პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება დადგენილების მე-5 მუხლის მიხედვით საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მოსახლეობის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისათვის“ გათვალისწინებული ასიგნების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
დანართი №1.1
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 ივლისის დადგენილება №230 – ვებგვერდი, 16.07.2024წ.
სამედიცინო მომსახურების
პირობები
ამ
დად
გე
ნი
ლე
ბის
დანართი №1-
ის
მე-2
მუხლის
პირველი
პუნქტით
განსაზღვრული
მოსა
რ
გე
ბლეებისათვის
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1
5
ივლისის დადგენილება №17
8
– ვებგვერდი, 1
6
.07.2013წ.
1.ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:
ა) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე):
ა.ა) ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის:
ა.ა.ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი) და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა;
ა.ა.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები;
ა.ა.გ) დაავადებათა დიაგნოსტიკა, მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად;
ა.ა.დ) ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
ა.ა.ე) ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
ა.ა.ვ) ინკურაბელურ და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
ა.ა.ზ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა);
ა.ა.თ) სამედიცინო პრაქტიკის წარმოება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების და პროტოკოლების და/ან აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
ა.ა.ი) სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში);
ა.ა.კ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;
ა.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი − ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;
ა.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე შემდეგი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია − ელექტროკარდიოგრაფია არ ითვალისწინებს თანაგადახდას, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები – ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;
ა.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:
ა.დ.ა) სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი − არ ითვალისწინებს თანაგადახდას;
ა.დ.ბ) გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR) − არ ითვალისწინებს თანაგადახდას;
ა.დ.გ) ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH − ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
იანვრის
დადგენილება №51
- ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
ა.ე)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;
ა.ე
1
)
(ამოღებულია - 15.07.2024, №230).
ა.ვ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა), დანართ №1.2-ის შესაბამისად; ამასთან, დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის თანაგადახდა შეადგენს 50%-ს, გარდა გადაუდებელი იმუნიზაციისა, რომელიც ანაზღაურდება სრულად;
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25
აპრილის
დადგენილება №208
- ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11
აგვისტოს
დადგენილება №394
- ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
ბ) სტაციონარული მომსახურება:
ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება − ლიმიტი ერთეულ შემთხვევაზე − 15 000 ლარი:
ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;
ბ.ა.ბ) გადაუდებელი მდგომარეობები;
ბ.ა
1
) ამ პუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;
ბ.ა
2
) ამ პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის (ლიმიტის ფარგლებში) თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის დადგენილება №139 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება
№
586 -
ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25
აპრილის
დადგენილება №208
- ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის
დადგენილება №486
- ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტი 15 000 ლარი, ითვალისწინებს პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის (ლიმიტის ფარგლებში) თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 18 წლამდე ასაკის მოსარგებლეებისათვის;
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
ბ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, თიროზინ კინაზას ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა). ამასთან:
ბ.გ.ა) მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;
ბ.გ.ბ) ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო (მათ შორის, დანართ №1.16-ით შესყიდული) მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25
აპრილის
დადგენილება №208
- ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №520 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 16.04.2024წ.
ბ.დ) (ამოღებულია - 25.04.2017, №208)
.
2.ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამით არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები:
ა) შესაბამისი წლის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ფარგლებში დაფინანსებული ჯანდაცვითი პროგრამული მომსახურებები;
ბ) თერაპიული პროფილის ჰოსპიტალური მომსახურება, გარდა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობებისა;
გ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
დ) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
ვ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;
ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
თ) ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;
ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა;
კ)
ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას);
ლ) პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT);
მ) თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია (გარდა დიაბეტური თვალისა), რქოვანის გადანერგვა;
ნ) ექსტრაკორპორალური (დისტანციური) ლითოტრიფსია;
ო)
(ამოღებულია - 13.06.2022, №313);
პ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
დანართი №1.2
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის
2
3 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის
დადგენილება №139
– ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება
№
586 -
ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29
მარტის
დადგენილება №
147
- ვებგვერდი, 31.03.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1
ივლისის დადგენილება №309 – ვებგვერდი, 06.07.2016წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის
დადგენილება №577
– ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 14.11.2023წ.
გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები
1. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
დასახელება
დაზუსტება
ჩარევის დასახელება
(ჩვენების შესაბამისად)
1.
ტრავმა/ჭრილობა/უცხო სხეული/დამწვრობა, მოყინვა/ცხვირიდან სისხლდენა *
1.1
I დონის
ტრავმატოლოგი-ური დახმარება
მოტეხილობა ცდომის გარეშე/ამოვარდნილობა/
კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები
მოტეხილობის რენტგენოლოგი-ური კვლევა, იმობილიზაცია/ ჩაყენება
1.2
II დონის ტრავმატოლოგი-ური დახმარება
მოტეხილობა ცდომით/ ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები
მოტეხილობის რენტგენოლოგი-ური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია/ იმობილიზაცია/ ბლოკადები
1.3
III დონის ტრავმატოლოგი-ური დახმარება
მოტეხილობა ცდომით/ ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები/თითის/თითების ტრავმული ამპუტაცია
მოტეხილობის რენტგენოლოგი-ური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია/ მ.შ., ჩხირებით/ ტაკვის დამუშავება/ფორ-მირება
1.4
IV დონის ტრავმატოლოგი-ური დახმარება
სახის ძვლების მოტეხილობები
მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია
1.5
I დონის ქირურგიული დახმარება
ზედაპირული ტრავმა და მცირე ზომის ღია ჭრილობები
ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, შეხვევა, მედიკამენტები
1.6
II დონის ქირურგიული დახმარება
საშუალო ზომის ან ორი ან მეტი მცირე ზომის ჭრილობა
ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები
1.7
III დონის ქირურგიული დახმარება
დიდი ზომის ჭრილობები ან კომბინირებული ჭრილობები და/ან მყესთა დაზიანება
ჭრილობის ქირურგიული დამუშავება, გაკერვა, მედიკამენტები
1.8
IV დონის ქირურგიული დახმარება
სახის არის ღია ჭრილობები (ძვლების დაზიანების გარეშე)
1.9
უცხო სხეული
ზედა სასუნთქ გზებში, ყურში სასმენ ხვრელში, საჭმლის მომნელებელ სისტემაში
1.10
თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქ-ტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა)
რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
დაზიანებული უბნის ქირურგიული დამუშავება/ ნეკროტომია, შეხვევა
1.11
ცხვირიდან სისხლდენა
ტამპონადა (გარდა, უკანა ტამპონადისა)
2.
გადაუდებელი თერაპია − სტაბილიზაცია
2.1
გულის რითმის დარღვევები
მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი
2.2
გულის რითმის დარღვევები
წინაგულ-პარკუჭოვანი (ატრიო-ვენტრიკულური) და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა
2.3
გულის რითმის დარღვევები
პაროქსიზმული ტაქიკარდია
2.4
გულის რითმის დარღვევები
წინაგულების ფიბრილაცია და თრთოლვა
2.5
გულის რითმის დარღვევები
სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი
2.6
ჰიპერტონული კრიზი
ეკგ, არტერიული წნევის სტაბილიზაცია
2.7
მწვავე ობსტრუქციული ლარინგიტი (კრუპი)
2.8
ბრონქიტი
ბრონქოსპაზმი
ბრონქოსპაზმის კუპირება
2.9
მწვავე ეპიგლოტიტი
2.10
ალერგია ანაფილაქსიური მდგომარეობისა და ხორხის შეშუპების განვითარების ტენდენციით
2.11
თირკმლის, აბდომინური და ნაღვლკენჭოვანი კოლიკა
სისხლის ს/ა, შარდის ს/ა, ერთი სისტემის ექოსკოპია, ი/ვ ინფუზია, ტკივილის კუპირება
2.12
ტკივილი გულმკერდის და/ან მუცლის და/ან მცირე მენჯის არეში, დაუზუსტებელი
ტკივილის კუპირება, ბლოკადა
2.13
შარდის შეკავება
კათეტერიზაცია (შარდის გამოშვება), ი/ვ ინფუზია და შარდის ს/ა
2.14
ინტოქსიკაციები
დეზინტოქსიკაცია / ინფუზიური თერაპია, ლაბორატორიული კვლევები
*იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით (მათ შორის, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით) მომსახურება
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
იანვრის
დადგენილება №51
- ვებგვერდი, 27.01.2017წ.
2.გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:
ა) კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია:
№
დასახელება
განმარტება
1
I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა
ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას**.
ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია
2
კრიტიკული მდგომარეობები −
II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა
ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:
1.ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა (გარდა თირკმლის მწვავე უკმარისობისა, რომელიც საჭიროებს მხოლოდ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას) და საჭიროებენ ფარმაკოლოგიურ და ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მართვითი სუნთქვა)
2. 2 ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ 2 ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და/ან
3. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და პარენტერალურ კვებას და/ან
4. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და ნოზოკომიური ინფექცია, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**)
3
თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია
თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, უშუალოდ დიალიზის ერთი სეანსის ღირებულება
4
სისხლი და სისხლის კომპონენტები
სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმის ერთი ტრანსფუზიის სრული ღირებულება
** უშუალოდ დიალიზის სეანსის ღირებულება არ არის გათვალისწინებული (იხ.: №3 პუნქტი) – ამ დადგენილებით გათვალისწინებული ისეთი მომსახურების შემთხვევაში, რომელიც არ ფინანსდება DRG მეთოდით.
სტაციონარში
ხანგრძლივი
დაყოვნების
/
ქრონიკული
მოვლის
ტარიფები
(
ლარი
)
დაყოვნება >60 ს/დ
I დონე
90
II-III დონე
140
ნეონატალური
ასაკის
(
ნეონატალურ
ასაკში
დაწყებული
) ხანგრძლივი
დაყოვნება
/
ქრონიკული
მოვლა
I დონე
80
II-III დონე
150
თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (1 სეანსი)
120
სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა (ერთი ტრანსფუზია)
80.
ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლის/მკურნალობის
ტარიფები (ლარი)
დონე
დაყოვნება ≤ 14 ს/დ
დაყოვნება > 14ს/დ ≤ 21ს/დ
დაყოვნება > 21ს/დ ≤ 45ს/დ
დაყოვნება >45ს/დ
I
200
150
140
80
II-III
420
350
250
150
თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია (1 სეანსი)
120
სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა (ერთი ტრანსფუზია)
80
ბ)
კომბუსტიოლოგია
:
დასახელება
დაზუსტება
ჩარევის დასახელება
ტარიფი (ლარი)
თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (დამწვრობა, მოყინვა) – დაზიანების ხარისხის, ფართობის, ლოკალიზაციისა და პაციენტის ასაკის მიხედვით
კრიტიკული მდგომარეობა/ გადაუდებელი ქირურგია
კრიტიკული მდგომარეობის მართვა/შეხვევა, ნეკროზული ქსოვილის ამოკვეთა, აუტოდერმოპლასტიკა, ნეკრექტომია, ნეკროტომია, ამპუტაცია
1
თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (კრიტიკული) ინტენსიური თერაპიის საწოლ-დღე
750
2
თერმული, ქიმიური და ელექტროკონტაქტური დაზიანება (საწოლ-დღე) ქირურგია/კონსერვატიული
მკურნალობა
320
3
ნეკრექტომია უნარკოზოდ
100
4
ნეკრექტომია ნარკოზით
500
5
აუტოტრანსპლანტაცია: კანის ტრანსპლანტაცია (1-5%-მდე ფართზე)
450
6
აუტოტრანსპლანტაცია: კანის ტრანსპლანტაცია 1-5%-მდე. ნარკოზით
650
7
აუტოტრანსპლანტაცია: კანის ტრანსპლანტაცია 6-9-%-მდე. ნარკოზით
1000
8
აუტოტრანსპლანტაცია: 10-20%-მდე ფართზე; ნარკოზით
1200
9
ოპერაციები სახეზე, მტევანზე, ნარკოზით
1200
10
აუტოჰომოდერმოტრანსპლანტაცია. ამპუტაცია, ეგზარტიკულაცია, ტრეპანაცია ნარკოზით
1800
11
ნაადრევი ნეკრექტომია თანამედროვე მეთოდებით წარმოებული 1 ხელის მტევანზე ან ტერფზე, 1-5%-მდე ფართზე
2000
12
ნაადრევი ნეკრექტომია თანამედროვე მეთოდებით წარმოებული 2 ხელის მტევანზე ან ტერფზე, 5-10%-მდე ფართზე
4000
13
ნაადრევი ნეკრექტომია თანამედროვე მეთოდებით წარმოებული 0-1%-მდე ფართზე
1000
14
კანის გადანერგვა ასოზე
1200
15
მთლიანი კანის გადანერგვა სახსრის არეში
1400
16
ღრმა დეფექტის აღდგენა სისხლძარღვოვან მკვებავ ფეხზე ქსოვილების გადანაცვლებით
2500
17
ნეკროზული უბნების მოცილება მთელი სისქის კანის გადანერგვით 0-1%-მდე ფართზე
1800
18
პირველადი ქირურგიული ღრმა ნეკრექტომია ზოგადი ანესთეზიით
1600
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის
დადგენილება №139
– ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის
დადგენილება №486
- ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის
დადგენილება №577
– ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
დანართი
№1.3
საქართველოს მთავრობის 2013 წლის
16
მაისის დადგენილება №1
11
– ვებგვერდი,
16
.05.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 ივლისის დადგენილება №230 – ვებგვერდი, 16.07.2024წ.
სამედიცინო
მომსახურების
პირობები
ამ
დად
გენი
ლე
ბის
დანართი №1-
ის
მე-2
მუხლის
მე-2
პუნქტით
განსაზღვრული
მოსარგებ
ლეე
ბისათვის
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1
5
ივლისის დადგენილება №17
8
– ვებგვერდი, 1
6
.07.2013წ.
1.ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:
ა) სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება:
ა.ა) სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);
ა.ბ) კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ გაწეული კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება (სპეციალური აპარატურით აღჭურვილი რეანიმობილით) (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);
ბ) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის, ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში):
ბ.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმისა და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში); COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;
ბ.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი;
ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია;
ბ.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH, ორსულობის ტესტი;
ბ.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა (კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევები);
ბ.ე
1
) (ამოღებულია - 15.07.2024, №230).
ბ.ვ) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დასკვნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცემა), გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა №IV-100/ა-სა, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა;
ბ.ზ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა);
გ) სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:
გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:
გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;
გ.ა.ბ) გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებსა და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;
გ.ა
1
) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ანაზღაურდება სრულად;
გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე, გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები: წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი;
გ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, თიროზინ კინაზას ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა). ამასთან:
გ.გ.ა) მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;
გ.გ.ბ) ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო (მათ შორის, დანართ №1.16-ით შესყიდული) მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
გ.დ) (ამოღებულია - 26.10.2022, №507);
დ) (ამოღებულია - 06.02.2020, №79).
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის
დადგენილება №139
– ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება
№
586 -
ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
იანვრის
დადგენილება №51
- ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის
დადგენილება №486
- ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №520 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 16.04.2024წ.
2.ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:
ა) სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება:
ა.ა) სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);
ა.ბ) კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ გაწეული კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება (სპეციალური აპარატურით აღჭურვილი რეანომობილით), (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);
ბ) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში):
ბ.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმისა და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში); COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;
ბ.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი;
ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია. კომპიუტერული ტომოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს, თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;
ბ.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH;
ბ.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული გამოკვლევებისა;
ბ.ე
1
) (ამოღებულია - 15.07.2024, №230).
ბ.ვ) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დასკვნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცემა) (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა №IV-100/ა, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა);
ბ.ზ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა);
გ) სტაციონარული მომსახურება:
გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:
გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;
გ.ა.ბ) გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებსა და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია;
გ.ა
1
) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის:
გ.ა
1
.ა) „გ.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;
გ.ა
1
.ბ) „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე ინკურაბელურ პაციენტთა პალიატურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0 − 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანისთვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;
გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტი 15 000 ლარი ითვალისწინებს 20%-იან, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან (ლიმიტის ფარგლებში), გარდა ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა (ლიმიტის ფარგლებში). თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 0 – 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანისთვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;
გ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, თიროზინ კინაზას ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა). ამასთან:
გ.გ.ა) მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;
გ.გ.ბ) ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო (მათ შორის, დანართ №1.16-ით შესყიდული) მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
გ.დ) (ამოღებულია - 26.10.2022, №507).
დ) (ამოღებულია - 06.02.2020, №79).
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის
დადგენილება №139
– ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება
№
586 -
ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
იანვრის
დადგენილება №51
- ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №520 – ვებგვერდი, 21.08.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 16.04.2024წ.
3.ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეთათვის ამ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები:
ა) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარული ხარჯები და მომსახურებები;
ბ) თერაპიული პროფილის გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება;
გ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
დ) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
ვ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;
ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
თ) აივ-ინფექციის/შიდსის, ქრონიკული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;
ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა;
კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე, ეგზოპროთეზირების ხარჯები;
ლ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 10.04.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 ივლისის დადგენილება №451 – ვებგვერდი, 18.07.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
დანართი №1.4
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1
5
ივლისის დადგენილება №17
8
– ვებგვერდი, 1
6
.07.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის
2
3 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 ივლისის დადგენილება №230 – ვებგვერდი, 16.07.2024წ.
