Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზეკითხვის რეჟიმი
საქართველოს მთავრობის დადგენილება

მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

5 მუხლირედაქცია №2 ბოლო ცვლილება: 30 ივლ. 2015
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1. გამოყენების სფერო

ტექნიკური რეგლამენტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს რისკის კატეგორიებს და განსაზღვრავს გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 3. ობიექტების გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის განსაზღვრა

1.მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტებისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი ამტკიცებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების გეგმას რისკის კატეგორიებისა და გეგმური ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის გათვალისწინებით.

2.ობიექტის გეგმური ტექნიკური ინსპექტირების ვადა აითვლება ბოლო ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების შემდეგ.

3.ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები), რომელთა წყალსაცავის წყლის მასის პოტენციური ენერგია შეადგენს 0,005×10 13 -დან – 1×10 13 -მდე ჯოულს გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეხუთე წელს.

4.ობიექტების: საქვაბე დანადგარი, წნევაზე მომუშავე ჭურჭელი - გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეოთხე წელს.

5.ობიექტების: ლიფტი, ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ესკალატორი, ამწე მოწყობილობა, ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები), რომელთა წყალსაცავის წყლის მასის პოტენციური ენერგია შეადგენს 1×10 13 -დან 300×10 13 -მდე ჯოულს, აირგასამართი და აირსავსები სადგურების გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს.

6.ობიექტების: მაგისტრალური გაზსადენი, მაგისტრალური ნავთობსადენი, კარიერი, ფუნიკულიორი, ატრაქციონი და საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეორე წელს.

7.ობიექტების: ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი, თხევადი ჟანგბადის წარმოება და რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა, ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), ნავთობბაზა და სამეწარმეო დანიშნულებით  გამოყენებადი,  ამიაკზე  მომუშავე  სამაცივრო დანადგარი, გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველწლიურად.

8.ობიექტების: შახტი და მაღარო, გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეექვსე თვეს.

მუხლი 4. ობიექტების

რისკის კატეგორიების განსაზღვრა 1. ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეხუთე წელს, განეკუთვნება I რისკის კატეგორიის ობიექტებს.

2.ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეოთხე წელს, განეკუთვნება II რისკის კატეგორიის ობიექტებს.

3.ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს, განეკუთვნება III რისკის კატეგორიის ობიექტებს.

4.ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეორე წელს, განეკუთვნება IV რისკის კატეგორიის ობიექტებს.

5.ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველწლიურად, განეკუთვნება V რისკის კატეგორიის ობიექტებს.

6.ობიექტები, რომელთა გეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეექვსე თვეს, განეკუთვნება VI რისკის კატეგორიის ობიექტებს.

მუხლი 5. დადგენილებაში

ცვლილების შეტანა დადგენილებაში  ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლები დასაწყისში