Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

5 მუხლი
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

1.გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ.

209)124-ე, 128-ე, 129-ე, 191-ე, 193-ე, 195-ე, 196-ე, 203-ე, 204 1 , 207-ე, 211-ე, 213-ე, 216-ე, 219-ე, 221-ე, 243-ე, 259-ე, 279-ე, 301-ე, 303-ე, 305-ე, 344-ე, 344 1 , 347-ე, 357-ე, 360-ე, 361-ე, 384-ე, 385-ე, 386-ე, 387-ე მუხლებით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-200 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 246-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით, 304-ე მუხლის პირველი ნაწილით .

2.გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ის პირები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ და ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის პირველი ნაწილით.

3.წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი . მუხლი 2 1. გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 200 1 მუხლის პირველი ნაწილით, 200 2 მუხლის პირველი ნაწილით, 220-ე მუხლით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 276-ე მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა, 261-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.

2.გაუნახევრდეთ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვნები იყვნენ.

3.გაუნახევრდეთ ძირითადი სასჯელი იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამ კანონის მიღების დროისთვის მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. მუხლი 3 1. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებული პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან .

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე , რომლებიც შეფარდებულია , როგორც ძირითადი სასჯელი .

3.ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

მუხლი 4

ამ კანონის პირველი და მე -2 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე , რომლებმაც შესაბამისი დანაშაულები ჩაიდინეს 2008 წლის 15 ოქტომბრამდე .

მუხლი 5

სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის , ბრალდებულის , განსასჯელისა და მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე .

მუხლი 6

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიმართ იღებს შესაბამისი პროკურორი .

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ , რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა , იღებს შესაბამისი სასამართლო . სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე .

3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ , რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია , ზეპირი მოსმენის გარეშე , ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო ) სასამართლო , რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება .

მუხლი 7

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და შესრულდეს გამოქვეყნებიდან 2 თვის ვადაში . საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი თბილისი , 2008 წლის 21 ნოემბერი . №53I–IIს

მუხლები დასაწყისში