სამედიცინო
მომსახურების
პირობები
ამ
დადგენი
ლე
ბის
დანართი №1-
ის
მე-2
მუხლის
მე-3
პუნქტით
განსაზღვრული
მოსარ
გე
ბ
ლე
ებისათვის
1. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:
ა) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში):
ა.ა) ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის:
ა.ა.ა) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი) და სამიზნე მოსახლეობის ადეკვატური მოცვა;
ა.ა.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები;
ა.ა.გ) დაავადებათა დიაგნოსტიკა, მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად;
ა.ა.დ) ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
ა.ა.ე) ფთიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
ა.ა.ვ) ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
ა.ა.ზ) ამბულატორიულ დონეზე სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის, საანგარიშგებო და სტატისტიკური ფორმები) წარმოება, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობებისა და რეცეპტების გაცემა (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული, ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შეძენის ნებართვის მისაღებად წარსადგენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებისა);
ა.ა.თ) სამედიცინო პრაქტიკის წარმოება ქვეყანაში დამტკიცებული გაიდლაინების და პროტოკოლების და/ან აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;
ა.ა.ი) სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში);
ა.ა.კ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მსუბუქი შემთხვევების მართვა ბინაზე“ – კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) შესაბამისად;
ა.ბ) ქვემოთ ჩამოთვლილი ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით: ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი – ანაზღაურდება სრულად;
ა.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე შემდეგი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფია, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია (სისტემების მიხედვით, ტრანსაბდომინურად), გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია და ძვლების რენტგენოგრაფია – ანაზღაურდება სრულად;
ა.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე, პროთრომბინის დრო (INR), ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH − ანაზღაურდება სრულად;
ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;
ა.ე
1
) (ამოღებულია - 15.07.2024, №230).
ა.ვ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა) დანართი №1.2-ის შესაბამისად.
ბ) სტაციონარული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება:
ბ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:
ბ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია;
ბ.ა.ბ) გადაუდებელი მდგომარეობები;
ბ.ა
1
) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება სრულად;
ბ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები: წლიური ლიმიტი – 15 000 ლარი - ანაზღაურდება სრულად;
ბ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია, ასევე, მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით (მონოკლონური ანტისხეულები, პროტეინკინაზის ინჰიბიტორები, თიროზინ კინაზას ინჰიბიტორები, ბისფოსფონატები) მკურნალობა და ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა დანართ №1.15-ით გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა). ამასთან:
ბ.გ.ა) მომსახურება (გამოკვლევები, პროცედურები, სხივური თერაპია) ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, წლიური 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში;
ბ.გ.ბ) ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო (მათ შორის, დანართ №1.16-ით შესყიდული) მედიკამენტები ანაზღაურდება სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
ბ.დ) (ამოღებულია - 26.10.2022, №507).
გ) (ამოღებულია - 06.02.2020, №79).
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის დადგენილება №559 – ვებგვერდი, 22.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 მარტის
დადგენილება №139
– ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის დადგენილება
№
586 -
ვებგვერდი, 20.11.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27
იანვრის
დადგენილება №51
- ვებგვერდი, 27.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის
დადგენილება №486
- ვებგვერდი, 03.11.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 მაისის დადგენილება №196 – ვებგვერდი, 29.05.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 16.04.2024წ.
2.ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის ამ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები:
ა) შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სხვა სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამებით დაფარული ხარჯები და მომსახურებები;
ბ) თერაპიული პროფილის ჰოსპიტალური მომსახურება, გარდა მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობებისა;
გ) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;
დ) საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯები;
ე) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;
ვ) ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა;
ზ) სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯები;
თ) ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები;
ი) თუ სამედიცინო მომსახურების საჭიროება დადგა თვითდაშავების, ტერორისტულ ან კრიმინალურ აქტებში მონაწილეობის, ან არალეგალურად მოხმარებული ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, გარდა გადაუდებელი სტაციონარული ან ამბულატორიული მომსახურების შემთხვევებისა;
კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირებისა და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას);
ლ) პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT);
მ) თვალის რეფრაქციული ქირურგია, სიელმის ქირურგიული მკურნალობა, თვალის ლაზერული ქირურგია (გარდა დიაბეტური თვალისა), რქოვანის გადანერგვა;
ნ ) ექსტრაკორპორალური (დისტანციური) ლითოტრიფსია;
ო)
(ამოღებულია - 13.06.2022, №313);
პ) ბარიატრიული (სიმსუქნის გამო) ოპერაციები კუჭზე (ოპერაციები ჭარბი წონის დროს). აღნიშნულ მომსახურებაზე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №598 – ვებგვერდი, 28.12.2022წ.
დანართი №1.5
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25
აპრილის
დადგენილება №208
- ვებგვერდი, 26.04.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 14.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №407 - ვებგვერდი, 11.12.2024წ.
სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის 3
1
და 3
2
პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის
1. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის 3
1
პუნქტით განსაზღვრული მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:
ა) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება DRG-ის ღირებულების 70%-ის ოდენობით, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა. ამასთან, დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის მომსახურება ფინანსდება DRG-ის ღირებულების 80%-ის ოდენობით. მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის მიწოდებული მომსახურება არ ექვემდებარება თანაგადახდას;
ბ) მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა − ანაზღაურდება სრულად, DRG-ის შესაბამისად;
გ) მშობიარობა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აყვანილი ექიმის მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინება ხდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის შესაბამისად;
დ) საკეისრო კვეთა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აყვანილი ექიმის მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინება ხდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის შესაბამისად.
2.ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3
2
პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:
ა) მშობიარობა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აყვანილი ექიმის მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინება ხდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის შესაბამისად;
ბ) საკეისრო კვეთა (მათ შორის, გაუტკივარება, აყვანილი ექიმი) – ანაზღაურდება სრულად DRG-ის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აყვანილი ექიმის მომსახურებაზე დამატებითი თანხის გადახდევინება ხდება ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის შესაბამისად.
დანართი №1.6
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11
აგვისტოს
დადგენილება №394
- ვებგვერდი, 15.08.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის
დადგენილება №577
– ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
სამედიცინო მომსახურების მიღების პირობები და წესები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის 3
4
პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის
1. ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3
4
პუნქტით გათვალისწინებული პირი ყოველ მიმდინარე წელს, შესაბამისი მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ №1.1-ით განსაზღვრული პირობებით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია, ერთჯერადად და წინასწარ, განმახორციელებლის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაიხადოს დადგენილი საფასური, რომელიც შეადგენს 240 ლარს და მიიმართება ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
2.განმახორციელებელი ამავე დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდგომ უზრუნველყოფს ამ პირთათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებას და ეს პირები შესაბამისი მომსახურების მიღებას შეძლებენ დადგენილების მე-4 მუხლის „კ
2
“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
3.კონკრეტული კალენდარული წლის დეკემბერში დადგენილი საფასურის გადახდით, ამ დანართით განსაზღვრულ პირს შესაბამისი მოცულობის სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება განესაზღვრება მომდევნო კალენდარული წლისათვის, დადგენილების მე-4 მუხლის „კ
2
“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
4.თუ ამავე დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში შეეცვალა სტატუსი და აღარ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3
4
პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს (მ.შ. გახდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული ან მისმა წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 40 000 ლარი და მეტი), მას უნარჩუნდება შეძენილი უფლება, ისარგებლოს დანართ №1-ის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ №1.1-ით განსაზღვრული პირობებით მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში.
5.თუ ამავე დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში შეეცვალა სტატუსი და ხდება დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორია ან ენიჭება დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სტატუსი, მაშინ მას უჩერდება შეძენილი უფლება და იგი ავტომატურად, ჩართვის შესაბამისი კრიტერიუმების დაცვით, ხდება ამ დადგენილების დანართი №1.3-ის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლე, ამასთან, თუ მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში პირს კვლავ შეეცვალა სტატუსი და აღარ აკმაყოფილებს დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, მას აღუდგება შეჩერებული უფლება.
6.ამავე დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კერძო სადაზღვევო სქემებში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამდგარი გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება უპირატესად უფინანსდებათ ორგანიზაციას/ფიზიკურ პირსა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილი თანხის შემდგომ დარჩენილი თანხა, მაგრამ არა უმეტეს ამავე დადგენილების დანართ №1-ის 22-ე მუხლში გაწერილი პირობების შესაბამისად განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისთვის ასანაზღაურებელი თანხისა.
