუშაოების დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1.გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სამთავრობათშორისო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე „კრედიტანშალტ ფიურ ვიდერაუშბაუსთან“ 1996 წლის 16 იანვარს 13,0 მილიონ გერმანულ მარკაზე, 1996 წლის 26 ივლისს 10,0 მილიონ და 40,0 მილიონ გერმანულ მარკაზე, აგრეთვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან 1994 წლის დეკემბერში 18,1 მილიონ აშშ დოლარზე გაფორმებულ საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში (სტრუქტურისა და მოცულობის გათვალისწინებით) ამ ხელშეკრულებების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს:

ა) იმპორტული მასალები, ნახევარფაბრიკატები და მოწყობილობა-დანადგარები _ საბაჟო და დამატებული ღირებულების გადასახადებისაგან;

ბ) შესრულებული სამუშაოები _ დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.

2.ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. „კრედიტანშალტ ფიურ ვიდერაუშბაუსთან“ 1996 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ კანონი ამოქმედდეს ამ ხელშეკრულებების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 12 ნოემბერი.

№481 _ Iს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026