7.არასწორად/შეცდომით ან იმ პირის მიერ გადახდილი დადგენილი საფასური, რომელმაც ვერ მოიპოვა ამ დანართით სარგებლობის უფლება, უბრუნდება გადამხდელს, მისი მომართვის შემთხვევაში.
8.სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, განსაზღვროს ამ დანართით გათვალისწინებული პირობებისა და წესების ადმინისტრირების დამატებითი პირობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ დადგენილებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
დანართი №1.7
საქართველოს მთავრობის 2018 წლის
18 იანვრის
დადგენილება №19
– ვებგვერდი, 22.01.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის დადგენილება №175 – ვებგვერდი, 18.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 05.05.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 11.04.2023წ.
ინფექციური დაავადებების მართვა
1. ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3
5
პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს:
ა) ინფექციური დაავადებების (მათ შორის, სეფსისი, პარაზიტოლოგია) სტაციონარულ მკურნალობას;
ბ) ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მდგომარეობებთან დაკავშირებულ №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტიკულ მდგომარეობებს/ინტენსიურ თერაპიას;
გ) (ამოღებულია - 04.05.2020, №289).
2.(ამოღებულია - 26.10.2022, №507).
3.ამ დანართის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან. ამასთან:
ა.ა) თანაგადახდას არ ითვალისწინებს ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება, ასევე − „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებიდან ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები და ასაკით პენსიონერი ვეტერანისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;
ა.ბ) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (გარდა საპენსიო ასაკის პირებისა) თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, ხოლო საპენსიო ასაკის პირებისთვის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა) მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან და ფინანსდება დანართ №1.1-ში, დანართ №1.3-სა და დანართ №1.4-ში მითითებული ლიმიტების შესაბამისად;
გ) (ამოღებულია - 04.05.2020, №289).
დანართი №1.7.1 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ.
დანართი №1.8
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის დადგენილება №380 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
პროგრამით გათვალისწინებული კარდიოქირურგია/ინტერვენციული კარდიოლოგია/რითმოლოგიის მომსახურება და შემთხვევის ღირებულებები
1. (ამოღებულია - 26.10.2022, №507).
2.დეფიბრილატორების შესყიდვა:
ა) ერთკამერიანი/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორისა და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის შესყიდვა სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდული საქონელი გადაეცემა განმახორციელებელს, რომელიც ამ საქონელს მიმწოდებელს უსასყიდლოდ გადასცემს. შესყიდული საქონელი არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლის ნუსხა, სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება, კომპეტენციების შესაბამისად, სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსთან შეთანხმებით;
დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, ლოგისტიკის) 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 5,067.4 ათას ლარს.
დანართი №1.9
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 მარტის დადგენილება №146 – ვებგვერდი, 09.03.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის დადგენილება №399 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №552 - ვებგვერდი, 04.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №595 – ვებგვერდი, 24.09.2020წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 16.01.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №49 - ვებგვერდი, 01.03.2024წ.
მედიკამენტებით
უზრუნველყოფა
1. პროგრამა მოიცავს ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3
6
პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას, განმახორციელებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად, შემდეგი ჯგუფების მიხედვით:
ა.ა) გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
ა.ბ) ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
ა.გ) ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები;
ა.დ) დიაბეტი (ტიპი 2);
ა.ე) გლაუკომა;
ა.ვ) პარკინსონი;
ა.ზ) ეპილეფსია.
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას, სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად.
2.ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ბენეფიციართათვის ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.
3.ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ფარმაცევტული კომპანია/აფთიაქი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის, ხელშეკრულებისა და დადგენილების პირობებს, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
4.დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3
6
პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის, ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჯგუფების შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ხარჯები ანაზღაურდება სრულად, თანაგადახდის გარეშე;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ფარმაცევტული პროდუქტის ხარჯები ანაზღაურდება წლიური ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50 პროცენტის თანაგადახდით, ხოლო 0 − 5 წლის ასაკის შშმ ბავშვებისათვის ანაზღაურდება წლიური ლიმიტის – 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან;
გ) დაუშვებელია მოსარგებლისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელის გარდა სხვა რაიმე გადასახდელის გადახდევინება.
5.ამ დანართის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
6.შესაბამისი წლების „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრალიზებულად შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტის ამოწურვამდე ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის უპირატესი გაცემა ბენეფიციარებზე, ამავე დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
7.ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასი და პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამავე დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი, განიხილება და დგინდება კომისიური წესით. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით.
7¹.ამ დანართის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ფარმაცევტული პროდუქტის ფასი დადგინდეს იმავე ფარმაცევტულ პროდუქტზე საქართველოს ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოდგენილი ფასის სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევისა და 2020 წლის განმავლობაში ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის ფასის გათვალისწინებით.
7².ამ დანართის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებით მიღებული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასის დადგენის წესი და პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამავე დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი, ასევე ბენეფიციარების რეგისტრაციის წესი და მიმწოდებლების ანგარიშგებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი, მტკიცდება განმახორციელებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8.სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, მის ბალანსზე რიცხული, შესაბამისი წლების „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრალიზებულად შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტი, სამინისტროსთან შეთანხმებით, გადასცეს ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მომსახურების მიმწოდებელ ფარმაცევტულ კომპანიებს/აფთიაქებს, შემდგომში მათი ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3
6
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე მოხმარების მიზნით.
9.ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1-ის მე-2 მუხლის 3
6
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე პროგრამის ფარგლებში გასცეს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადაცემული პროდუქტი ან სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადაცემული ფარმაცევტული პროდუქტი ჩაანაცვლოს განსხვავებული სერიული ნომრის მქონე ანალოგიური სავაჭრო დასახელების მედიკამენტით.
10.ამ დანართის მე-9 პუნქტის ფარგლებში მიმწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაო არ ანაზღაურდება ამავე დანართის მე-8 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებლებზე სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადაცემული ფარმაცევტული პროდუქტის ოდენობის პროდუქტის გახარჯვამდე. ამასთან, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის გახარჯვის შემდეგ ამავე დანართის ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი შესაბამისი ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხა, ფასი, ასევე მიმწოდებლების ანგარიშგებისა და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების წესი დამატებით განისაზღვრება ამავე დანართის მე-7 და 7
2
პუნქტების შესაბამისად.
დანართი №1.9.
1 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 16.01.2024წ.
დანართი 1.10
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ.
შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა
1. მომსახურების მოცულობა
ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის 3
7
პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის ამ დანართით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს კოხლეარული იმპლანტების/პროცესორების შესყიდვას.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 მარტის დადგენილება №114 – ვებგვერდი, 21.03.2023წ.
2.დაფინანსების/განხორციელების მექანიზმი
ა) ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) ამ დანართის პირველი პუნქტის ფარგლებში შესყიდული საქონელი გადაეცემა განმახორციელებელს, რომელიც ამ საქონელს უსასყიდლოდ გადასცემს კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციის მიმწოდებელ დაწესებულებას დაგეგმილი ოპერაციების უზრუნველსაყოფად, საჭირო რაოდენობით. შესყიდული საქონელი არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან;
გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების (მათ შორის, ლოგისტიკის) 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3,000.0 ათას ლარს.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 მარტის დადგენილება №114 – ვებგვერდი, 21.03.2023წ.
3.დამატებითი პირობები
ა) ამ დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდული საქონლის სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემის, განაწილების, ასევე გამოცვლილი პროცესორის ადმინისტრირების წესი მტკიცდება სააგენტოს მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსთან შეთანხმებით;
ბ) წინა წლებში (2014 – 2019) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში გადაცემული კოხლეარული იმპლანტის გამოყენების ვადად განისაზღვროს 2 წელი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დღიდან;
გ) წინა წლებში (2014 – 2019) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით „კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის“ ფარგლებში გადაცემული კოხლეარული იმპლანტის გამოყენების ვადად, თუ გადაცემიდან გასულია 2 წელი, განისაზღვროს არაუგვიანეს 2021 წლის 1 აპრილისა;
დ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები ზრუნვის სააგენტოს 2021 წლის 1 აპრილამდე წერილობით დაუდასტურებენ ნებაყოფლობით მოთხოვნას მათზე უკვე განაწილებული კოხლეარული იმპლანტის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ და ნებაყოფლობით დააბრუნებენ საქონელს, ექვემდებარებიან ამავე დანართის ფარგლებში პრიორიტეტულ ბენეფიციარად განსაზღვრას, საერთო წესით მომართვის შემთხვევაში;
ე) თუ კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციარი ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს იმპლანტს (არ ჩაიტარებს კოხლეარულ იმპლანტაციას), ბენეფიციარის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ჩაითვლება გაუქმებულად და კოხლეარული იმპლანტი უბრუნდება ზრუნვის სააგენტოს, რომელიც მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს სააგენტოს;
ვ) სააგენტო უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში მიღებული კოხლეარული იმპლანტის გაცემას ამ დანართით განსაზღვრული წესით;
ზ) მკურნალი ექიმის მიერ დასაბუთებული საჭიროების შემთხვევაში, იმპლანტაციიდან/პროცესორის დამაგრებიდან ხუთი წლის შემდეგ ბენეფიციარს ერთჯერადად გადაეცემა კოხლეარული იმპლანტის ახალი პროცესორი;
თ) ორმხრივი კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის პირობები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 მარტის დადგენილება №114 – ვებგვერდი, 21.03.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივლისის დადგენილება №301 - ვებგვერდი, 06.07.2026წ.
დანართი №1.11
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 მაისის დადგენილება №196 - ვებგვერდი, 18.05.2026წ.
გულის
თანდაყოლილი
მანკების
მკურნალობა
1. პროგრამის მიზანია გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული პირებისთვის სპეციალიზებული მკურნალობის უზრუნველყოფა, გადარჩენის მაჩვენებლების გაუმჯობესების, სიკვდილიანობის შემცირების, ცხოვრების ხარისხის ამაღლებისა და ჯანმრთელობის საუკეთესო შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
2.ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის 3
9
პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ოპერაციული ჩარევებისათვის გათვალისწინებული, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღირებულებისა:
ა) ქირურგია:
კატეგორია
ჩარევა
ტარიფი
(ლარი)
I
სისხლძარღვოვანი რგოლის კორექცია;
ღია არტერიული სადინრის დახურვა;
ხელოვნური რითმის წამყვანის ბატარეის გამოცვლა;
სიმპატექტომია;
აორტის კოარქტაციის კორექცია, გავრცობილი ბოლოთ ბოლოში, >1 თვეზე;
წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის/ღია ოვალური ხვრელის პირველადი დახურვა ან დახურვა ჩანართით;
აორტოპექსია;
ფილტვის ვენების ნაწილობრივი ანომალიური დრენაჟის კორექცია;
დიდი ზომის მარჯვენა წინაგულის პლასტიკა;
მარცხენა პარკუჭის დივერტიკულუმის კორექცია;
მკერდის ძვლის პლასტიკა (არაინფექციური);
აორტის შეფუთვა
10 176.0
II
პირველადი წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა;
სარქველქვედა აორტის სტენოზის კორექცია, მიექტომიის გარეშე იდიოპათიური სარქველქვედა სტენოზის კორექციისათვის;
სიმსივნე;
სიმიტარის (თურქული ხმლის) ანომალიის კორექცია;
სარქველზედა მიტრალური რგოლის ან სამწინაგულიანი გულის კორექცია;
კორონარული არტერიის გვირაბის გახსნა;
იზოლირებული პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა;
ატრიოვენტრიკულური არხის გარდამავალი ფორმის კორექცია;
პეისმეიკერის (ხელოვნური რითმის წამყვანის) ჩანერგვა ეპიკარდიული ელექტროდების მიკერებით;
მარჯვენა პარკუჭის ტრაბეკულების გადაკვეთა ორღრუიანი მარჯვენა პარკუჭის კორექციისათვის;
ფილტვის არტერიის სარქვლის გამოცვლა;
აორტის კოარქტაციის კორექცია, გავრცობილი ბოლოთ ბოლოში, <1 თვეზე;
აორტოპულმონური ფანჯრის კორექცია;
ფილტვის არტერიის შევიწროება მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის დროს;
მარცხენა პარკუჭის გასავლის კორექცია ან გადიდება;
იზოლირებული სამკარედა სარქვლის პლასტიკა;
იზოლირებული ორმხრივმიმართული კავაპულმონური ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი);
აორტის ან ტრუნკალური სარქვლის ვალვულოპლასტიკა;
სენინგის/მასტარდის ოპერაცია მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის დროს;
ფალოს ტეტრადის კორექცია
–
არატრანსანულარული ჩანართი;
დაღმავალი აორტის ანევრიზმის პლასტიკა;
სისტემური ვენების ანომალიების კორექცია ან პლასტიკა.
16 304.0
III
აღმავალი აორტის პროთეზირება;
სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა + პროცედურა მარჯვენა პარკუჭის გასავალზე;
კონდუიტის რეოპერაცია;
ფალოს ტეტრადის კორექცია
–
ფილტვის არტერიის არარსებობის სინდრომი;
აორტის ან ტრუნკალური სარქვლის გამოცვლა;
იზოლირებული ფონტენის ოპერაცია;
კოარქტაციის კორექცია, ლავიწქვეშა არტერიის ნაწილით ან ჩანართით;
სარქველქვედა აორტის სტენოზის კორექცია + მიექტომიით იდიოპათიური სარქველქვედა სტენოზის კორექციისათვის;
სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია, ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი);
ძირითადი აორტოპულმონური კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება) სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობების გარეშე;
ფილტვის არტერიის ვალვოტომია;
კონოს პროცედურა;
მარცხენა კორონარული არტერიის ანომალიური გამოსვლის კორექცია;
სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა + არამარჯვენა პარკუჭოვანი გასავლის პროცედურა;
ოპერაცია იზოლირებულად აორტის თაღზე, სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში;
სარქველზედა აორტის სტენოზის კორექცია;
ორმაგი გადართვა მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/მთელი პარკუჭთაშუა ძგიდის დროს;
მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის ვალვულოპლასტიკა + აორტალური სარქვლის პლასტიკის გარეშე;
ორმხრივმიმართული კავაპულმონური ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი) + დამატებითი პროცედურა, არაწინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა;
პეისმეიკერის (ხელოვნური რითმის წამყვანის) ჩანერგვა ენდოკარდიული ელექტროდებით;
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების ჰიბრიდული დახურვა.
20 918.0
IV
ფონტენის ოპერაცია + დამატებითი პროცედურა, არაწინგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა;
ფალოს ტეტრადის კორექცია
–
ტრანსანულარული ჩანართი;
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + ფილტვის არტერიის შემავიწროებელი თასმის მოხსნა/პლასტიკა;
აორტის ბოლქვის გამოცვლა;
იზოლირებული წინაგულოვანი სეპტექტომია;
მარჯვენა პარკუჭის ორმაგი გამოსვლის კორექცია პარკუჭშიდა გვირაბის შექმნით;
ებშტეინის ანომალიის კორექცია;
ფილტვის ვენების ანომალიური დრენაჟის კორექცია, > 1 კვირაზე;
განცალკავებული (იზოლირებული) ფილტვის არტერიის ტოტის რეიმპლანტაცია;
სრული ატრიოვენტრიკულური არხის + ფალოს ტეტრადის კორექცია, ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი);
მრავლობითი პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტების დახურვა;
სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა + მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტის გამოცვლა;
არტერიული გადართვის პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/მთელი პარკუჭთაშუა ძგიდის დროს;
მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის გამოცვლა, > 5 წელზე;
მარჯვენა პარკუჭის ორმაგი გამოსვლის კორექცია + მარჯვენა პარკუჭის გასავლის პლასტიკა;
ორმაგი გადართვა მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს;
ორმხრივმიმართული კავაპულმონური ანასტომოზი (გლენის ანასტომოზი) + წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა;
ფალოს ტეტრადის კორექცია + მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტი + ძირითადი აორტოპულმონური კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება);
მიტრალური ან წინგულ-პარკუჭოვანი სარქვლის ვალვულოპლასტიკა + აორტალური სარქვლის პლასტიკა;
ფონტენის რევიზია.
29 332.0
V
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + აორტის კოარქტაციის კორექცია;
ფალოს ტეტრადის/ფილტვის არტერიის ატრეზიის/ძირითადი აორტოპულმონური კოლატერალების პალიატიური ოპერაცია;
ფონტენის ოპერაცია + წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის პლასტიკა;
მოდიფიცირებული ბლელოკ-ტაუსიგის შუნტი;
როსის პროცედურა;
სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია, არა ტრისომია 21 (დაუნის სინდრომი);
სამკარედა სარქვლის გამოცვლა;
ფალოს ტეტრადის/ფილტვის არტერიის ატრეზიის კორექცია მარჯვენა პარკუჭ-ფილტვის არტერიის კონდუიტით;
არტერიული გადართვის პროცედურა + პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა;
ვილიამსის სინდრომის კორექცია;
როსს-კონოს პროცედურა;
ფილტვის არტერიის შევიწროება, არამაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის დროს;
დამუს-კაე-სტანსელის პროცედურა;
მარცხენა პარკუჭის რეაბილიტაციია (მომზადება);
არტერიული გადართვის პროცედურა + პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა + აორტის კოარქტაციის კორექცია;
რასტელის/სენინგის პროცედურები მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს;
ნიკაიდოს პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის/ფილტვის არტერიის სტენოზის დროს;
არტერიული ტრუნკუსის (საერთო არტერიული ღეროს) კორექცია;
ორპარკუჭოვანი კორექცია;
ძირითადი აორტოპულმონური კოლატერალების უნიფოკალიზაცია (გაერთიანება) ბლელოკ-ტაუსიგის შუნტით სისხლის ხელოვნური მიმოქცევის პირობებში;
ფილტვის ვენების ანომალიური დრენაჟის კორექცია, < 1 კვირაზე;
სამკარედა სარქვლის ვალვულოპლასტიკა, ერთი პარკუჭით;
ფილტვის ვენების სტენოზის კორექცია;
ორღრუიანი მარჯვენა პარკუჭის კორექცია + აორტოპულმონური შუნტი + ღია არტერიული სადინრის დახურვა.
30 974.0
VI
სრული ატრიოვენტრიკულური არხის კორექცია + ფალოს ტეტრადის კორექცია, არატრისომია 21 (დაუნის სინდრომი);
მიტრალური ან წინაგულ-პარკუჭოვანი სარქვლის გამოცვლა, < 5 წელზე;
ნორვუდის პროცედურა;
არტერიული ტრუნკუსის (საერთო არტერიული ღეროს) კორექცია + აორტის თაღის წყვეტის კორექცია;
ფილტვის არტერიის ჰიბრიდული შევიწროება;
ნორვუდის პროცედურა, მიტრალური სტენოზი/აორტის ატრეზია;
არტერიული გადართვის პროცედურა მაგისტრალური სისხლძარღვების ტრანსპოზიციის/პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დროს და ფილტვის არტერიის შევიწროვების მოხსნა/პლასტიკა;
გულის ტრანსპლანტაცია, > 1 წელზე.
59 884.0
.
ბ) კათეტერიზაცია:
კატეგორია
ჩარევა
ტარიფი
(ლარი)
I
გულის ბიოფსია ტრანსპლანტაციის შემდეგ
2 265.0
II
გულის ბიოფსია და დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია;
გულის ბიოფსია და კორონაროგრაფია;
დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია (ტრანსსეპტალური პუნქციის ჩათვლით)
2 754.0
III
ღია არტერიული სადინრის დახურვა;
წინაგულთაშუა ძგიდის სტენტირება, დილატაცია ან სეპტოსპომია;
ღია არტერიული სადინრის სტენტირება;
აორტის დილატაცია და/ან სტენტი (ერთი ინტერვენცია);
აორტის სტენტის რედილატაცია;
პულმონური ვალვულოტომია (იზოლირებული ინტერვენცია);
მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტი (ფილტვის არტერიის ანგიოპლასტიკის ან სტენტის გარეშე) (ერთი ინტერვენცია);
ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარეშე) (ერთი ინტერვენცია).
7 973.0
IV
სისტემური ვენების დილატაცია ან სტენტირება;
წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ან ღია ოვალური ხვრელის დახურვა;
აორტული ვალვულოტომია (იზოლირებული ინტერვენცია);
სისტემური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით/ოკლუდერით (ერთი ინტერვენცია);
სისტემური > პულმონური შუნტის დილატაცია ან სტენტირება;
ფენესტრაციის ოკლუდერით დახურვა (იზოლირებული ინტერვენცია);
კორონარული ფისტულის დახურვა;
სისტემური არტერიის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (აორტის გარდა);
მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (ორი ინტერვენცია);
ფონტენის ოპერაციის ჩანართის დილატაცია.
17 313.0
V
მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია და/ან სტენტირება (ფილტვის არტერიის ანგიოპლასტიკის ან სტენტირების გარეშე) (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);
ფილტვის რომელიმე ვენის დილატაცია ან სტენტირება;
აორტული ვალვულოტომია (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);
ფილტვის არტერიის მარჯვენა ან მარცხენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა და/ან სტენტირება (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარეშე) (ორი ინტერვენცია);
აორტის დილატირება და/ან სტენტი (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);
სისტემური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით ან ოკლუდერით (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);
პულმონური ვალვულოტომია (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);
სისტემური ვენური კოლატერალის დახურვა საემბოლიზაციო მარყუჟით ან ოკლუდერით;
მიტრალური ვალვულოტომია;
მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა;
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა;
სისტემურ-პულმონური კოლატერალის დილატაცია ან სტენტირება
14 400.0
VI
ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარდა) (სამი ინტერვენცია);
ფენესტრირებული ოკლუდერის დახურვა (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);
წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დახურვა ან ღია ოვალური ხვრელის დახურვა (და დამატებით მინიმუმ ერთი ინტერვენცია);
მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის დილატაცია ან სტენტირება და ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა (ოთხი ან მეტი ინტერვენცია);
ფილტვის არტერიის მარცხენა ან მარჯვენა ტოტის პროქსიმალური ან დისტალური ნაწილის ანგიოპლასტიკა ან სტენტი (მარჯვენა პარკუჭის გასასვლელი ტრაქტის ინტერვენციის გარდა) (ოთხი ან მეტი ინტერვენცია).
18 529.0
VII
ფილტვის არტერიის სარქვლის ენდოვასკულური იმპლანტაცია.
10 406.0
.
3.მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს კატეგორიის შესაბამისი ღირებულებისა. ამასთან:
ა) თანაგადახდას არ ექვემდებარება გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, ასევე − ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა და ასაკით პენსიონერი ვეტერანისა და მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;
ბ) ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის (გარდა 18 წლამდე ასაკის პირებისა) იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 80%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 20%-ს, ხოლო საპენსიო ასაკის პირებისთვის (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პროგრამით იფარება მომსახურების ფაქტობრივი ხარჯის 90%, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.
4.ამ დანართის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გამოსავლის შეფასების ინდიკატორები, მათი წარმოდგენისა და შეფასების პირობები მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით.
5.ამ დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, 2027 წლის 1 თებერვლამდე და შემდგომ ყოველი საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 თებერვლამდე წარადგინოს ინდიკატორების მაჩვენებლები მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტის პირობების შესაბამისად.
6.2028 წლის 1 მარტიდან მომსახურების მიმწოდებელია დაწესებულება, რომელიც, მე-13 თვეს ჩატარებული წინა 12 თვის ანალიზის საფუძველზე, აკმაყოფილებს მე-4 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტის პირობებს.
დანართი №1.12
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ.
სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის 3
10
პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამა ითვალისწინებს №1.12.1 დანართში მოცემული დაავადებების სტაციონარულ მკურნალობას.
2.ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის განსაზღვრული ტარიფისა (დანართი №1.12.1).
3.ამ დანართის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.
დანართი
№1.12.1
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №610 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება და შემთხვევის ღირებულებებ
ი
ნოზოლოგია
ICD
კოდი
ტარიფი
(
ლარი)
სტაციონარული სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით
1
1 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
618
2
2 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
775
3
3 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
937
4
4 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1039
5
5 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1182
6
6 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1254
7
7 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1328
8
8 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1392
9
9 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1528
10
10 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1785
11
11 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1848
12
12 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1927
13
13 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1981
14
14 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
1996
15
15 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
2113
16
16 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
2183
17
18 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
2414
18
20 სარძევე/მუდმივი კბილის რთული/მარტივი კარიესი
K02.0
K02.1.
K02.3
K02.8
2624
19
კბილებზე ქვებისა და ნადების მოცილება (ულტრაბგერით კბილების გაპრიალება აბრაზიული პასტით და პროფესიული ჰიგიენა)
690
ყბა-სახის ქირურგია ზოგადი ანესთეზიით
20
ერთი კბილის ექსტრაქცია
520
21
ერთზე მეტი კბილის ექსტრაქცია
550
დანართი
№1.13
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 ნოემბრის დადგენილება №522 – ვებგვერდი, 10.11.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის დადგენილება №72 – ვებგვერდი, 21.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №50 - ვებგვერდი, 01.03.2024წ.
თავის
ტვინში
სისხლის
მიმოქცევის
მოშლის
,
თავის
ა
და
ზურგის
ტვინის
ტრავმული
დაზიანების
შედეგად
განვითარებული
მდგომარეობის
რეაბილიტაცია
1.
მომსახურების
მოცულობა
მომსახურება მოიცავს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლისა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის ღონისძიებებსა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის ღონისძიებებს ცხრილ №1-ის შესაბამისად:
ცხრილი №1
№
რეაბილიტაციის
ღონისძიებები/ჩარევები
1
ინტერდისციპლინური გუნდური შეფასება, სარეაბილიტაციო მკურნალობის მიზნების დასახვა, საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის შედგენა
2
ექიმის მეთვალყურეობა/ზედამხედველობა
3
ოკუპაციური თერაპია
4
ფიზიკური თერაპია
5
ფიზიკური თერაპია წყალში
6
ბენეფიციარისა და ოჯახის წევრების განათლება
7
ფსიქოთერაპია/ფსიქოლოგიური კორექცია
8
მეტყველების თერაპია (ბგერათწარმოთქმა, საკვების მიღების, ღეჭვისა და ყლაპვის პროცესების დასწავლა და კორექცია, საჭიროების შემთხვევაში, კომუნიკაციის ალტერნატიული გზების შერჩევა და სწავლა)
9
დამხმარე (ადაპტაციური) საშუალებების შერჩევა და მათი გამოყენების სწავლება
10
სამკურნალო მასაჟი (ლიმფოდრენაჟი).
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის დადგენილება №72 – ვებგვერდი, 21.02.2023წ.
2.მოსარგებლეები და თანაგადახდის პირობები
ა) მოსარგებლეები არიან:
ა.ა) დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები (მათ შორის, ჯანმრთელობის დაზღვევის მქონეც), ასევე გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობენ 100%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან;
ა.ბ) დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები სარგებლობენ 90%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან;
ა.გ) დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები (ასევე მნიშვნელოვნად გამოხატული და ზომიერად გამოხატული საქართველოს მოქალაქე შშმ პირები) სარგებლობენ 80%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ერთდროულად მიეკუთვნება ზემოთ აღნიშნულ ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ სერვისის მიწოდება მოხდება სახელმწიფოს მხრიდან განსაზღვრული მეტი თანაგადახდის პროცენტის მქონე კატეგორიის შესაბამისად;
გ) 70%-იანი დაფინანსებით სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ზემოთ ჩამოთვლილ არცერთ კატეგორიას. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
3.დაფინანსების
მეთოდოლოგია
და
ანაზღაურების
წესი
ა) პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება შემთხვევის ღირებულების შესაბამისად:
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლისა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის შემთხვევის ღირებულება შეადგენს 4177 ლარს, ხოლო ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის შემთხვევის ღირებულება შეადგენს 5031 ლარს;
ბ) ამ დანართის მე-5 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომისიის მიერ დანიშნული მანიპულაციების რაოდენობისა და ფაქტობრივად ჩატარებული მანიპულაციების რაოდენობის ერთმანეთთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაციით მოთხოვნილი თანხა ანაზღაურდება შემდეგნაირად:
თუ შესრულდება დანიშნული მანიპულაციების 50% (სრული კურსის არჩატარების მიზეზი დასაბუთებული უნდა იყოს, როგორც პაციენტის ისტორიაში, ასევე რეაბილიტაციის კურსის დასრულებისას გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა-ში) − ანაზღაურდება შემთხვევის ღირებულების 50%;
თუ შესრულდება დანიშნული მანიპულაციების 50%-ზე ნაკლები (მათ შორის, პაციენტის მიზეზით გაცდენის შემთხვევაშიც) − მომსახურება არ ანაზღაურდება. დანიშნული მანიპულაციების 50%-ზე მეტის შესრულების შემთხვევაში − ანაზღაურდება შემთხვევის ღირებულების 100%.
გ) რეაბილიტაციის კურსის დაწყებიდან დასრულებამდე ვადა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 90 კალენდარულ დღეს.
4.მომსახურების მიმწოდებელი
მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში – მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს სტაციონარული დაწესებულების ნებართვა და/ან სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სტაციონარის ნებართვა, რომელიც რეგულირდება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით. ამასთანავე, აუცილებელია, მიმწოდებელს შტატში ჰყავდეს მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული ექიმი – სპეციალისტი, რომელსაც გავლილი ექნება სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული „ინსულტის, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების შემდგომი მდგომარეობების კომპლექსური სარეაბილიტაციო მკურნალობის პროცესის მართვის“ კურსი.
5.დამატებითი
პირობები
ა) პროგრამის მოსარგებლეები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მითითებულ კრიტერიუმებს:
ა.ა) პაციენტს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა-ში დაფიქსირებული დიაგნოზი სამედიცინო კლასიფიკატორის ICD10-ის მიხედვით:
ა.ა.ა) I69.0 სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შედეგი;
ა.ა.ბ) I69.1 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის შედეგი;
ა.ა.გ) I69.2 სხვა არატრავმული ინტრაკრანიალური (ქალასშიდა) სისხლჩაქცევის შედეგები;
ა.ა.დ) I69.3 ტვინის ინფარქტის შედეგი;
ა.ა.ე) I69.4 ინსულტის შედეგები, რომელიც არ არის დაზუსტებული, როგორც სისხლჩაქცევა ან ინფარქტი;
ა.ა.ვ) I69.8 სხვა და დაუზუსტებელი ცერებროვასკულური ავადმყოფობების შორეული შედეგები;
ა.ა.ზ) T90.5 ინტრაკრანიალური ტრავმების შედეგი;
ა.ა.თ) T90.8 თავის სხვა დაზუსტებული ტრავმის შედეგები;
ა.ა.ი) T90.9 თავის დაუზუსტებელი დაზიანების შედეგები;
ა.ა.კ) T91.1 ხერხემლის მოტეხილობის შედეგი;
ა.ა.ლ)T91.3 ზურგის ტვინის ტრავმების შედეგები;
ა.ა.მ) T91.8 კისრისა და ტორსის სხვა დაზუსტებული ტრავმების შედეგები;
ა.ა.ნ) T91.9 კისრისა და ტორსის სხვა დაუზუსტებელი ტრავმების შედეგები;
ა.ბ) დიაგნოზის ხანდაზმულობა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს;
ა.გ) პაციენტი უნდა იყოს სამედიცინო თვალსაზრისით საკმარისად სტაბილური (რეაბილიტაციაში მონაწილეობა უსაფრთხო და სასარგებლოა), რაც გულისხმობს, რომ პაციენტი არ საჭიროებს 24-საათიან სამედიცინო დახმარებას, არ აქვს ტრაქეოსტომის ან ნაზოგასტრიკული კვების მილი, არ ესაჭიროება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, არ საჭიროებს ინტრავენურ ან ინტართეკალურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს, არ საჭიროებს ინტრავენურ მედიკამენტებს არტერიული წნევის კონტროლისათვის, რეაბილიტაციის სპეციალისტების გარდა, არ საჭიროებს სხვა ტიპის სამედიცინო დახმარებას;
ა.დ) პაციენტს შეუძლია, მიიღოს აქტიური მონაწილეობა ინტენსიურ სარეაბილიტაციო თერაპიაში დღეში მინიმუმ 3 საათის განმავლობაში, კვირაში 2 – 6 დღე;
ა.ე) პაციენტს შეუძლია, შეასრულოს/მიჰყვეს მინიმუმ ერთსაფეხურიან ინსტრუქციას, საჭიროების შემთხვევაში – კომუნიკაციის მხარდაჭერით;
ა.ვ) ჩატარებული რეაბილიტაციის პროცესში დაზიანება არ პროგრესირებს;
ა.ზ) ფსიქიკური მდგომარეობა, ქმედებები არ წარმოადგენს რისკს, როგორც თავად პაციენტისთვის (თვითდაზიანება), ასევე გარშემომყოფებისთვის;
ა.თ) აქვს საკმარისი ყურადღება და შესაძლებლობა, შეასრულოს მარტივი სარეაბილიტაციო ინსტრუქციები სარეაბილიტაციო პროცესში ჩართულობისათვის;
ა.ი) პაციენტს აქვს სარეაბილიტაციო პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, თავად აცხადებს თანხმობას სარეაბილიტაციო პროცესში ჩართვის შესახებ ან ამ თანხმობას აცხადებს მისი კანონიერი წარმომადგენელი (გადაწყვეტილების მიმღები);
ა.კ) პაციენტს შეუძლია მგზავრობა (საცხოვრებელი ადგილიდან მომსახურების მიმწოდებლამდე და უკან) ან პაციენტის მგზავრობის უზრუნველყოფა ხდება თვითდინებით, ოჯახის წევრის და/ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით;
ბ) პროგრამის მოსარგებლე მომსახურებას იღებს რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრული მოცულობითა და ვადებით. პირველი კურსის შემდეგ ყოველი მომდევნო კურსის დაფინანსება განისაზღვრება ფუნქციური დამოუკიდებლობის საზომით მიღებული ჯამური ქულით. კერძოდ:
ბ.ა) ფუნქციური დამოუკიდებლობის ჯამური ქულის 10%-ზე მეტით ზრდის შემთხვევაში, რეაბილიტაციის შემდგომი კურსი დაფინანსდება კატეგორიის შესაბამისად (პუნქტი 2. მოსარგებლეები);
ბ.ბ) თუ ფუნქციური დამოუკიდებლობის ჯამური ქულის ზრდა პირველი კურსის შემდეგ შეადგენს 10%-ზე ნაკლებს, რეაბილიტაციის შემდგომი კურსი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება;
ბ.გ) რეაბილიტაციის კურსში მოსარგებლის პირველადად ჩართვის საკითხს განიხილავს განმახორციელებელი წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (განცხადება, პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა). განმახორციელებელი გასცემს დადებით ან უარყოფით წერილობით პასუხს, რომლითაც ხელმძღვანელობს მიმწოდებელი. იმ შემთხვევაში, თუ კი მიმწოდებელი დაასაბუთებს მოსარგებლის რეაბილიტაციის კურსში ჩართვის მიზანშეუწონლობას (მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), მან უნდა აცნობოს განმახორციელებელს წერილობით, რომელიც უზრუნველყოფს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის სარეაბილიტაციო ღონისძიებების მართვის კომისიაზე (შემდგომში –კომისია) საკითხის განხილვას:
ბ.გ.ა) რეაბილიტაციის კურსში მოსარგებლის განმეორებით ჩართვის საკითხი განიხილება კომისიაზე;
ბ.გ.ბ) კომისია განიხილავს მიმწოდებელი დაწესებულების მიერ გამოგზავნილ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას – ფორმა №IV-100/ა, ფუნქციური მდგომარეობის შეფასების ქულებს (კურსის დაწყებისას და დასრულებისას), ჩატარებული და ჩასატარებელი ღონისძიებების/ჩარევების ჩამონათვალსა და რაოდენობას;
ბ.გ.გ) კომისიის გადაწყვეტილება ფიქსირდება დასკვნაში (დასკვნის ფორმა მტკიცდება განმახორციელებლის მიერ);
ბ.გ.დ) კომისიის დასკვნა გადაეგზავნება მოსარგებლეს კომისიის საქმიანობის დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) მიმწოდებელი ვალდებულია:
გ.ა) რეაბილიტაციის კურსის დაწყებამდე მოითხოვოს მოსარგებლისგან განმახორციელებლის მიერ გაცემული წერილი გადაწყვეტილების შესახებ, ხოლო განმეორებითი რეაბილიტაციის კურსის დაწყებამდე მოითხოვოს მოსარგებლისგან დამატებით კომისიის დასკვნაც და იხელმძღვანელოს ამ დასკვნით; ამასთანავე, რეაბილიტაციის პროცესში მიმწოდებელს აქვს უფლება, კორექტირება შეიტანოს კომისიის დასკვნაში გაწერილი მანიპულაციების ჩამონათვალსა და რაოდენობებში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, მიმწოდებელი წერილობით მიმართავს კომისიას, რომელიც განიხილავს და აცნობებს გადაწყვეტილებას;
გ.ბ) რეაბილიტაციის კურსის დასრულებისას, გასცეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა, რომელშიც დაფიქსირებული იქნება რეაბილიტაციის კურსის დაწყებისას და დასრულებისას პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის შეფასების ქულები, ჩატარებული ღონისძიებების/ჩარევების ჩამონათვალი და რაოდენობა;
დ) პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისთვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტის სამუშაო ადგილი განისაზღვრება პროგრამული სერვისის მიმწოდებელი არა უმეტეს ერთი სამედიცინო დაწესებულებისა. ამასთანავე, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ერთმა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტმა შეიძლება, ჩაუტაროს თერაპია მაქსიმუმ 10 პაციენტს;
ე) პროგრამით განსაზღვრული სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი სერვისის ზედამხედველობა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ე.ა) პირის მოსარგებლედ ცნობა/რეგისტრაცია;
ე.ბ) ანგარიშის წარდგენა;
ე.გ) საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება;
ე.დ) შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან ანაზღაურებაზე უარი;
ე.ე) კონტროლი;
ე.ვ) რევიზია.
6.მომსახურების
განმახორციელებელი
მომსახურების განმახორციელებელია სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
7.ბიუჯეტი
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის თვის ბიუჯეტი განისაზღვრება 919 250 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
№
დასახელება
ბიუჯეტი
(
ათასი
ლარი
)
1
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლისა და თავის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია
835.40
2
ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაცია
83.85
დანართი
№1.14 (ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 4 ივლისის დადგენილება №249 – ვებგვერდი, 04.07.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №440 – ვებგვერდი, 14.11.2023წ.
დანართი №1.15
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ.
ბავშვთა
ონკოჰემატოლოგიური
მომსახურება
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის 3
11
პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას (მათ შორის, დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მედიკამენტებს).
2.ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციარის მხრიდან.
3.ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ტარიფისა.
4.2023 წლის 1 სექტემბრამდე დამდგარი შემთხვევა, რომელიც გრძელდება 1 სექტემბრის შემდგომ პერიოდში, ექვემდებარება ახალი შეტყობინების დატოვებას და ანაზღაურდება ამ დადგენილების ფარგლებში, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს მე-3 პუნქტით განსაზღვრული ტარიფისა.
5.საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია, ამ დადგენილების ფარგლებში, ამ დანართში მითითებული პირობების შესაბამისად:
ა) გააგრძელოს მომსახურება ახალი მიმწოდებლ(ებ)ის გამოვლენამდე, აგრეთვე დაასრულოს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაწყებული 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მიმდინარე სტაციონარული შემთხვევა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მიმართოს პროგრამის განმახორციელებელს ამ დანართით გათვალისწინებული მომსახურების 2023 წლის 1 სექტემბრიდან დროებით მიმწოდებლად რეგისტრაციის მიზნით.
დანართი №1.16
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 ნოემბრის დადგენილება №437 – ვებგვერდი, 08.11.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №525 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 01.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 ივლისის დადგენილება №240 - ვებგვერდი, 31.07.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივლისის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 01.07.2026წ.
ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტით უზრუნველყოფა
1. ამ დანართით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს:
ა) ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებითა და №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეებისთვის ამავე პუნქტებით განსაზღვრული მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად:
ა.ა) საქართველოში რეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტის შესყიდვას;
ა.ბ) განსაკუთრებული აუცილებლობისას, როდესაც გაუთვალისწინებელი გამოუვალი მდგომარეობის გამო რეგისტრირებული მედიკამენტი ხელმისაწვდომი არ არის და ამით საფრთხე ექმნება პაციენტის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას, მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში არარეგისტრირებული სიმსივნის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტის შესყიდვას პროდუქტის ხარისხიანობის შესახებ სარწმუნო ინფორმაციისა და დასაბუთების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის №327/ნ ბრძანებით დამტკიცებული „განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის არაკომერციული მიზნით შემოტანის წესის“ შესაბამისად;
ბ) სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვასა და გაცემას – სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და სამკურნალო საშუალებების ბენეფიციარებზე გაცემა.
2.ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტებისა და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10
1
მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3.ამ დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
4.ამ დანართის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის დადგენილი ფორმით განმახორციელებლისათვის მიწოდება.
5.საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო მიმწოდებელთან კოორდინაციით უზრუნველყოფს იმ მედიკამენტებზე გაცემული საგარანტიო ფურცლის (ვადის ამოწურვამდე) ჩანაცვლებას, რომელთა შესყიდვა ხორციელდება ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
6.ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების ბენეფიციარებზე გაცემისა და ადმინისტრირების წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7.HER-2 რეცეპტორ-დადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზისა და HER-2 რეცეპტორ-დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში, ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით შესყიდული ის მედიკამენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი პროგრამების ფარგლებში, გაიცემა ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით, №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებითა და №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეებზე, გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი პროგრამებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
8.ამ დანართის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტი რუქსოლიტინიბი ასევე გაიცემა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებზე (მათ შორის, ამ დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის 3
11
პუნქტით განსაზღვრულ 18 წლამდე ასაკის პირებზე) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული სტეროიდრეზისტენტული GVHD სინდრომის დროს.
დანართი N1.17
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 30.04.2025წ.
გეგმური ამბულატორიის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მოცულობა, დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი